აუკრძალა თუ არა ავსტრალიის ხელისუფლებამ ხალხს საკუთარი საკვების მოყვანა?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

71
VIEWS

3-7 მაისს ფეისბუკზე 2022 წლის პოსტი აქტიურად გადაზიარდა. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით,  ავსტრალიის ხელისუფლებამ კანონი მიიღო, რომელიც ადამიანებს საკუთარი საკვების მოყვანას უკრძალავს და კანონის დარღვევის შემთხვევაში დიდ ჯარიმებს უწესებს. ფეისბუკ მომხმარებელი წერს, რომ  კანოპროექტი ორი მოსმენით მიიღეს. პოსტს ინფორმაციის წყაროდ ესპანურენოვანი გამოცემა – Tierrapura  აქვს მითითებული. 

Screenshot 3 2 აუკრძალა თუ არა ავსტრალიის ხელისუფლებამ ხალხს საკუთარი საკვების მოყვანა?

მტკიცება, რომ ავსტრალიის ხელისუფლებამ ხალხს საკუთარი საკვების მოყვანა აუკრძალა და დამნაშავეებს დიდი ჯარიმები დაუწესა, დეზინფორმაციაა. ავსტრალიის, ვიქტორიის შტატის ენერგეტიკის, გარემოს დაცვისა და კლიმატის მოქმედების დეპარტამენტმა განმარტა, რომ კანონპროექტის მიზანია ხელი შეუწყოს სურსათის უსაფრთხოების დაცვას, სურსათის უვნებლობას და საექსპორტო ბაზრებზე წვდომას. 

  • კანონში შესული ცვლილება ავსტრალიის, ვიქტორიის შტატის მაცხოვრებლებს საკუთარი საკვების მოყვანას არ უკრძალავს

გავრცელებული მტკიცება ავსტრალიის, ვიქტორიის შტატის სოფლის მეურნეობის კანონში ცვლილების შეტანას ეხებოდა. კანონში ცვლილება ვიქტორიის პარლამენტმა 2022 წლის 15 ივნისს მიიღო.  გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნულ საკითხს სხვადასხვა ინტერპრეტაცია მოჰყვა, ავსტრალიის, ვიქტორიის შტატის ენერგეტიკის, გარემოს დაცვისა და კლიმატის მოქმედების დეპარტამენტმა ამ თემაზე განმარტება გააკეთა, რომელშიც ახსნილია, რომ კანონი ხალხს საკუთარი საკვების მოყვანას არ უკრძალავს.  უწყების ინფორმაციით, კანონში შესული ცვლილების მიზანია ხელი შეუწყოს სურსათის უსაფრთხოების დაცვას, სურსათის უვნებლობას და საექსპორტო ბაზრებზე წვდომას, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ვიქტორიას ეკონომიკისთვის.

მტკიცება იმის შესახებ, რომ ავსტრალიის ხელისუფლებამ ხალხს საკუთარი საკვების მოყვანა აუკრძალა, ფაქტების გადამოწმების სხვადასხვა ორგანიზაციამ უარყო, მათ შორის Reuters-მა, AAP-მა და Snopes-მა. 

როიტერსმა, კომენტარისთვის ვიქტორიის მთავრობას მიმართა. მთავრობის სპიკერმა როიტერს განუცხადა, რომ მტკიცება, თითქოს კანონში შესული ცვლილებით ხალხს საკვების მოყვანა აეკრძალება, სიმართლეს არ შეესაბამება. 

„ამ ცვლილებების ფარგლებში ხელი არავის შეეშლება საკუთარი საკვების მოყვანაში“, – თქვა ვიქტორიის მთავრობის სპიკერმა როიტერსთან.

ფაქტების გადამოწმების პლატფორმა AAP ავსტრალიის სოფლის მეურნეობისა და სამართლის ცენტრის დირექტორს, პოლ მარტინს დაუკავშირდა. მან AAP -ის განუცხადა, რომ, კანონში შესული ცვლილება რეალურად ბიოუსაფრთხოების საკითხების და ინვაზიური სახეობის პრობლემების პრევენციას/მოგვარებას ითვალისწინებს. 

მსგავსი ინტერპრეტაციით ინფორმაცია  2014 წელს მიღებული ახალი ზელანდიის სურსათის კანონპროექტის შესახებაც ვრცელდებოდა, რომელიც AAP-მა გადაამოწმა. 

წყაროს შესახებ

ფეისბუკ-მომხმარებელი Zura Nozadze დეზინფორმაციას ხშირად ავრცელებს, განსაკუთრებით კი ვაქცინაციისა და 5 G-ის თემაზე.  აღსანიშნავია, რომ Zura Nozadze ავსტრალიის კანონპროექტის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისას ესპანურენოვან მედიას –Tierrapura -ს ეყრდნობა. EU Disinfo – ს თანახმად კი ამ გამოცემას ვაქცინებთან და პანდემიასთან დაკავშირებით არაერთი დეზინფორმაცია აქვს გავრცელებული. 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ავსტრალია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist