გიორგი რაზმაძე წმინდა ქეთევან წამებულის სახელობის ტაძრის წინამძღვარია. 2016 წლის 30 სექტემბერს ის საქართველოში რომის პაპ ფრანცისკეს ვიზიტის წინააღმდეგ გამართულ აქციაში მონაწილეობდა. აქცია ლოზუნგით “პაპი სულიერი აგრესორია” აეროპორტის გზაზე მოეწყო. 2016 წელს გიორგი რაზმაძემ დედათა მონასტრისა და მრევლის წარმომადგენლებთან ერთად ჩაშალა ფესტივალი Tbilisi JAM! 2016. გიორგი რაზმაძე კრემლისტური გამოცემა Geworld.ge -ის ხშირი რესპონდენტი და ანტიდასავლური გზავნილების წყაროა. 2016 წლის 10 აგვისტოს, Geworld.ge -სთან ინტერვიუში მამა გიორგი რაზმაძემ ნარკოტიკების დეკრიმინალიზაცია ნარკომომხმარებელთა რაოდენობის გაზრდას დაუკავშირა და მაგალითად ჰოლანდია მოიყვანა, რაც სტატისტიკური მონაცემებით არ დასტურდება.