გეგმავს თუ არა ჯანმო წევრი ქვეყნებისთვის სუვერენიტეტის ჩამორთმევას?

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

457
VIEWS

14-15 მაისს ფეისბუქ-პროფილებმა Rolandi Imereli და William William გამოაქვეყნეს პოსტები, რომლებშიც აღნიშნულია, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აშშ-სა და მისი დანარჩენი 193 წევრი ქვეყნისთვის ეროვნული სუვერენიტეტის ჩამორთმევას გეგმავს. პოსტების მიხედვით, შემოთავაზებულ ცვლილებებს კენჭს 22-28 მაისს უყრიან.

ერთ-ერთ პოსტს რუსულენოვანი ვიდეო ახლავს, რომელშიც მოსაუბრე ამბობს, რომ კენჭისყრაზე გადაწყდება დაამყარებს თუ არა ჯანმო ამერიკისა და სხვა ქვეყნების ჯანდაცვაზე კონტროლს. ის ასევე აჩვენებს სტატიის სქრინშოტს, რომლის სათაურშიც იკითხება – “ბაიდენმა ამერიკის სუვერენიტეტი ჯანმოს გადასცა”. ინფორმაცია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ “ახალი მსოფლიო წესრიგის” დამყარებისა და წევრი ქვეყნებისთვის სუვერენიტეტის ჩამორთმევის შესახებ Livejournal-ის ბლოგერმა ruslesnik888-მა 30 აპრილს გაავრცელა. იდენტური შინაარსის პოსტები რუსულენოვანმა ფეისბუქ მომხმარებლებმაც (1, 2, 3, 4, 5) გამოაქვეყნეს. 

Screenshot 1 12 გეგმავს თუ არა ჯანმო წევრი ქვეყნებისთვის სუვერენიტეტის ჩამორთმევას? Screenshot 10 7 გეგმავს თუ არა ჯანმო წევრი ქვეყნებისთვის სუვერენიტეტის ჩამორთმევას?

მტკიცება, თითქოს ჯანმო ქვეყნებისთვის სუვერენიტეტის ჩამორთმევას აპირებს, დეზინფორმაციაა და 2022 წლის მსოფლიო ჯანდაცვის ასამბლეაზე განსახილველი ერთ-ერთი ინიციატივის არასწორ განმარტებას წარმოადგენს. ინიციატივის მიხედვით, თუ ჯანმოს წევრი სახელმწიფო ისეთ მოვლენას დააფიქსირებს, რომელიც შეიძლება საერთაშორისო საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის საფრთხეს შეიცავდეს, მან უნდა აცნობოს ჯანმოს, რომელიც შესაბამის კონსულტაციასა და დახმარებას გაუწევს ქვეყანას. დოკუმენტის მიხედვით, ჯანმოს წევრ ქვეყანას უფლება აქვს, ახალ რეგულაციას საერთოდ არ შეუერთდეს.

დოკუმენტი, რომელზე დაყრდნობითაც პოსტების ავტორები ამტკიცებენ, რომ ჯანმოს მისი წევრი ქვეყნებისთვის სუვერენიტეტის ჩამორთმევა აქვს დაგეგმილი, ჯანმრთელობის საგანგებო სიტუაციებზე ჯანმოს პასუხის მზადყოფნის გაძლიერების ინიციატივაა. დოკუმენტში ჯანმოს წევრი ქვეყნებისთვის სუვერენიტეტის ჩამორთმევაზე ან მისი რაიმე ფორმით შელახვაზე არაფერია ნათქვამი.

Screenshot 11 7 გეგმავს თუ არა ჯანმო წევრი ქვეყნებისთვის სუვერენიტეტის ჩამორთმევას?

ინიციატივა 2022 წლის მსოფლიო ჯანდაცვის  ასამბლეის განრიგში ერთ-ერთი განსახილველი საკითხი და ჯანდაცვის საერთაშორისო რეგულაციებში ცვლილებების შეტანის წინადადებაა.

ინიციატივის მიხედვით, ისეთი მოვლენის დაფიქსირების შემთხვევაში, რომელიც შეიძლება საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის საგანგებო სიტუაციას ქმნიდეს მონაწილე ქვეყნებმა ჯანმოს უნდა შეატყობინონ. აღსანიშნავია, რომ ქვეყნებს ამ რეგულაციის მიღებაზე უარის თქმის უფლება აქვთ.

შეტყობინების შემდეგ, მონაწილე სახელმწიფო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კომუნიკაციას და ზუსტი მონაცემების მიწოდებას განაგრძობს, რაც შეიძლება ლაბორატორიულ მონაცემებს, რისკის წყაროსა და ტიპს, შემთხვევათა და დაღუპულთა რაოდენობას, დაავადების გავრცელებაზე მოქმედ პირობებსა და მიღებულ ზომებს მოიცავდეს.

ჯანმოსთვის ინფორმაციის მიწოდების შემდეგ, ორგანიზაცია სახელმწიფოს 24 საათის განმავლობაში დაავადების გავრცელების საერთაშორისო პოტენციალის, საერთაშორისო გადაადგილებაში შესაძლო ჩარევისა და მიღებული ზომების ადეკვატურობის შესაფასებლად თანამშრომლობას შესთავაზებს. ასეთი აქტივობების მიზანი სიტუაციის ადგილზე შეფასებასა და კოორდინაციაში ეროვნული ხელისუფლების მხარდაჭერაა.

თუ ქვეყანა ჯანმოს შეთავაზებას 48 საათის განმავლობაში არ დასთანხმდება, ჩაითვლება, რომ მან უარი თქვა. უარის თქმის შემთხვევაში, თუ საზოგადოებრივი ჯანდაცვის რისკები მაღალია, ჯანმოს უფლება აქვს ინფორმაცია სხვა ქვეყნებსაც მიაწოდოს და კიდევ ერთხელ წაახალისოს ქვეყანა, რომ ჯანმოს შეთავაზება მიიღოს.

ინფორმაციის მიღების შემდეგ ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა საგანგებო სიტუაციების კომიტეტის რჩევის, ასევე სამეცნიერო მტკიცებულებებისა და პრინციპების გათვალისწინებით, უნდა გადაწყვიტოს, არის თუ არა მდგომარეობა საგანგებო. სიტუაციის საგანგებოდ შეფასების შემდეგ კი, ჯანმო ქვეყანას დახმარებას ისევ შესთავაზებს. თუ ქვეყანა ჯანმოსგან დახმარების მიღებაზე  უარს იტყვის, მან უარის თქმის საფუძველი უნდა დაასაბუთოს.

Screenshot 12 6 გეგმავს თუ არა ჯანმო წევრი ქვეყნებისთვის სუვერენიტეტის ჩამორთმევას?

დოკუმენტის ბოლოს აღნიშნულია, რომ ინიციატივაში წარმოდგენილი რეგულაციების მიღების შემთხვევაში ის ძალაში 24 თვის განმავლობაში უნდა შევიდეს. გამონაკლისია ის ქვეყნები, რომლებიც  რეგულაციების მიღებაზე უარს განაცხადებენ. მათი ეს უფლება “ჯანდაცვის საერთაშორისო რეგულაციების” 61-ე მუხლითაა გათვალისწინებული.

Screenshot 13 5 გეგმავს თუ არა ჯანმო წევრი ქვეყნებისთვის სუვერენიტეტის ჩამორთმევას?Screenshot 14 4 გეგმავს თუ არა ჯანმო წევრი ქვეყნებისთვის სუვერენიტეტის ჩამორთმევას?

დეზინფორმაცია, თითქოს სახელმწიფოები ჯანმოს პანდემიის მართვის ერთპიროვნულ უფლებას გადასცემდნენ, ხოლო ქვეყნის ძირითადი კანონები და კონსტიტუცია ძალას დაკარგავდა, 2021 წლის დეკემბერში ჯანმოს სპეციალურ სესიასთან მიმართებითაც გავრცელდა. ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა:

წყაროების შესახებ

ერთ-ერთ პოსტთან ერთად რუსულენოვანი ვიდეოცაა გამოქვეყნებული.  სავარაუდოდ, ეს ვიდეო თავდაპირველად იუთუბ არხზე Украинец в Польш გამოქვეყნდა. მამაკაცი კი ვალერი ლესიკია. Იუთუბ არხზე გამოქვეყნებულია სხვა ვიდეოები, რომლებშიც მას იგივე ტანსაცმელი აცვია, თუმცა ეს კონკრეტული ვიდეო მის არხზე აღარ იძებნება. Украинец в Польш-ის იუთუბ არხი 2019 წელს შეიქმნა,  არხის აღწერაში მითითებულია, რომ ის “უკრაინელი მიგრანტის პოლონეთში ცხოვრებასა და რეალობას ცენზურის გარეშე ასახავს“. არხზე ბოლო პერიოდში უმეტესად რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებული მოვლენების შესახებ მოკლე ვიდეოები ქვეყნდება.

Screenshot 15 3 გეგმავს თუ არა ჯანმო წევრი ქვეყნებისთვის სუვერენიტეტის ჩამორთმევას?

რაც შეეხება ფეისბუქ-პროფილ William William-ს, ის ახალი შექმნილია და მის მფლობელს კიდევ სამი ანგარიში – Will Will და Will Williams და Zura (Nozadze) აქვს. ყველა ანგარიში ძირითადად ანტივაქსერული შინაარსის პოსტებს ავრცელებს.

Screenshot 16 3 გეგმავს თუ არა ჯანმო წევრი ქვეყნებისთვის სუვერენიტეტის ჩამორთმევას? Screenshot 17 3 გეგმავს თუ არა ჯანმო წევრი ქვეყნებისთვის სუვერენიტეტის ჩამორთმევას?


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: WHO
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist