კრემლის მედია უკრაინაში ორგანოებით ვაჭრობის შესახებ მორიგ ბრალდებებს ავრცელებს

კითხვის დრო: 5 წუთი

კითხვის დრო: 5 წუთი

568
VIEWS

2023 წლის 23 მაისს, რუსულმა საინფორმაციო სააგენტო RIA Novosti-მ გამოაქვეყნა სტატია, რომელიც ამტკიცებს, რომ უკრაინის სამედიცინო სამსახური ფარულად ახდენს უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცების ცხედრებიდან ორგანოების ტრანსპლანტაციას. გამოცემა ანონიმურ წყაროს ციტირებს, რომელიც ამტკიცებს, რომ ხერსონის სამხედრო ჰოსპიტალის სამედიცინო პერსონალს შორის ე.წ. “კატასტროფების მედიცინის” დეპარტამენტის წევრებსაც ვხვდებით, რომლებიც ორგანოებით ვაჭრობაში არიან ჩართულნი. წყარო ამტკიცებს, რომ “ქირურგიული პროცედურების შემდეგ, სამხედროების ცხედრების კრემაცია ხდება, ხოლო ოჯახებს სპეციალური ცნობები  გადაეცემათ, რომლებიც მათი ნათესავებს ომში დაკარგულად აცხადებს.”

Screenshot 2 1 კრემლის მედია უკრაინაში ორგანოებით ვაჭრობის შესახებ მორიგ ბრალდებებს ავრცელებს

RIA Novosti-ზე დაყრდნობით, სიუჟეტი იმავე თემაზე  Russia 24-მა, კონკრეტულად გადაცემა Vesti-მაც მოამზადა. სიუჟეტი ახსენებს  იდუმალ ფიგურა ელიზაბეტ დებრიუს, რომელიც, არხის მტკიცებით, ამერიკულ კერძო სამხედრო კომპანია (PMC) “მოცარტთან” და ჰოლანდიელი პირების ბრიგადასთანაა დაკავშირებული, რომლებსაც “შავ ტრანსპლანტოლოგებს” უწოდებენ.

Screenshot 3 2 კრემლის მედია უკრაინაში ორგანოებით ვაჭრობის შესახებ მორიგ ბრალდებებს ავრცელებს

ანალოგიური ინფორმაცია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს Twitter ანგარიშზეც გამოქევყნდა. პოსტი რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის მარია ზახაროვას ციტირებს, რომელიც იმედგაცრუებას გამოხატავდა იმის გამო, რომ „საერთაშორისო სტრუქტურები თითქოს ვერ ამჩნევენ მსგავს ფაქტებს“.

Screenshot 4 2 კრემლის მედია უკრაინაში ორგანოებით ვაჭრობის შესახებ მორიგ ბრალდებებს ავრცელებს

Screenshot 5 1 კრემლის მედია უკრაინაში ორგანოებით ვაჭრობის შესახებ მორიგ ბრალდებებს ავრცელებს

მტკიცებები უკრაინაში სამხედრო მოქმედებების დროს ორგანოებით უკანონო ვაჭრობის შესახებ შეთქმულების თეორიაა, რომელსაც კრემლის პროპაგანდა რეგულარულად, მტკიცებულების გარეშე ავრცელებს. ორგანოთა ტრანსპლანტაცია რთული და დროში გაწელილი სამედიცინო პროცედურაა, რომელიც კონტროლირებად გარემოს და დროით სიზუსტეს მოითხოვს, რაც მის ბრძოლის ველზე განხორციელებას თითქმის შეუძლებელს ხდის.

  • უკრაინაში სამხედრო მოქმედებების დროს ორგანოებით უკანონო ვაჭრობის თემა უკვე წლებია კრემლის პროპაგანდის ნაწილია

მაგალითად, 2023 წლის 25 მაისს, გვერდმა Gorlovka Self-Defense გაავრცელა ვიდეო, რომელშიც წარმოდგენილი იყო “დონეცკის სახალხო რესპუბლიკის” ყოფილი თავდაცვის მინისტრი ვოლოდიმირ კონონოვი. ვიდეოში კონონოვი ამტკიცებს, რომ ბრძოლის ველზე უკრაინელ ჯარისკაცებს ორგანოებს აცლიან, აგზავნიან საზღვარგარეთ და ყიდიან. კონონოვი ამტკიცებს, რომ დაჭრილ უკრაინელ ჯარისკაცებს სამედიცინო დახმარების გაწევის ნაცვლად ასახიჩრებენ და მათ ორგანოებს ანაწილებენ. კონონოვი ამტკიცებდა, რომ იგი „ფრონტზე ყოფნის დროს პირადად წააწყდა მტკიცებულებებს „შავი ტრანსპლანტოლოგების“ საქმიანობის შესახებ“.

Screenshot 6 კრემლის მედია უკრაინაში ორგანოებით ვაჭრობის შესახებ მორიგ ბრალდებებს ავრცელებს

რეალურად, აშშ-ის ჯანმრთელობისა და ადამიანური სერვისების დეპარტამენტის მიხედვით, დონორის გარდაცვალების შემდგომ ორგანოთა ტრანსპლანტაციისთვის გადასანერგი ორგანოების ჟანგბადით უზრუნველყოფაა აუცილებელი. რის სამხედრო პირობებში უზრუნველყოფაც თითქმის შეუძლებელია. მაგალითისთვის, კარდიოლოგიური სიკვდილის შემთხვევაში, გულისცემა შეჩერებულია და ფილტვები წყვეტს სუნთქვას. ამ დროს გარდაცვლილი პაციენტის სპეციალური ვენტილატორით მხარდაჭერაა აუცილებელი, რაც ფილტვებში ჰაერის შედინებას და გადინებას უზრუნველყოფს, ასტიმულირებს გულისცემას და შედეგად ორგანიზმს ჟანგბადი კვლავ მიეწოდება. ტვინის სიკვდილის შემთხვევაში, ტვინის ქსოვილი მკვდარია და ფუნქციონირება შეწყვეტილი, თუმცა სპეციალური სამედიცინო დანადგარების მეშვეობით შესაძლებელია გულისცემისა და სუნთქვის შენარჩუნება და ორგანოების სიცოცხლის უზრუნველყოფა. რაც მხოლოდ ჰოსპიტალურ პირობებში და ინტენსიური ზედამხედველობის ქვეშ არის შესაძლებელი.

აღსანიშნავია ისიც, რომ ორგანოს გადანერგვის პროცედურას გამოცდილი სპეციალისტების საკმაოდ დიდი გუნდი და ტექნოლოგიურად გამართული სამედიცინო ინფრასტრუქტურა სჭირდება, რომლის საბრძოლო ვითარებაში არსებობა ასევე ნაკლებ სავარაუდოა.

ასევე მნიშვნელოვანია ის ფაქტორი, რომ ტრანსპლანტაციისთვის ორგანოს ვარგისიანობა დროში შეზღუდულია. სიკვდილის შემდგომ შესაძლებელია შემდეგი ორგანოების: გულის, ღვიძლის, ფილტვების, თირკმელების და ასევე სხვადასხვა ქსოვილის გადანერგვა (კანი, ვენები, ძვლოვანი ქსოვილი, მყესები). დონორის გარდაცვალების შემდეგ, ორგანო უნდა ამოიჭრას და სპეციალურ პირობებში უნდა იყოს შენახული, თუმცა ორგანოს შენახვის დრო საკმაოდ შეზღუდულია. ამოკვეთასა და გადანერგვას შორის ორგანოს შენახვის მაქსიმალური პერიოდი სხვადასხვა ორგანოებისთვის განსხვავებულია:

Screenshot 7 კრემლის მედია უკრაინაში ორგანოებით ვაჭრობის შესახებ მორიგ ბრალდებებს ავრცელებს

აღსანიშნავია ისიც, რომ კრემლის პროპაგანდას ხშირად კონკრეტული სამიზნეებიც ჰყავს. სხვადასხვა დროს ორგანოებით უკანონო ვაჭრობის შესახებ კონოსპირაციების სამიზნე გახდა საქართველოს ყოფილი პირველი ლედი, სანდრა რულოვსი და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი.

  • ბრალდებები ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსის წინააღმდეგ

2019 წლის მაისში გაზპრომის მფლობელობაში მყოფმა რუსულმა პროპაგანდისტულმა ტელეარხმა NTV-მ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მისი მეუღლე სანდრა რულოვსი ორგანოებით ვაჭრობაში დაადანაშაულა. ბრალდებები ეფუძნებოდა ანონიმურ ინტერვიუებს პირებთან, რომლებიც აცხადებდნენ, რომ უკრაინის არმიის ოფიცრები და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები იყვნენ. NTV ამტკიცებდა, რომ სანდრა რულოვსი ხელმძღვანელობდა ჯგუფს სახელწოდებით “გადაუდებელი დახმარებისა და რეანიმაციის გუნდი”, რომელიც მართავდა სპეციალიზებულ ცენტრებს კრამატორსკსა და სივეროდენეცკში და სადაც დაშავებული სამხედროები იგზავნებოდნენ ორგანოების ტრანსპლანტაციის მიზნით. 

აღსანიშნავია, რომ ანონიმური წყაროების გარდა, არ არსებობდა არანაირი მტკიცებულება მოცემული ბრალდებების დასადასტურებლად, რასაც ემატება ის ფაქტი, რომ დაჭრილი ჯარისკაცებისგან ორგანოების მოპოვების იდეა ტექნიკურად შეუძლებელია. NTV-ის სიუჟეტი თანხვედრაში იყო წინა შეთქმულებებთან, რომლებსაც კრემლი უკრაინის კონტექსტში ავრცელებდა.

დეტალური ინფორმაციისთვის, იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა:

2022 წლის 29 მაისს დონეცკის სახალხო რესპუბლიკის არასამთავრობო ორგანიზაცია “სახალხო რაზმის” ხელმძღვანელმა ვლადიმერ ტარანენკომ გაავრცელა ვიდეო, სადაც აცხადებდა, რომ მოიპოვა საერთაშორისო ორგანიზაცია წითელი ჯვრის მიერ შეგროვებული 1000-ზე მეტი უკრაინელი ბავშვის სამედიცინო ბარათი, სადაც მათი ჯანსაღი ორგანოების შესახებ იყო ინფორმაცია თავმოყრილი. ვიდეოში ასევე ნახსენები იყო „იარაღის ინსტრუქციების“ და ინკუბატორის შესყიდვების შესახებ მოხსენებები. თუმცა, ვიდეოში ამ ბრალდებების დამადასტურებელი კონკრეტული მტკიცებულებები არ იყო წარმოდგენილი.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი ბრალდებას გამოეხმაურადა განაცხადა, რომ ვიდეო ცრუ ბრალდებებს შეიცავდა. მათ განმარტეს, რომ არ აგროვებენ მონაცემებს ბავშვების ჯანმრთელობის შესახებ და უარყვეს რაიმე მონაწილეობა ორგანოებით ვაჭრობაში.

წითელმა ჯვარმა განმარტა, რომ ვიდეოში ნაჩვენები „იარაღის ინსტრუქციები“ რეალურად საინფორმაციო მასალა იყო, რომელიც ღია წყაროებშიც იძებნება, ხოლო ინკუბატორები უზრუნველყოფილი იყო სოფლის მეურნეობის პროგრამებისთვის, რომლებსაც “ბიოლოგიური ექსპერიმენტებთან” არანაირი კავშირი არ ჰქონდათ.

მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ: 

ვოლოდიმირ კონონოვის შესახებ

ვოლოდიმირ კონონოვი, რომელმაც 2014 წლის 14 აგვისტოს თვითგამოცხადებული „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ (DPR) „თავდაცვის მინისტრის“ თანამდებობა დაიკავა, რამდენიმე ქვეყნის მიერაა სანქცირებული. მან შეცვალა იგორ სტრელკოვი/გირკინი ამ თანამდებობაზე და, გავრცელებული ინფორმაციით, მეთაურობდა დონეცკში სეპარატისტული მებრძოლების დივიზიას 2014 წლის აპრილიდან. კონონოვი ასოცირდება ქმედებებთან, რომლებიც ძირს უთხრის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას. ის „თავდაცვის მინისტრის“ თანამდებობიდან 2018 წლის სექტემბერში გაათავისუფლეს.

მითების დეტექტორი უკრაინაში ორგანოებით ვაჭრობის ირგვლივ გავრცელებული კონპირაციების შესახებ ადრეც წერდა. იხილეთ ჩვენი მასალები:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
ქვეყანა/ორგანიზაცია: უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist