განცხადა თუ არა ჯანმოს დირექტორმა, რომ ის ვაქცინირებული არ არის?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

147
VIEWS

 

15 ოქტომბერს სოციალურ ქსელ ფეისბუქზე მომხმარებელმა, სახელად Zura Nozadze-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი ტედროს გებრეისუსი კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინირებული არ არის. პოსტის ავტორის მტკიცებით, ჯანმოს დირექტორმა ინტერვიუში განაცხადა, რომ საკუთარ თავს აფრიკის კუთვნილებად მიიჩნევს და რადგანაც აფრიკაში ვაქცინაცია ჯერ დაწყებული არაა, თავადაც პროტესტის ნიშნად აცრისგან თავს იკავებს. აღნიშნული ინტერვიუს ვიდეომასალა ფეისბუქ მომხმარებლის პოსტს არ ერთვის, თუმცა პოსტში მითითებულია წყარო euroweeklynews.com.

ინფორმაცია რამდენიმე თვით ადრე რუსულ ენაზეც ტელეგრამის და ფეისბუქის საშუალებით გავრცელდა, რომელსაც ასევე თან ერთვოდა გებრეისუსის ინტერვიუს ვიდეო.

გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ჯანმოს დირექტორმა ინტერვიუში ვაქცინაციაზე შეკითხვას თავი აარიდა და განაცხადა, რომ პროტესტის ნიშნად მოლოდინშია, რადგან აფრიკის რეგიონის ქვეყნებს ვაქცინა ჯერ არ მიუღიათ, სიმართლეს არ შეესაბამება. ტედროს გებრეისუსი 2021 წლის 12 მაისს აიცრა, რაც ინტერვიუშიც დაადასტურა.

ინტერვიუ, რომელშიც ტედროს გებრეისუსმა თავის ვაქცინაციაზე ისაუბრა, სოციალურ ქსელში ფართოდ გავრცელებულ ვიდეოს უკავშირდება, რომელიც ჯანმოს დირექტორის ინტერვიუს მხოლოდ გარკვეულ, კონტექსტიდან ამოღებულ ნაწილს ასახავს. სინამდვილეში, ვიდეო დამონტაჟებულია და კადრები ამოჭრილია მისი ერთ-ერთი ინტერვიუდან, რომელიც ტელეარხ HBO-ს დოკუმენტური ფილმის ნაწილია. ფილმი, სახელად ,,როგორ გადავრჩეთ პანდემიის დროს”   ეხება ისეთ თემებს, როგორიცაა ჯანდაცვის მენეჯმენტი კორონავირუსის პანდემიის დროს, ჩატარებული კვლევები ვირუსის შესახებ და ვაქცინის დისტრიბუცია მთელ მსოფლიოში. ფილმის ერთ-ერთი მონაკვეთი ტედროსის ინტერვიუს ეთმობა, სადაც ის დასმულ კითხვას, თუ როდის გაიკეთა ვაქცინა პირდაპირ პასუხობს და ასახელებს თარიღს, 2021 წლის 12 მაისს. ამის შემდეგ ჟურნალისტი ეკითხება, თუ რატომ არ გადაწყვიტა ჯანდაცვის სფეროში ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა პირმა მასობრივი ვაქცინაციის დაწყებისთანავე გამოეყენებინა ეს პრივილეგია, რაზეც ჯანმოს დირექტორი პასუხობს, რომ მისი წარმომავლობიდან გამომდინარე სურდა მაშინ აცრილიყო, როცა ვაქცინა აფრიკელი ხალხისთვისაც იქნებოდა ხელმისაწვდომი.

ინტერვიუს ბეჭდური ვერსია  Science Magazine-ში გამოქვეყნდა. გავრცელებულ ვიდეოში ამოჭრილია ის ეპიზოდი, სადაც ტედროს გებრეისუსი ვაქცინაციის თარიღს ასახელებს, შესაბამისად, იქმნება შთაბეჭდილება, რომ კითხვაზე, თუ როდის მიიღო მან ვაქცინის პირველი დოზა მისი პასუხია, რომ ურჩევნია დაიცადოს, რადგან ამით აპროტესტებს იმას, რომ ღარიბი ქვეყნებისათვის ვაქცინა ჯერ კიდევ არ არის ხელმისაწვდომი.

 

დარედაქტირებული ვიდეო ინტერვიუს ორიგინალი ვერსია
მინდა თქვენს ვაქცინაციაზე გკითხოთ, როდის გაიკეთეთ პირველი დოზა? მინდა თქვენს ვაქცინაციაზე გკითხოთ, როდის გაიკეთეთ პირველი დოზა?
ვგრძნობ, რომ ვიცი, სად არის ჩემი ადგილი: ღარიბ ქვეყანაში, რომელსაც ეთიოპია ჰქვია, ღარიბ კონტინენტზე, აფრიკაში. მინდოდა დავლოდებოდი, სანამ აფრიკა და სხვა რეგიონების სხვა ქვეყნები, დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნები ვაქცინაციას დაიწყებდნენ. 12 მაისს
თქვენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი ხართ, 2020 წლის დეკემბერშივე შეგეძლოთ გეთქვათ, რომ მზად იყავით. რას დაელოდეთ?
ვგრძნობ, რომ ვიცი, სად არის ჩემი ადგილი: ღარიბ ქვეყანაში, რომელსაც ეთიოპია ჰქვია, ღარიბ კონტინენტზე, აფრიკაში. იმ პრივილეგიებით, რაც აქ მაქვს, ალბათ მქონდა ამის შანსი, რომ ვაქცინა პირველს მიმეღო. არ მსურს ამის გამოყენება, რადგან მსურს ყოველდღე მახსენდებოდეს, რომ ვაქცინაცია უნდა დაიწყოს აფრიკაში. მინდოდა დავლოდებოდი, სანამ აფრიკა და სხვა რეგიონების სხვა ქვეყნები, დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნები ვაქცინაციას დაიწყებდნენ.


ჯანმოს დირექტორმა სოციალურ ქსელ Twitter-ზე მისი აცრის შესახებ ინფორმაცია ფილმის გამოსვლამდე, 2021 წლის 12 მაისს გამოაქვეყნა. 

euroweeklynews.com, რომელიც Zura Nozadze-ის ფეისბუქ პოსტში წყაროდ არის მითითებული, აღნიშნული პოსტისგან განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ჯანმოს დირექტორის დარედაქტირებული ვიდეო ანტივაქსერულ განწყობებს აღვივებს.

საქართველოში გავრცელებამდე აღნიშნული ვიდეოს ავთენტურობა და გავრცელებული ინფორმაციის სანდოობა სხვა მედიასაშუალებებმა და ფაქტების გადამმოწმებელმა ორგანიზაციებმაც გადაამოწმეს, მათ შორის Reuters, Apnews, Full Fact, და სხვა. 


ანასტასია ცალუღელაშვილი

“ყველაზე მედიაწიგნიერი ახალგაზრდა 2022” კონკურსის გამარჯვებული


“სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზერომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.”  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

ქვეყანა/ორგანიზაცია: WHO
წყარო
ასევე დაგაინტერესებს

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist