რას ასახავს ფოტო, რომელსაც ანტივაქსერულ პროტესტს მიაწერენ ?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

34
VIEWS

2021 წლის 19 ივლისს ფეისბუქ გვერდებმა “ერთობა საქართველოსთვის’, “მართლმადიდებლური გვერდი”, “ილოცეთ, ლოცვა მთებს დაძრავს” და “წმინდა მამა ნიკოლოზის მრევლი” იდენტური ფოტოსურათები გამოაქვეყნეს, რომელშიც პარიზში შანზ-ელიზეს გამზირზე გამართული მასშტაბური დემონსტრაციაა ასახული. აღნიშნული გვერდები ფოტოს აღწერაში წერენ, რომ სურათი 2021 წლის 17 ივლისსაა გადაღებული და იგი “კოვიდ ფაშიზმის” და სავალდებულო ვაქცინაციის საწინააღმდეგო საპროტესტო გამოსვლებს ასახავს. ფეისბუქ გვერდების მიერ გამოქვეყნებულ პოსტებში მსგავსი საპროტესტო გამოსვლების ჩატარებისკენ მოწოდებებსაც ვხვდებით.

 

;

;
აღნიშნული პოსტები ფოტომანიპულაციას შეიცავს. პარიზში გამართული მასშტაბური გამოსვლის სურათს კორონვირუსის პანდემიასა და ვაქცინებთან კავშირი არ აქვს, რეალურად ფოტო 2018 წელს საფრანგეთის საფეხბურთო ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატში გამარჯვების აღნიშვნას ასახავს.

ფოტოების საძიებო ხელსაწყოს TinEye-ის მიხედვით, გავრცელებული სურათი, რომელშიც ახალგაზრდა ქალი საფრანგეთის დროშას ხალხით სავსე შანზ-ელიზეს ფონზე აფრიალებს, პირველად პანდემიამდე ორი წლით ადრე, 2018 წლის 15 ივლისს  ვებ-გვერდმა bienpublic.com-მა გაავრცელა. 2018 წლის 15 ივლისს საფრანგეთის საფეხბურთო ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ხორვატიის ნაკრები დაამარცხა და ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ისტორიაში მეორედ მოიპოვა. მატჩის დასრულების შემდეგ პარიზის ქუჩებში გამარჯვების აღსანიშნავად მილიონ ადამიანზე მეტი შეიკრიბა. ფეისბუკ გვერდების მიერ გამოქვეყნებული სურათიც სწორედ ამ დღეს ასახავს.

;

საპროტესტო გამოსვლები სავალდებულო ვაქცინაციის წინააღმდეგ 

კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები და მედპერსონალის სავალდებულო ვაქცინაცია საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქში 17 ივლისს ათასობით ადამიანმა მართლაც გააპროტესტა. მასშტაბური გამოსვლები პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის განკარგულებით 12 ივლისიდან დაწესებულ ახალ შეზღუდვებს მოჰყვა, რომლებიც ჯანდაცვის სფეროში დასაქმებულებისთვის კორონავირუსის წინააღმდეგ სავალდებულო ვაქცინაციას და ყველა პირის მიერ რიგ საჯარო სივრცეეებში შესასვლელად ვაქცინის ორი დოზის მიღების დამადასტურებელი მოწმობის ან PCR ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენას ითვალისწინებს.

ამჟამად, საფრანგეთში კორონავირუსის 5,86 მილიონი შემთხვევაა დაფიქსირებული, ხოლო ვირუსით დაღუპულთა რიცხვი 111 000 ადამიანს აჭარბებს. ამ დროისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ორი დოზით ქვეყნის მოსახლეობის 40% აიცრა. როგორც ჯანდაცვის ექსპერტები აღნიშნავენ, ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვი სწრაფად იზრდება და შემოდგომაზე კორონავირუსის დელტა შტამით გამოწვეულ ე.წ. “მეოთხე ტალღას” ელიან.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: საფრანგეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist