დეზინფორმაცია, თითქოს ამერიკული ორგანიზაცია GSMSG უკრაინელი სამხედროების ორგანოებით ვაჭრობს

კითხვის დრო: 5 წუთი

კითხვის დრო: 5 წუთი

329
VIEWS

5 დეკემბერს ფეისბუკ მომხმარებელმა ედუარდ ჯიშკარიანმა უკრაინელი ჯარისკაცების ორგანოებით ვაჭრობის შესახებ პოსტი გამოაქვეყნა. პოსტის ავტორის თანახმად, დაჭრილი უკრაინელი სამხედროები გერმანიაში არსებულ აშშ-ის რამშტაინის სამხედრო ბაზაზე გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მიზნით მიჰყავთ, თუმცა შემდეგ მათი ორგანოები მსოფლიო შავ ბაზარზე იყიდება. ამის არგუმენტად ედუარდ ჯიშკარიანი აქვეყნებს ერთ-ერთი აფრიკული მედიის სქრინშოთს, რომელშიც პირი, რომელიც თავს ამერიკული არაკომერციული ორგანიზაციის (Global Surgical and Medical Support Group) ყოფილ თანამშრომელად წარმოაჩენს, საკუთარ გამოცდილებაზე საუბრობს და ამტკიცებს, რომ უკრაინელი და უფრო ადრე სომალელი ჯარისკაცების ორგანოები ნატოს მაღალჩინოსნების ოპერაციებისთვის გამოიყენებოდა.

იდენტური ინფორმაცია GSMSG-ის “ყოფილი” თანამშრომლის ვიდეოსთან ერთად 1-4 დეკემბრის პერიოდში რუსულენოვანმა საინფორმაციო სააგენტოებმა (lawinrussia.ru, podolyaka.ru) და ფეისბუკ მომხმარებლებმაც გაავრცელეს (1, 2, 3).

Screenshot 2023 12 22 092615 დეზინფორმაცია, თითქოს ამერიკული ორგანიზაცია GSMSG უკრაინელი სამხედროების ორგანოებით ვაჭრობს Screenshot 2023 12 22 092622 დეზინფორმაცია, თითქოს ამერიკული ორგანიზაცია GSMSG უკრაინელი სამხედროების ორგანოებით ვაჭრობს Screenshot 2023 12 22 092629 დეზინფორმაცია, თითქოს ამერიკული ორგანიზაცია GSMSG უკრაინელი სამხედროების ორგანოებით ვაჭრობს

ინფორმაცია GSMSG-ის მიერ უკრაინაში ორგანოებით უკანონო ვაჭრობის შესახებ უსაფუძვლოა და ანონიმური ექიმის მონათხრობს ეყრდნობა, რომელსაც საეჭვო აფრიკული მედია ავრცელებს. ანონიმური ექიმის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება – სიგელი, რომელიც ზელენსკისგან “უკრაინელი ხალხის წინაშე გამოჩენილი დამსახურებისთვის გადაეცა, ყალბია და რეალურისგან განსხვავდება. თავად GSMSG-მა კი ინფორმაციის სინამდვილე და “ექიმთან” თანამშრომლობა უკრაინულ ფაქტების გადამოწმების პორტალთან gwara media-სთან უარყო.  

2023 წლის 28  ნოემბერს, განაში მოქმედმა საინფორმაციო სააგენტომ mynewsgh.com გამოაქვეყნა  სტატია შემდეგი სათაურით: „ამერიკული არაკომერციული ორგანიზაციის როლი უკრაინელი ჯარისკაცების ორგანოების ოპერაციებში”. სტატიის თანახმად, ამერიკული ორგანიზაციის, გლობალური ქირურგიული და სამედიცინო დახმარების ჯგუფის (Global Surgical and Medical Support Group, GSMSG) ყოფილმა თანამშრომელმა უკრაინაში საიდუმლო სამხედრო პროექტში Omega-ში მონაწილეობის შესახებ შოკისმომგვრელი განცხადება  გააკეთა. 

ზემოაღნიშნული პირის მტკიცებით, რომელიც თავს ორგანიზაციის თანამშრომლად წარმოადგენს, მან კომპანიაში მუშაობა 2015 წელს დაიწყო. GSMSG-ის ორგანოების ამოჭრის პროექტი კოდური სახელწოდებით Gamma, რომელშიც ის მონაწილეობდა, სომალიში 2010-იან წლებში განხორციელდა. მისი თქმით, მას შემდეგ რაც კოლეგებისგან აღიარება მიიღო და ხელმძღვანელობის ნდობა დაიმსახურა, ის სპეციალური დავალებით ჯიბუტიში გადაიყვანეს, სადაც ტრანსპლანტოლოგად მუშაობდა. პირი, რომელსაც ნიღაბი და სათვალე უკეთია და ქუდი ახურავს, YouTube-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოში, რომელიც თითქმის 15 წუთი გრძელდება, ამტკიცებს, რომ GSMSG-ის მიზანი ჯარისკაცებისთვის ორგანოების აღება და ამ ორგანოების აშშ-ის არმიის უმაღლესი სარდლობისთვის  გადანერგვა იყო: „სომალელებს წარმოდგენა არ ჰქონდათ რეალურად რა ელოდათ მათ ბანაკ ლემონიერში ჩასვლისას, ან სჯეროდათ, რომ ისინი სამხედრო ბაზაზე სამკურნალოდ მიიყვანეს“. რაც შეეხება მეორე პროექტს, სახელწოდებით “ომეგა”, მასში დონორები უკვე უკრაინელი ჯარისკაცები უნდა ყოფილიყვნენ.  ეს წყარო ირწმუნება, რომ პირადად იყო მიწვეული ომეგას პროექტში GMSSG-ის დამფუძნებლის, აარონ ეფშტეინის მიერ. შემდეგ, ექიმის თქმით, ის დაიღალა ამ საქმის კეთებით და სინდისის ქენჯნის გამო, გადაწყვიტა მოეყოლა, თუ რა ხდებოდა სინამდვილეში.

Screenshot 2023 12 22 092642 დეზინფორმაცია, თითქოს ამერიკული ორგანიზაცია GSMSG უკრაინელი სამხედროების ორგანოებით ვაჭრობს

პირი, რომლის იდენტიფიცირებაც შეუძლებელია, თუმცა თავს GMSSG-ის ყოფილ ექიმად წარმოაჩენს, ამბობს, რომ მას უკრაინის პრეზიდენტმა „უკრაინელი ხალხისთვის გაწეული სამსახურისთვის“ საპატიო სიგელი გადასცა.

Screenshot 2023 12 22 092647 დეზინფორმაცია, თითქოს ამერიკული ორგანიზაცია GSMSG უკრაინელი სამხედროების ორგანოებით ვაჭრობს
უკრაინული ფაქტების გადამოწმების პლატფორმის, Gwara media-ს თანახმად, საპატიო დიპლომი, რომელიც ამ პირს თითქოს უკრაინელი ხალხისთვის გაწეული სამსახურისთვის (Грамота «За заслуги перед українським народом») გადაეცა, გაყალბებულია. ვიდეოში ნაჩვენები პირი ამბობს, რომ დიპლომი მას ვოლოდიმირ ზელენსკიმ გადასცა. რეალურად, ამ სიგელს დამსახურებულ პირებს არა პრეზიდენტი, არამედ უმაღლესი რადა გასცემს. გარდა ამისა, ვიდეოში ნაჩვენები  სერთიფიკატი ასევე არ ჰგავს იმ დოკუმენტს, რომელსაც უკრაინის უმაღლესი რადა გასცემს, რამდენადაც უკრაინის უმაღლესი რადას დიპლომს აქვს ყდა და დანართი. აღსანიშნავია ისიც, რომ რეალურ სიგელზე უკრაინის უმაღლესი რადას შენობის ფასადის რელიეფური გამოსახულება არის დატანილი, ცენტრში აწერია ტიტული – უკრაინის უმაღლესი რადას საპატიო დიპლომი.

Screenshot 2023 12 22 092653 დეზინფორმაცია, თითქოს ამერიკული ორგანიზაცია GSMSG უკრაინელი სამხედროების ორგანოებით ვაჭრობს
Gwara media

უმაღლესი რადას დადგენილებაში ასევე ნათქვამია, რომ უმაღლესი რადას დიპლომი უნდა გაიცეს ცერემონიაზე, მაგალითად, როგორც ეს პროფესორების ო. ბორისოვას და ვ. ვორონოვას შემთხვევაში მოხდა. შესაბამისად, ვიდეოში ნაჩვენები სიგელი რეალურისგან განსხვავდება და არ არის ოფიციალური.

Screenshot 2023 12 22 092658 დეზინფორმაცია, თითქოს ამერიკული ორგანიზაცია GSMSG უკრაინელი სამხედროების ორგანოებით ვაჭრობს
Gwara media


Youtube არხი სახელწოდებით Stop organ harvesting! 2023 წლის 23 ნოებერს, ვიდეოს ატვირთვის დღეს არის შექმნილი, მასზე მხოლოდ ეს ერთი ვიდეო არის განთავსებული და არხს 159 გამომწერი ჰყავს.

Screenshot 2023 12 22 092703 დეზინფორმაცია, თითქოს ამერიკული ორგანიზაცია GSMSG უკრაინელი სამხედროების ორგანოებით ვაჭრობს

რუსეთის მიმერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ,  GMSSG  უკრაინაში სამედიცინო მისიით გაემგზავრა. მათი აქტივობები საჯაროა და ამ აქტივობების ამსახველი ფოტოები ფეისბუკ გვერდზე აქვთ გამოქვეყნებული. მაგალითად, GMSSG-ის წარმომადგენლებმა 2022 წლის მარტში ჩაატარეს ტაქტიკური მედიცინის ტრენინგი, ეხმარებოდნენ დაუძლურებულ ადამიანებს, რომლებიც ვერ ახერხებდნენ სამედიცინო დაწესებულებებში დამოუკიდებლად მოხვედრას, ამზადებდნენ უკრაინელ ქირურგებს და დახმარებას უწევდნენ დაშავებულებს.

Screenshot 2023 12 22 092714 დეზინფორმაცია, თითქოს ამერიკული ორგანიზაცია GSMSG უკრაინელი სამხედროების ორგანოებით ვაჭრობს

გლობალური ქირურგიული და სამედიცინო მხარდაჭერის ჯგუფი (Global Surgical and Medical Support Group)  არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელიც კონფლიქტისა და კატასტროფების ზონებში, მთელს მსოფლიოში უზრუნველყოფს სამედიცინო დახმარებას, რაც მოიცავს  სამედიცინო და ქირურგიული მოვლას, პირველად ჯანდაცვის გამოკვლევებსა და ნეიროქირურგიულ ოპერაციებს. ორგანიზაციის ოფიციალური ვებგვერდის თანახმად, GSMSG-ის მიზანს „საზღვარგარეთ მკაცრი პირობებისა და კონფლიქტის ზონებში უმაღლესი ხარისხის სამედიცინო დახმარებისა და ტრენინგის უზრუნველყოფა წარმოადგენს. ორგანიზაციის საქმიანობა საჯარო და გამჭვირვალეა, ასევე არ არსებობს რეალური მტკიცებულებები, რომლითაც ორგანოებით ვაჭრობის უკანონო საქმიანობა დასტურდება.  

აღსანიშნავია, რომ იდენტური სტატია 30 ნოემბერს ნიგერიულმა გამოცემამაც (The Nation)  გაავრცელა. ამ სტატიას ორიგინალი ვერსიისგან განსხვავებული სათაური აქვს და ორგანოებით ვაჭრობაში უკრაინის პრეზიდენტის, ზელენსკის როლიც არის წარმოჩენილი: “ნატოს ექიმები უკრაინელი ჯარისკაცების ორგანოებზე ოპერაციებს ზელენსკის თანხმობით ატარებენ”. GSMSG-ის მიერ ჩატარებული საიდუმლო ოპერაციისა და ამ ორგანიზაციის ყოფილი თანამშრომლის აღიარებითი ჩვენების შესახებ ურაინულმა ფაქტების გადამოწმების პლათფორმამ Gwara Media GSMSG-ს მიმართა. ამერიკული ორგანიზაციის განცხადებთ,  ყველამ, ვისაც მედიცინის ან ქირურგიის შესახებ აქვს ინფორმაცია, და განსაკუთრებით უკრაინაში ქირურგიული ოპერაციების შესახებ, იცის, რომ ამ სტატიის არც ერთი ნაწილი არ შეესაბამება სიმართლეს. ორგანიზაცია ასევე აღნიშნავს, რომ კრემლის მიერ წარმოებული პროპაგანდის ეს ტიპი იმდენად ხშირად გამოიყენება, რომ თითქმის ყველასთვის მარტივია მისი ამოცნობა. GMSSG-ის წარმომადგენლის თქმით, პირს რომელიც ვიდეოში ჩანს, GMSSG-ში არასოდეს უმუშავია.  

აღსანიშნავია ისიც, რომ უკრაინაში სიკვდილის შემდეგ ორგანოების დონაციასთან დაკავშირებით უარის პრეზუმფცია მოქმედებს და უკრაინის კანონმდებლობით, შესაბამისი თანხმობის გარეშე ადამიანის ორგანოების გადანერგვა აკრძალულია. თუ ადამიანს სურს, რომ სიკვდილის შემდეგ მისი ორგანოების ტრანსპლანტაციისთვის გამოყენება მოხდეს, საჭიროა, სიცოცხლეში მისი წერილობითი თანხმობა. იმ შემთხვევაში, პირს სიცოცხლეში ორგანოების გადანერგვაზე უარი არ გამოუთქვამს, ორგანოების გადანერგვისთვის სიკვდილის შემდეგ გარდაცვლილის მეუღლის, უახლოესი ნათესავის ან იმ პირის თანხმობაა საჭირო, რომელიც გარდაცვლილის დაკრძალვაზეა პასუხისმგებელი.

აღნიშნული თემა და მტკიცებულებების გასაყალბებლად გამოყენებული მსგავსი მეთოდები კრემლის საინფორმაციო ოპერაციის ფარგლებში ხშირად გვხვდება. ბოლო დროს ასევე გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ოლენა ზელენსკას ფონდი ბავშვების ტრეფიკინგში იყო ჩართული, რაზეც ვიდეოში ანონიმური პირი საუბრობდა, სწორედ იმ მეთოდით, როგორც ზემოთ განხილული ორგანოებით ვაჭრობის საკითხზე –  ვიდეოში პირს სახე ჰქონდა დაფარული და ამტკიცებდა, რომ ის ზელენსკას ფონდის ყოფილი თანამშრომელი იყო. გავრცელებული ინფორმაცია ფაქტების გადამმოწმებელმა ორგანიზაცია Stopfake-მა გადაამოწმა.

უკრაინაში ორგანოებით ვაჭრობასთან დაკავშირებით სხვადასხვა ყალბი მტკიცება და კონსპირაციული თეორია უკვე წლებია ვრცელდება და კრემლის დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილია. განსაკუთრებით ხშირია დეზინფორმაცია, რომ უკრაინაში დაღუპული სამხედროების ორგანოებით ვაჭრობენ. ამ თემასთან დაკავშირებით “მითების დეტექტორმა” არაერთი ყალბი მტკიცება გადაამოწმა. ვრცლად იხილეთ:


წყაროს შესახებ: 

ფეისბუქ მომხმარებელი Eduard Jishkariani ანტიდასავლური და ანტიუკრაინული შინაარსის ცნობებს, მათ შორის, დეზინფორმაციას, ხშირად ავრცელებს. ჯიშკარიანის მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაცია “მითების დეტექტორმა” წარსულშიც არაერთხელ გადაამოწმა.

არქივი:
ფეისბუკ პოსტები 1234
mynewsgh.com
thenationonlineng.net
lawinrussia.ru,
podolyaka.ru


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ნატო, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist