ბარაკ ობამას ინტერვიუს ფრაგმენტი არასწორი კონტექსტით ვრცელდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

143
VIEWS

29 ივნისს რუსულენოვანმა ფეისბუქ ანგარიშებმა (1,2,3) გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების 44-ე პრეზიდენტი ბარაკ ობამა “ბაიდენების კორუფციულ სკანდალს” გამოეხმაურა და განაცხადა, რომ არ შეიძლება იუსტიციის სამინისტროს ისე მოეპყრო, როგორც პირად იურიდიულ ფირმას, არ შეიძლება უგულებელყო ის ნორმები და სამართლებრივი ბარიერები, რომლებიც დაწესებულია იმისთვის, რომ ინსტიტუციების მუშაობაზე პირადი ინტერესების გავლენა გამორიცხოს. პოსტების ნაწილს ობამას  CNN -ის ინტერვიუს ფრაგმენტი ერთვის. აღწერების მიხედვით, ყოფილი პრეზიდენტი “ბაიდენების ოჯახის სკანდალს” სწორედ ამ ნაწილში ეხმაურება.

Screenshot 4 13 ბარაკ ობამას ინტერვიუს ფრაგმენტი არასწორი კონტექსტით ვრცელდება

ბარაკ ობამას ფრაზა კონტექსტის გარეშე, ყალბი აღწერით ვრცელდება. CNN-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ობამას ჰკითხეს, გაუძლებდა თუ არა ამერიკული ინსტიტუციები დონალდ ტრამპის მეორე ვადით არჩევას, რაზეც ობამამ უპასუხა, რომ მომავალი არჩევნების შედეგებით სპეკულირებას არ დაიწყებს, თუმცა, ზოგადად, პრეზიდენტის პოზიცია მას უნდა ეკავოს, ვინც ფიცს სერიოზულად იღებს და სხვადასხვა ინსტიტუტს საკუთარი ინტერესების გასატარებლად არ იყენებს. 

ფეისბუქზე გავრცელებული ვიდეო ბარაკ ობამას 22 ივნისს CNN-ისთვის მიცემული ინტერვიუდანაა. ინტერვიუს ძირითადი ნაწილი დემოკრატიის წინაშე მდგარ საფრთხეებსა და მის მომავალზე საუბარს დაეთმო. ამასთან ერთად, ამერიკის 44-ე პრეზიდენტმა ქვეყნის შიდა და საგარეო გამოწვევებზეც ისაუბრა.  

  • CNN -ის სრულ ინტერვიუში ობამა ” ბაიდენების ოჯახის სკანდალზე” არ საუბრობს

გავრცელებული ნაწყვეტის კონტექსტი განსხვავებულია და ობამა ბაიდენების ოჯახზე არ საუბრობს. ინტერვიუს მეოთხე წუთზე CNN-ის ჟურნალისტმა კრისტინ ამანპურმა ობამას ჰკითხა რა მოხდება, თუ დონალდ ტრამპი მეორე ვადით გახდება პრეზიდენტი. ამანპურის მიხედვით, როგორც ამბობენ, ამერიკული დემოკრატიის ინსტიტუციური უსაფრთხოების მექანიზმები საკმარისად ძლიერი იყო, რომ ერთვადიანი პრეზიდენტობისთვის გაეძლო, მაგრამ საკითხავია, რა მოხდება მაშინ, თუ ამგვარი პიროვნება ისევ გაიმარჯვებს

კითხვის პასუხად ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ ის მომავალი არჩევნების შედეგებით სპეკულირებას არ დაიწყებს, მიუხედავად იმისა, რომ როგორც დემოკრატი შედეგებით ძალიან დაინტერესებულია, თუმცა, ზოგადად შეუძლია თქვას, რომ საჭიროა პრეზიდენტი, რომელიც ფიცს სერიოზულად იღებს, რომელსაც სჯერა არა მხოლოდ ფურცელზე დაწერილი დემოკრატიის, არამედ მისი სულისკვეთების

ობამას მიხედვით, დემოკრატიის ძირითადი სულისკვეთება ისაა, რომ როგორც აშშ-ის პრეზიდენტი, შენ მხოლოდ ხალხის ერთ-ერთი წამომადგენელი ხარ თანასწორი შტოების რიგში, არსებობს კონტროლისა და ბალანსის სისტემა, რომელსაც ექვემდებარები და მისი უგულებელყოფა, საკუთარი წესების მოგონება არ შეგიძლია. არ შეგიძლია იუსტიციის დეპარტამენტი პერსონალურ იურიდიულ ფირმად წარმოიდგინო ან უგულებელყო ნორმები და დაცვის მექანიზმები, რომლებიც შეიქმნა იმის უზრუნველსაყოფად, რომ ამ ინსტიტუციებს არა შენი პირადი ინტერესები, არამედ ამერიკელი ხალხის ინტერესები მართავს.  

შესაბამისად, არც ჟურნალისტის შეკითხვა და არც ობამას პასუხი ჯო ბაიდენს, ან მისი ოჯახის წევრებს არ ეხებოდა. 

ინტერვიუს მანძილზე ბარაკ ობამა ბაიდენს რამდენჯერმე ახსენებს. ობამას აზრით, ბაიდენი რთულ პერიოდში ქვეყანას შესანიშნავად უძღვება, რისი დემონსტრირების საშუალებაც მას წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ექნება მის პრეზიდენტობას ამერიკელი ხალხიც დადებითად შეაფასებს. 

არქივის ლინკები: 1, 2


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: კონტექსტის გარეშე
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist