“ჰარპი” საქართველოში თუ თავდაცვის მაღალტექნოლოგიური რადარი ჰავაიზე – რას ასახავს ფოტო?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

603
VIEWS

3 სექტემბერს ფეისბუქ ანგარიშებზე – ლა ზი და ფანტი ნა, გავრცელდა ფოტო, რომელზეც, პოსტების მტკიცებით, საქართველოში განთავსებული “ჰარპი” არის გამოსახული. ავტორი მას ქვეყანაში სტიქიურ მოვლენებს უკავშირებს

phantina da haarpi “ჰარპი” საქართველოში თუ თავდაცვის მაღალტექნოლოგიური რადარი ჰავაიზე - რას ასახავს ფოტო?

რეალურად, ფოტოზე აშშ-ში შექმნილი, წყნარ ოკეანეში განთავსებული მაღალტექნოლოგიური რადარია (Sea-based X-band radar) გამოსახული, რომელიც არა საქართველოში, არამედ ჰავაის პორტში მდებარეობს და ბალისტიკური რაკეტებზე ინფორმაციის შესაგროვებლად არის განკუთვნილი.  

რა დანიშნულება აქვს SB-X-ს და სად მდებარეობს ის?

SB-X, ხომალდზე დამონტაჟებული მაღალტექნოლოგიური რადარი აშშ-ის ბალისტიკური რაკეტებისგან თავდაცვის სისტემის ნაწილია, რომლის სხივსაც შეუძლია, 2 500 მილის (დაახლოებით, 4 000 კმ.) მანძილზე ბეისბოლის ბურთის ზომის საგანი აღმოაჩინოს. რადარი უსაფრთხოების მიზნით ბალისტიკურ რაკეტებზე თვალთვალისა და ინფორმაციის შეგროვებისთვის არის შექმნილი. 

რადარის გადაადგილება, დაახლოებით, 15 კმ/სთ სიჩქარით არის შესაძლებელი. პლატფორმა, რომელზეც ის არის განთავსებული, 85 კაციან ეკიპაჟზეა გათვლილი და მოიცავს ხიდს, საკონტროლო ოთახს, საცხოვრებელ ზონებს, საწყობებს, ელექტროენერგიის გამომუშავების ზონასა და  ვერტმფრენის დასაჯდომ ადგილს. ასევე, პლატფორმაზე არის 60 დღის მარაგი და საწვავი.  

რადარი წყნარ ოკეანეში ოფიციალურად 2006 წელს განთავსდა, რათა აღმოეჩინა და თვალყური მიედევნებინა ბალისტიკური რაკეტებით გამოწვეული, აშშ-სკენ მიმართული საფრთხეებისთვის. ამჟამად SB-X წყნარ ოკეანეში ჩრდილოეთ კორეის მიერ ბალისტიკური რაკეტების საცდელი გაშვებით გამოწვეული საფრთხის მონიტორინგს აწარმოებს. 

phantina da haarpi1 “ჰარპი” საქართველოში თუ თავდაცვის მაღალტექნოლოგიური რადარი ჰავაიზე - რას ასახავს ფოტო?

phantina da haarpi2 “ჰარპი” საქართველოში თუ თავდაცვის მაღალტექნოლოგიური რადარი ჰავაიზე - რას ასახავს ფოტო?
SB-X ჰავაის პორტში. ფოტო: სქრინშოტი Google Maps-იდან

HAARP-ზე გავრცელებული დეზინფორმაცია

1 სექტემბერს მითების დეტექტორმა კიდევ ერთი დეზინფორმაცია გაადაამოწმა, რომელიც კიკეთის მიმდებარედ არსებულ მეტეოროლოგიურ რადარს კლიმატურ იარაღ HAARP-ს მიაწერდა.

HAARP-ი, ანუ ატმოსფეროს მაღალი სიხშირის ტალღებით კვლევის პროგრამა აშშ-ს საჰაერო და საზღვაო ძალების ინიციატივით 1990-იან წლებში შეიქმნა. 2014 წლიდან სადგურზე პასუხისმგებელი ალასკის უნივერსიტეტია. სადგური არა საქართველოში, არამედ ალასკაში მდებარეობს და დედამიწის ზედაპირიდან 50 კილომეტრზე მდებარე ატმოსფეროს ნაწილის კვლევისთვის არის შექმნილი. კვლევით ცენტრთან დაკავშირებით შეთქმულებები აქამდეც გავრცელებულა – მაგალითად, ყალბი მტკიცება, რომ ის საიდუმლო იარაღია და სხვადასხვა ბუნებრივი პროცესის და ადამიანის გონების კონტროლისთვის არის შექმნილი. თუმცა, მეცნიერების განმარტებით, HAARP-ს ეს ფუნქცია არ აქვს და მისი საშუალებით ამინდზე, მით უფრო, გონებაზე კონტროლის დამყარება შეუძლებელია.

ვრცლად იხილეთ მითების დეტექტორის მასალები: 

წყაროს შესახებ:  

ფეისბუქ ანგარიში ფანტი ნა, მის სხვა ანგარიშებთან (1,2,3,4) ერთად, მცდარ ინფორმაციასა და კონსპირაციული შინაარსის პოსტებს მუდმივად აქვეყნებს. მომხმარებელს HAARP-ის სადგურთან დაკავშირებით კონსპირაციის თეორია და ვიდეომანიპულაცია წარსულშიც გაუვრცელებია. “მითების დეტექტორმა” ფეისბუქ მომხმარებლის მიერ სხვადასხვა ანგარიშით გავრცელებული ყალბი ინფორმაცია მრავალჯერ გადაამოწმა.  

არქივის ბმული


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist