დეზინფორმაცია, თითქოს 2024 წლის ხელშეკრულებით ჯანმო გადაწყვეტილებებს მთავრობების ნაცვლად მიიღებს

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

67
VIEWS

2024 წლის 16-17 იანვარს ფეისბუქ ანგარიშებმა (1, 2, 3) გამოაქვეყნეს პოსტები, რომელშიც აცხადებენ, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (ჯანმო) 2024 წლის ხელშეკრულებაში რამდენიმე შესწორება მოამზადა. პოსტების ავტორების მტკიცებით, შესწორებები ითვალისწინებს ადამიანის უფლებების, პანდემიის მზადყოფნასა და სხვა საკითხების შესახებ არსებული კანონების უგულებელყოფას, რაც გამოიწვევს ჯანმოს ძალაუფლების გაზრდას. ერთ-ერთ პოსტში ასევე აღნიშნულია, რომ ამ ყველაფრის შედეგად ჯანმო მიიღებს სრულ კონტროლს მთავრობებზე და მათი გადაწყვეტილება ქვეყნებისთვის გახდება სავალდებულო, გაიზრდება თვალთვალი ადამიანებზე, აიკრძალება სიტყვის თავისუფლება და ა.შ.

პოსტებში ვკითხულობთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია ევროპარლამენტარმა პროფესორმა მერილ ნასმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას გაავრცელა.

janmo დეზინფორმაცია, თითქოს 2024 წლის ხელშეკრულებით ჯანმო გადაწყვეტილებებს მთავრობების ნაცვლად მიიღებს

janmo1 დეზინფორმაცია, თითქოს 2024 წლის ხელშეკრულებით ჯანმო გადაწყვეტილებებს მთავრობების ნაცვლად მიიღებს

ჯანმოს შესწორებებზე გავრცელებული ინტერპრეტაციები სიმართლეს არ შეესაბამება და კონსპირაციის თეორიას წარმოადგენს. არც ერთი დოკუმენტი, რომელსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია განიხილავს წევრ სახელმწიფოებთან ერთად, არ აძლევს ორგანიზაციას ქვეყნებსა და მთავრობებზე ვალდებულებების დაკისრების შესაძლებლობას. ასევე აღსანიშნია, რომ პროფესორი მერილ ნასი არ არის ევროპარლამენტის წევრი, იგი არის ექიმი, რომელსაც 2022 წელს სამედიცინო ლიცენზია შეუჩერეს.

პროფესორი მერილ ნასის ეს განცხადება ადრეც გამხდარა დეზინფორმაციების გავრცელების წყარო. 2023 წელს სხვადასხვა სოციალური ქსელის მომხმარებლები აზიარებდნენ მის ვიდეოს, თითქოს ის იყო ჯანმოს წარმომადგენელი, რომელიც ადასტურებდა, რომ ორგანიზაცია ახალი ხელშეკრულების ძალით სრულ კონტროლს მოიპოვებდა ქვეყნებზე. აღნიშნული მტკიცება ცნობილმა მედია საშუალებებმა და ფაქტების გადამმოწმებელმა ორგანიზაციებმა გადაამოწმეს და დაადგინეს, რომ იგი ჯანმოს არ წარმოადგენდა. პროფესორი ნასი არის ექიმი, რომელსაც 2022 წლის იანვარში შეუჩერდა სამედიცინო ლიცენზია, იმის გამო, რომ იგი ავრცელებდა მცდარ ინფორმაციას კოვიდ-19-ის შესახებ. პოსტების ავტორების მტკიცების საწინააღმდეგოდ, იგი არც ევროპარლამენტარი ყოფილა ოდესმე. აღნიშნული მტკიცება სავარაუდოდ იმ ფაქტიდან წარმოიშვა, რომ ექიმის სიტყვით გამოსვლა ევროპალამენტის შენობაში ჩატარებული კონფერენციის ფარგლებში მოხდა. 

janmo2 დეზინფორმაცია, თითქოს 2024 წლის ხელშეკრულებით ჯანმო გადაწყვეტილებებს მთავრობების ნაცვლად მიიღებს

კონფერენცია, რომელიც 2023 წლის 3 მაისს ბრიუსელში, ევროპარლამენტის ერთ-ერთ შენობაში ჩატარდა, შეიქმნა ექიმებისათვის, იურისტებისა და სხვა პროფესიის ადამიანებისათვის უსაფრთხო გარემოს მისანიჭებლად, რათა მათ თავისუფლად ესაუბრათ მათსავე გამოცდილებაზე კოვიდ პანდემიასთან დაკავშირებით. შეხვედრას უმასპინძლა ხუთმა ევროპარლამენტარმა, თუმცა კონფერენციის მონაწილეების სიტყვით გამოსვლა არ ყოფილა ევროპარლამენტის სესიის ფარგლებში და არც მათი მისამართით

რაც შეეხება პროფესორი ნასისა და პოსტების ავტორების მტკიცებებს, ისინი არც ერთი სანდო წყაროთი არ დასტურდება და კონსპირაციის თეორიას წარმოადგენს. Associated Press საკითხის გასარკვევად დაუკავშირდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელს, რომელმაც განაცხადა, რომ აღნიშნული ბრალდებები სიმართლეს არ შეესაბამება და ორგანიზაციას მსგავსი გეგმები არ გააჩნია

რაც შეეხება პოსტში ნახსენებ ხელშეკრულებას, მისი აღწერიდან გამომდინარე, სავარაუდოდ, იგულისხმება პანდემიების პრევენციის, მზადყოფნისა და რეაგირების შესახებ განხილვადი დოკუმენტი, რომელიც წევრ ქვეყნებს შორის განხილვის პროცესშია და მიმდინარე წლის მაისში გადაწყდება მიიიღებენ მას თუ არა. აღნიშნული დოკუმენტი შეიქმნა მომავალ პანდემიებთან ბრძოლის ეფექტურობისა და სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობის ხარისხის გაზრდის მიზნით. შედეგად შეიქმნება ერთიანი ინსტრუმენტი, რომელიც საშუალებას მისცემს ქვეყნებს უკეთ და უფრო სწრაფად გაუმკლავდნენ სამომავლო პანდემიებს. მართალია ეს ყველაფერი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსტიტუციის ქვეშ ხდება, მაგრამ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებებს წევრი სახელმწიფოს წარმომადგენლები მართავენ და ტექსტსაც სწორედ ისინი აყალიბებენ და არა ჯანმო. უნდა აღინიშნოს, რომ დოკუმენტის ყველა ვერსიაში ჩაწერილია დებულება, რომელიც ცნობს სახელმწიფოების სუვერენიტეტის ხელშეუხებლობას და შედეგად ჯანმოს ვერ ექნება მისი დარღვევის უფლება/შესაძლებლობა. 

janmo3 დეზინფორმაცია, თითქოს 2024 წლის ხელშეკრულებით ჯანმო გადაწყვეტილებებს მთავრობების ნაცვლად მიიღებს
ამონარიდი ხელშეკრულების პირველადი ვერსიიდან.

 

janmo4 დეზინფორმაცია, თითქოს 2024 წლის ხელშეკრულებით ჯანმო გადაწყვეტილებებს მთავრობების ნაცვლად მიიღებს
ამონარიდი ხელშეკრულების 2023 30 ოქტომბერს გამოცემული ახალი ვერსიიდან.

იმისათვის, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ნახსენებ ხელშეკრულებაში ცვლილებები შევიდეს, მასზე უნდა იმსჯელონ და ხელი მოაწერონ წევრმა სახელწიფოებმა. ხოლო დოკუმენტის საერთაშორისო სამართლის ნაწილად ქცევისათვის, დამატებით საჭიროა გარკვეული რაოდენობის შიდა საკანონმდებლო ორგანოების მიერ მისი რატიფიკაცია. შესაბამისად, შეუძლებელია, რომ ჯანმომ, თუნდაც აშშ-სთან ერთად, მოახერხოს და დამოუკიდებლად შეიტანოს გავრცელებულ პოსტში ნახსენები ცვლილებები. პროფესორი ნასის განცხადების შემდეგ თითქმის 9 თვე გავიდა, რა დროშიც დოკუმენტის განსახილველად არაერთი შეხვედრა გაიმართა  და მასში გარკვეული ცვლილებებიც შეიტანეს, თუმცა არც ერთი მათგანი ექიმის მტკიცებებს არ ემთხვევა და ხელშეკრულების უკანასკნელი ვერსია არ აძლევს ჯანმოს მსგავს ძალაუფლებას

დეზინფორმაცია, თითქოს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აპირებს მთავრობებზე სრული კონტროლის მოხდენას წარსულშიც ვრცელდებოდა. ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” სტატიებში:

წყაროს შესახებ:

ფეისბუქ მომხმარებელი გოდერძი ელგანდაშვილი შეთქმულების თეორიებსა და ანტივაქსერული შინაარსის პოსტებს ხშირად ავრცელებს. “მითების დეტექტორს” ანგარიშის მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაცია წარსულშიც არაერთხელ გამოუვლენია.  

ფეისბუქ ანგარიშს “თეონა თეო” არაერთი შეთქმულების თეორიის შინაარსის შემცველი ინფორმაცია აქვს გამოქვეყნებული. მის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია, “მითების დეტექტორმა” წარსულშიც გადაამოწმა. 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist