დეზინფორმაცია, თითქოს ჯანმოს ხელმომწერ ქვეყნებში კარანტინის გამოცხადების უფლება ექნება

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

293
VIEWS

15 ნოემბერს ფეისბუქზე ქართულენოვანმა ანგარიშმა “Gia Gia Gia” და რუსულენოვანმა ანგარიშებმა (1, 2.) გამოაქვეყნეს ერთი და იმავე შინაარსის პოსტები, რომელშიც ისინი ამტკიცებენ, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წევრი 194 ქვეყანა 2024 წლის მაისში ხმას მისცემს ახალ ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც ჯანმოს პანდემიების დროს განუსაზღვრელი ძალაუფლება ექნება. კონკრეტულად, ორგანიზაცია ერთპიროვნულად შეძლებს “ლოქდაუნების” გამოცხადებას, საზღვრების დაკეტვას, ვაქცინების სავალდებულოდ გამოცხადებას და სხვა. პოსტის ავტორების განცხადებით, ეს ყველაფერი ჩუმად ხდება, რომ ხალხს ამ საკითხზე რეაგირება არ ქონდეს. Პოსტების ნაწილს თან ახლავს ინგლისურენოვანი ვიდეო, სადაც სწორედ აღნიშნული მტკიცებებია მოყვანილი. 

Screenshot 2023 12 13 170243 დეზინფორმაცია, თითქოს ჯანმოს ხელმომწერ ქვეყნებში კარანტინის გამოცხადების უფლება ექნება

მტკიცება იმის შესახებ, რომ ახალი ხელშეკრულების დამტკიცების შემთხვევაში, ჯანმოს ექნება სრული და ერთპიროვნული ძალაუფლება პანდემიების დროს, დეზინფორმაციულია. რეალურად, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ქვეყნების სუვერენიტეტი სრულად იქნება დაცული. ამასთანავე, მოლაპარაკებები მიმდინარეობს წევრ ქვეყნებს შორის და ჯანმოს პანდემიების დროს შეზღუდული უფლებები ექნება.

კორონავირუსისგან გამოწვეული პრობლემების გათვალისწინების შემდეგ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 194 წევრი შეთანხმდა, რომ  დაიწყებდნენ მუშაობას ახალ კონვენციაზე, შეთანხმებასა ან საერთაშორისო ინსტრუმენტზე ჯანმოს კონსტიტუციის ქვეშ, რომლის მთავარი მიზანი იქნებოდა პანდემიების პრევენცია, მზადყოფნა და რეაგირება. მოლაპარაკებების პროცესი მიმდინარეობს ორგანიზაციის სამთავრობათაშორისო მოლაპარაკების ორგანოს (სმო) ფარგლებში, რომელიც ყველა წევრი სახელმწიფოსათვის არის ღია და სწორედ ისინი აყალიბებენ ხელშეკრულების პირობებს. სმომ ამ საკითხზე უკვე 7 პლენარული სხდომა გამართა, რომელსაც 2024 წელს კიდევ ორი დაემატება და მაისში, მსოფლიოს ჯანდაცვის ასამბლეაზე მთავრობები ხელშეკრულებასთან დაკავშირებით  საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ.

2023 წლის 1 თებერვალს სმო-მ გამოაქვეყნა დოკუმენტის პირველი ვერსია, რომელიც წლის მანძილზე განიხილებოდა და რედაქტირდებოდა. როგორც თავდაპირველ, ისე მომდევნო ვერსიებშიც აღნიშნულია, რომ სახელმწიფოების სუვერენიტეტი ხელშეუხებელია და მათ აქვთ სრული სუვერენული უფლება მიიღონ და განახორციელონ კანონმდებლობა თავიანთი ჯანდაცვის პოლიტიკის შესაბამისად. 

Screenshot 2023 12 13 170251 დეზინფორმაცია, თითქოს ჯანმოს ხელმომწერ ქვეყნებში კარანტინის გამოცხადების უფლება ექნება
ამონარიდი ხელშეკრულების პირველი ვერსიიდან
Screenshot 2023 12 13 170258 დეზინფორმაცია, თითქოს ჯანმოს ხელმომწერ ქვეყნებში კარანტინის გამოცხადების უფლება ექნება
ამონარიდი  ხელშეკრულების 2023 30 ოქტომბერს გამოცემული ახალი ვერსიიდან

ჯანმოს “პანდემიის შეთანხმების” დოკუმენტში არსად წერია, რომ ორგანიზაციას ექნება უფლება გამოაცხადოს სავალდებულო ვაქცინაცია. ხელშეკრულება კონცენტრირდება იმაზე, რომ უნდა მოხდეს პანდემიასთან ბრძოლის რესურსების, მათ შორის ვაქცინების სამართლიანი გადანაწილება მდიდარ და ღარიბ ქვეყნებს შორის

Screenshot 2023 12 13 170302 დეზინფორმაცია, თითქოს ჯანმოს ხელმომწერ ქვეყნებში კარანტინის გამოცხადების უფლება ექნება
ამონარიდი ხელშეკრულების პირველი ვერსიიდან
Screenshot 2023 12 13 170308 დეზინფორმაცია, თითქოს ჯანმოს ხელმომწერ ქვეყნებში კარანტინის გამოცხადების უფლება ექნება
ამონარიდი  ხელშეკრულების 30 ოქტომბერს გამოცემული ახალი ვერსიიდან

პოსტში გაჟღერებული მტკიცებების მსგავსი განცხადებები სოციალურ ქსელებში მთელი წლის მანძილზე ვრცელდებოდა, რის საპასუხოდაც სმო-ს მოქმედმა და ყოფილმა წევრებმა სექტემბერში გამოაქვეყნეს განცხადება, სადაც აღნიშნეს, რომ ქვეყნის სუვერენულობა ხელშეუხებელია და მისი დარღვევა ჯანმოს არ შეუძლია. ორგანიზაციას თავიდანვე ქონდა რეკომენდაციების გაცემის ფუნქცია და საერთაშორისო კონსტიტუცია ზღუდავს მის უფლებამოსილებას საერთაშორისო ჯანდაცვის სამუშაოების განხორციელებაზე, რის გამოც ის გავლენას ვერ მოახდენს ეროვნული ჯანდაცვის პოლიტიკაზე, ვერ გამოაცხადებს “ლოქდაუნს”, სავალდებულო ვაქცინაციას და ა.შ. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ მხოლოდ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა მას საერთაშორისო სამართლის ნაწილად ვერ აქცევს. ამისათვის საჭირო იქნება ხელმომწერი ქვეყნების საკანონმდებლო ორგანოების მიერ მისი რატიფიკაცია, რაც სახელმწიფოების ავტონომიური გადაწყვეტილების შედეგი იქნება და პროცესში სხვა ვერავინ ჩაერევა. 

ფეისბუქზე გავრცელებულ ვიდეოში ნახსენებია, რომ მუშაობა მიდის ორ დოკუმენტზე, რომლებიც საბოლოოდ მაისში უნდა მიიღონ და ვიდეოს ბოლოს ნაჩვენებია ამონარიდი მეორე დოკუმენტიდან. ეს დოკუმენტი წარმოადგენს 2005 წლის ხელშეკრულებას “ჯანდაცვის საერთაშორისო რეგულაციები”, რომელშიც ჯანმო და მისი წევრი ქვეყნები ცვლილებების შეტანას გეგმავენ, რათა ის უკეთ მოერგოს თანამედროვე გამოწვევებს. კადრში, ჩანს კონკრეტულად 2022 წლის 15 ნოემბერს გამოქვეყნებული შეთავაზებული ცვლილებების ნაწილი, რომელიც იწყება ტერმინების განმარტებებით. შავი ფონტით დაწერილი ნაწილი აღნიშნავს დოკუმენტში ახალ ჩამატებულ ტექსტს, ხოლო გადახაზული ნაწილი ნიშნავს ძველი ტექსტიდან ამოღებულ ნაწილს. “პანდემიის დოკუმენტის” მსგავსად, ამ ხელშეკრულების ტექსტშიც აღნიშნულია, რომ ჯანმო პატივს სცემს ქვეყნების სუვერენიტეტს და ითვალისწინებს ამას რეკომენდაციების შემუშავების პროცესში. 

Screenshot 2023 12 13 170313 დეზინფორმაცია, თითქოს ჯანმოს ხელმომწერ ქვეყნებში კარანტინის გამოცხადების უფლება ექნება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის “პანდემიის დოკუმენტთან” დაკავშირებით აღნიშნულთან ერთად კიდევ არაერთი მცდარი მტკიცება ვრცელდებოდა, რომლებიც გერმანულმა მედია “დოიჩე ველემ” გადაამოწმა და დეზინფორმაციად მიიჩნია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ქვეყნებისათვის სუვერენიტეტის ჩამორთმევაზე დეზინფორმაცია წარსულშიც გავრცელებულა. ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” სტატიაში. 

წყაროს შესახებ:

ფეისბუქ ანგარიში “Gia Gia Gia” ანტივაქსერული და კონსპირაციული შინაარსის შემცველ პოსტებს რეგულარულად აქვეყნებს. მისი არაერთი პოსტი ფაქტების გადამმოწმებელი სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ მცდარ ინფორმაციად არის მონიშნული.

Screenshot 2023 12 13 170317 დეზინფორმაცია, თითქოს ჯანმოს ხელმომწერ ქვეყნებში კარანტინის გამოცხადების უფლება ექნება

რუსულენოვანი ფეისბუქ ანგარიში “Aldis Kalveršs” რეგულარულად ავრცელებს ანტიუკრაინული და კონსპირაციული შინაარსის შემცველ პოსტებს. მისი პოსტების ნაწილი ფაქტების გადამმოწმებელი სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ დეზინფორმაციდაა მონიშნული. 

Screenshot 2023 12 13 170322 დეზინფორმაცია, თითქოს ჯანმოს ხელმომწერ ქვეყნებში კარანტინის გამოცხადების უფლება ექნება


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist