დროშა “სტოუნვოლის აჯანყების” 50 წლისთავის აღსანიშნავად თუ ლგბტქი+ ადამიანების სატანისტური მიზნები – რას ასახავს ფოტო? 

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

73
VIEWS

9 ივლისს ფეისბუქ გვერდმა მართლმადიდებლური გვერდი პრაიდის დროშის ფოტო გამოაქვეყნა, რომლის ცენტრშიც შავ წრეში ხუთქიმიანი ვარსკვლავი და რქოსანი ცხოველის თავია გამოსახული. თანდართული აღწერის მიხედვით ფოტო შეერთებულ შტატებშია გადაღებული, სადაც ლგბტქი+ ადამიანები მიზნებს აღარ მალავენ და დროშაზე სატანა ბაფომეტი გამოსახეს. 

 

baphometiani praidis droshaaaaa დროშა “სტოუნვოლის აჯანყების” 50 წლისთავის აღსანიშნავად თუ ლგბტქი+ ადამიანების სატანისტური მიზნები - რას ასახავს ფოტო? 

დროშის ფოტო ავთენტიკურია, თუმცა მცდარი აღწერით, კონტექსტის გარეშე ვრცელდება. დროშა “სატანის ეკლესიამ” სტოუნვოლის აჯანყების 50 წლისთავის აღსანიშნავად შექმნა და ის ლგბტქი+ ადამიანების რაიმე მიზანზე არ მიანიშნებს. 

  • გავრცელებული დროშა “სტოუნვოლის აჯანყების” 50 წლისთავის აღსანიშნავად შეიქმნა

დროშა, რომელსაც ფეისბუქზე გავრცელებულ ფოტოზე ვხედავთ, “სატანის ეკლესიას” (The Church of Satan”) ეკუთვნის. ორგანიზაციის ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე ვკითხულობთ, რომ დროშა 2020 წელს, “სტოუნვოლის აჯანყების” 50 წლისთავის აღსანიშნავად შეიქმნა და მასზე ნამდვილად ბაფომეტია გამოსახული.  

ამ და სხვა მსგავსი სტილის დროშების შეძენა ორგანიზაციის საიტზეა შესაძლებელი

baphometiani praidis drosha1 დროშა “სტოუნვოლის აჯანყების” 50 წლისთავის აღსანიშნავად თუ ლგბტქი+ ადამიანების სატანისტური მიზნები - რას ასახავს ფოტო? 

სქრინშოტი: satanme.com

“სატანის ტაძარი” რელიგიური ორგანიზაციაა,რომლის წევრები ათეისტები არიან და სატანას არ სცემენ თაყვანს. ორგანიზაციის დაარსების თარიღად 1966 წელი ითვლება, როდესაც ანტონ ლავეიმ წიგნი “სატანის ბიბლია” გამოსცა

baphometiani praidis drosha2 დროშა “სტოუნვოლის აჯანყების” 50 წლისთავის აღსანიშნავად თუ ლგბტქი+ ადამიანების სატანისტური მიზნები - რას ასახავს ფოტო? 

სქრინშოტი: churchofsatan.com

“სატანის ტაძრის” წევრების რწმენით, სამყარო ადამიანების მიმართ გულგრილია, ამიტომ მორალი და ღირებულებები ადამიანებმა შექმნეს. აღსანიშნავია, რომ ორგანიზაცია ლგბტქი+ თემს მხარს უჭერს

“სატანის ტაძრის” განმარტებით, დროშა “სტოუნვოლის აჯანყების” 50 წლისთავის აღსანიშნავად შეიქმნა. “სტოუნვოლის აჯანყების” სახელით 1969 წელს ნიუ-იორკში პოლიციასა და ლგბტქი+ აქტივისტებს შორის მომხდარი რამდენიმედღიანი დაპირისპირებაა ცნობილი. მოვლენა ლგბტქი+ აქტივისტების ამ მასშტაბის პირველ წინააღმდეგობას წარმოადგენდა და როგორც ამერიკაში, ასევე მის საზღვრებს გარეთ, ლგბტქი+ უფლებებისთვის ბრძოლის მოძრაობის ერთ-ერთ კატალიზატორად ითვლება

წყაროს შესახებ: 

ფეისბუქ გვერდი მართლმადიდებლური გვერდი ჰომოფობიური შინაარსის ინფორმაციას ხშირად ავრცელებს, კორონავირუსის პანდემიის დაწყების შემდეგ გვერდი ანტივაქსერული შინაარსის ცნობებსაც აქვეყნებდა. ვრცლად გვერდის მიერ გავრცელებული დეზინფორმაციის შესახებ იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალებში: 

არქივის ლინკი: 1


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: იდენტობა
დარღვევის ტიპი: კონტექსტის გარეშე
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist