შემოიღეს თუ არა გერმანიაში ლტოლვილებისთვის ბარათების კანონი CBDC-ის სისტემის ფარგლებში?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

72
VIEWS

13 ნოემბერს ფეისბუქ მომხმარებლებმა “მაია თვალთვაძე” და “თეონა თეო” გააზიარეს ვიდეო, რომელშიც რუსულად მოსაუბრე ქალი აცხადებს, რომ 2024 წლიდან გერმანიაში მყოფ ლტოლვილებს გერმანიის ხელისუფლება დახმარებას ნაღდი ფულის სახით აღარ მისცემს. მათ გადაეცემათ სპეციალური ბარათები, რომლებზეც დაირიცხება თანხა ყოველთვიურად და მისი გამოყენება შესაძლებელი იქნება მაღაზიებში ან სხვა წინასწარ განსაზღვრულ დაწესებულებებში. პოსტების თანახმად, ეს CBDC სისტემაა, რომელიც სამომავლოდ ყველა იმ ადამიანზე გავრცელდება, ვინც სოციალურ დახმარებებს იღებს. 

Screenshot 2023 11 16 094928 შემოიღეს თუ არა გერმანიაში ლტოლვილებისთვის ბარათების კანონი CBDC-ის სისტემის ფარგლებში?

პოსტში მოყვანილი მტკიცებები ნაწილობრივ მცდარია და შეთქმულების თეორიას შეიცავს. გერმანიის ხელისუფლება ნამდვილად გეგმავს  თავშესაფრის მაძიებელთათვის ისეთი ბარათების შემოღებას, როგორიც ვიდეოშია ნახსენები, თუმცა ეს არ არის დაკავშირებული ციფრული ფულის სისტემასთან და მისი გამოყენება მხოლოდ თავშესაფრის მაძიებელთათვის განიხილება. 

2023 წლის 7 ნოემბერს გერმანიის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებასთან დაკავშირებით. მათი მიზანია, შეამცირონ ქვეყანაში ჩამსვლელი თავშესაფრის მაძიებლების რიცხვი და შესაბამისად შეამცირონ ბიუჯეტიდან მათთვის გამოყოფილი თანხების ოდენობაც. გერმანიის ფინანსთა მინისტრის განცხადებით, ამ ყველაფრის განხორციელებით ქვეყანა წელიწადში 1 მილიარდ ევროს დაზოგავს. 

Screenshot 2023 11 16 094933 შემოიღეს თუ არა გერმანიაში ლტოლვილებისთვის ბარათების კანონი CBDC-ის სისტემის ფარგლებში?

ახალი საიმიგრაციო რეგულაციების ფარგლებში სპეციალური ჯგუფი მუშაობს იმაზე, რომ 2024 წლის დასაწყისში ლტოლვილთა დახმარება გაიცეს ბარათებით. ამჟამად, თავშესაფრის მაძიებლები საკვებს უფასოდ იღებენ იმ დაწესებულებებში სადაც ისინი ცხოვრობენ და დამატებით ყოველთვიურად იღებენ ნაღდ ფულს, ჯიბის ფულად. სპეციალურ ბარათებზე გადასვლის შემთხვევაში კი თანხა ამ ბარათებზე ყოველთვიურად დაირიცხება, რომლის გამოყენებაც შესაძლებელი იქნება მაღაზიებში, თუმცა შეუძლებელი იქნება ონლაინ შოპინგი და ბარათზე არსებული თანხის განაღდება. არანაირი საფუძველი იმის დასაჯერებლად, რომ აღნიშნული სისტემა სამომავლოდ ქვეყნის მოქალაქეებზეც გავრცელდება, არ არსებობს. მსგავსი განცხადება ხელისუფლების, მედიის ან რომელიმე სანდო წყაროს მიერ არ გაკეთებულა. 

მაია თვალთვაძისა და “თეონა თეოს” მტკიცების მიუხედავად, ეს საბარათო სისტემა არ არის ცენტრალური ბანკის ციფრული ფულის – CBDC-ის ნაწილი და არ წარმოადგენს ინოვაციას. მსგავსი ბარათები თავშესაფრის მაძიებლებისთვის საფრანგეთში 2019 წლიდან გამოიყენება. ლტოლვილებს მათი აპლიკაციის განხილვის პერიოდში ეძლევათ ADA ბარათი, რომლის გამოყენებაც მხოლოდ მაღაზიებში ელექტრო ტერმინალების საშუალებითაა შესაძლებელი. ყოველი თვის პირველი 25 გადახდა საკომისისოს გარეშე ხდება, ყოველ მომდევნოზე კი ბარათიდან მის მფლობელს 50 ცენტი ეჭრება. 

  • რა არის CBDC?

CBDC ქვეყნის ცენტრალური ბანკის მიერ გამოშვებული ციფრული ვალუტაა, რომელსაც არ აქვს ფიზიკური ფორმა. CBDC თანხის სახით კომპიუტერში, ტელეფონში ან სხვა მოწყობილობაშია ხელმისაწვდომი. ამ სისტემას დღევანდელ სისტემებთან შედარებით რამდენიმე უპირატესობა გააჩნია. მაშინ როდესაც დღეს საერთაშორისო გადარიცხვებს რამდენიმე დღე ჭირდება და საკმაოდ ძვირია, CBDC-ის მეშვეობით, პროცესი ბევრად ნაკლებ დროში შესრულდება და ბევრად უფრო იაფი გახდება. ასევე უფრო რთულია ციფრული ფულის სისტემის გატეხვაც, რაც მისი მომხმარებლების აქტივებს უფრო უსაფრთხოს ხდის. დამატებით, მომხმარებელს მასზე წვდომა ექნება 24/7-ზე. 

CBDC-ის დანერგვა, შესაძლოა, საკმაოდ ძვირი და რთული გადმოდგეს და მისი გამოყენება გარკვეულ რისკებთანაც არის დაკავშირებული. მათ შორის მთავარი კონფიდენციალურობა და უსაფრთხოებაა. იმის გამო, რომ ციფრულ ფულს ეროვნული ბანკი უშვებს, ყველა დეტალის უზრუნველლყოფაც ამ ინსტიტუტს ეკისრება, რაც ისეთი სახელმწიფოების მხრიდან, როგორიც მაგალითად ჩინეთია, ზრდის იმის საფრთხეს, რომ გაიზარდოს მოქალაქეების მიერ განხორციელებული ტრანზაქციების თვალთვალის საფრთხე.  

სირთულეებისა და საფრთხეების მიუხედავად CBDC ბევრ დადებითს გვთავაზობს, რის გამოც 130 ქვეყანა ამ თემაზე ატარებს კვლევებს და 11-მა ქვეყანამ უკვე დაიწყო მისი გამოყენება. 

Ციფრულ ფულსა და მასზე გავრცელებული დეზინფორმაციების შესახებ “მითების დეტექტორი” ადრეც წერდა. ვრცლად იხილეთ სტატიაში:

წყაროების შესახებ: 

ფეისბუქ ანგარიში “მაია თვალთვაძე” რეგულარულად ავრცელებს დეზინფორმაციასა და შეთქმულების თეორიებს. თვალთვაძის მიერ გავრცელებული მცდარი ინფორმაცია “მითების დეტექტორმა” წარსულშიც არაერთხელ გადაამოწმა. 

ფეისბუქ ანგარიშს “თეონა თეო” არაერთი შეთქმულების თეორიის შინაარსის ინფორმაცია აქვს გამოქვეყნებული. Მისი პოსტების ნაწილი სხვადასხვა ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაციების მიერ დეზინფორმაციად არის მონიშნული. 

Screenshot 2023 11 16 094939 შემოიღეს თუ არა გერმანიაში ლტოლვილებისთვის ბარათების კანონი CBDC-ის სისტემის ფარგლებში?


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

ქვეყანა/ორგანიზაცია: გერმანია
წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist