5G საფრთხე თუ ანტენის დემონტაჟი პერუში?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

127
VIEWS

16 ივნისს ფეისბუქ-მომხმარებელმა ზურა ნოზაძემ გამოაქვეყნა ვიდეო, აღწერით: “პერუში 5G ანტენები ამოღებულია რადგან მოსახლეობამ გააცნობიერა მათი საფრთხე.” ვიდეოში ჩანს, თუ როგორ მიმდინარეობს ანტენის ფორმის კონსტრუქციის მოხსნა. პოსტში წყაროდ მითითებულია ტელეგრამ არხი TruckersForFreedom.

Screenshot 45 1 5G საფრთხე თუ ანტენის დემონტაჟი პერუში?

ვიდეო ყალბი აღწერით ვრცელდება, რეალურად ვიდეო პერუშია გადაღებული, თუმცა ანტენის დემონტაჟი 5G-ს საფრთხეებს არ უკავშირდება და კერძო კომპანიის მიერ მისი უკანონოდ განთავსების გამო მოხდა.

გავრცელებული ვიდეო ავთენტურია, თუმცა მისი აღწერა რეალობას არ შეესაბამება. სინამდვილეში პერუს დედაქალაქ ლიმაში, მირაფლორესის რაიონში მუნიციპალიტეტმა მოხსნა არალეგალურად დამონტაჟებული სატელეფონო ანტენა, რომელიც 30 მეტრის სიმაღლის იყო და ხის შთაბეჭდილებას ქმნიდა. კერძო კომპანიას, რომელმაც ანტენა დადგა, ავტორიზაცია მუნიციპალიტეტისგან არ ჰქონდა მიღებული და მისი ინსტალაციისთვის არც მეზობლების თანხმობა მიუღია.

აღსანიშნავია, რომ ვიდეო 2019 წლის ნოემბრით თარიღდება, ხოლო ამ პერიოდში პერუში არც ერთი 5G ანტენა არ დამონტაჟებულა. 

Screenshot 46 1 5G საფრთხე თუ ანტენის დემონტაჟი პერუში?
წყარო: larepublica.pe

გავრცელებული ინფორმაცია სხვა ფაქტების გადამოწმების ორგანიზაციებმაც, მათ შორის FACTA NEWS და AFP გადაამოწმეს.

5G ტექნოლოგია ხშირად დეზინფორმაციის და კონსპირაციების საგანი ხდება. ამ თემაზე იხილეთ “მითების დეტექტორის” სტატიები:


მოამზადა თინათინ თოფურიძემ
მითების დეტექტორის სტაჟიორი


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist