სასულიერო პირის დეზინფორმაცია, თითქოს სტოუნოულის ჯანყის დროს პოლიციელები დახოცეს

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

52
VIEWS

25 ივნისს დეკანოზმა გიორგი რაზმაძემ ტელეკომპანია ალტ-ინფოს გადაცემაში “ალტ-ინტერვიუ” ლგბტქ+ თემის წარმომადგენლები სიძულვილის ენის გამოყენებით მოიხსენია და განაცხადა, რომ 1969 წელს სტოუნოულის ბუნტის დროს ნიუ-იორკის ერთ-ერთ გეი ბარში ჰომოსექსუალებმა 12 პოლიციელი დახოცეს. სტოუნოულის ჯანყის შესახებ საუბრის შემდეგ რაზმაძემ ქართველ პოლიციელებს მიმართა და მოუწოდა მათ, თბილისში დაგეგმილი ღირსების მარში არ დაეცვათ, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა, სტოუნოულის ჯანყი განმეორებულიყო, ხოლო პოლიციელების შვილები გაერყვნათ და გაეუპატიურებინათ.

 

გიორგი რაზმაძე, დეკანოზი:  „ეს 1969 წელს მოხდა, ნიუ-ორკის ერთ-ერთ გეი ბარში, სადაც პიდარასტები არიან შეკრებილი, მათ ატეხეს ბუნტი და ეს ფაქტი არის სტოუნუოლის ბუნტის სახელით შესული უახლეს ისტორიაში. 12 პოლიციელი მოკლეს პიდარასტებმა წარმოიდგინეთ, რა გინდათ საქართველოში იგივე განმეორდეს? პოლიციელებს მივმართავ ეხლა – რომ დაგერიონ და ჩაგხოცონ, პროვოკაციაში, რომ ჩაითრიონ ეს ხალხი, რა გინდათ სად დგეხართ, თქვენ რა შვილები არ გყავთ? თქვენ შვილებს, რომ მოადგებიან, კალგოტკებს რომ ჩააცვამენ, გაგიუპატიურებენ თვალწინ, ეს გინდათ თქვე დებილებო, თქვენ?!“

მტკიცება იმის შესახებ, რომ 1969 წელს სტოუნოულის ჯანყის დროს პროტესტის მონაწილეებმა 12 პოლიციელი დახოცეს, მცდარია. რეალურად სტოუნვოლის ექვსდღიანი ბუნტის დროს არავინ დაღუპულა, ჯამში 4 პოლიციელი და ათობით აქტივისტი დაშავდა, პროტესტის 21 მონაწილე კი დააკავეს.  

1969 წლის 28 ივნისის გამთენიისას ნიუ-იორკის ყველაზე ცნობილ გეი ბარში – სტოუნოულში პოლიციასა და ბარში გასართობად მისულ ადამიანებს შორის შეტაკება მოხდა. ნიუ-იორკის პოლიცია შტატში მოქმედი დისკრიმინაციული კანონის გამოყენებით გეი ბარებში ჩხრეკებს თვეში რამდენჯერმე ატარებდა და იმ მამაკაცებს, რომლებიც ქალის სამოსი ეცვათ, საკუთარ სქესთან შეუსაბამო ტანსაცმლის ტარების გამო ადგილზევე აპატიმრებდა. სტოუნოულში მორიგი ჩხრეკის დროს სწორედ მაშინ, როცა ბარში მყოფ ყველა ადამიანს სათითაოდ ჩხრეკდნენ, პროტესტის გამოხატვა დაიწყო. ადგილზე მყოფმა რამდენიმე პირმა პოლიციისთვის საბუთების ჩვენებაზე უარი განაცხადა, რის გამოც ისინი დააპატიმრეს და მათი პოლიციის შენობაში გადაყვანა დაიწყეს. ტერიტორიას შეგნებულად არ ტოვებდნენ  ის ადამიანები, რომლებსაც საბუთების ჩვენებაზე უარი არ უთქვამთ და  წასვლა შეეძლოთ. მალევე, როცა ბარში მყოფების უდიდესი ნაწილი, პოლიციის ჩათვლით, გარეთ აღმოჩნდა, შეტაკება დაიწყო. მონაწილეები პოლიციის მისამართით ქვებს, ბოთლებს, ქილებს და სხვადასხვა ნივთს ისროდნენ. დამხმარე ძალის მოსვლამდე პოლიციელები ბარში გამაგრდნენ, ხოლო პროტესტანტები ბარის გარე ტერიტორიაზე დარჩნენ.

პროტესტი 6 ღამის განმავლობაში გაგრძელდა, ჯამში 4 პოლიციელი და დაუდგენელი რაოდენობის აქტივისტი დაშავდა.  დააკავეს პროტესტის 21 მონაწილე, მათგან 13 – პირველივე დღეს.  სტოუნვოლის ჯანყის გამო დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია არც ერთ ღია წყაროში არ იძებნება, მათ შორის არც ნიუ-იორკის პოლიციის მიერ 2009 წელს გამოქვეყნებულ ჩანაწერებში, სადაც სტოუნვოლის ჯანყთან დაკავშირებული დაკავების ოქმები და სხვა დოკუმენტებია შესული.

  • სტოუნოულის ჯანყის მნიშვნელობა

სტოუნოულის ჯანყი აშშ-ში ლგბტქ+ უფლებებისთვის ბრძოლის გარდამტეხ საფეხურად ითვლება. სწორედ სტოუნოულის მოვლენებიდან 1 წლის თავზე 1970 წლის 28 ივნისს აშშ-ს რამდენიმე ქალაქში, მათ შორის ნიუ-იორკში, სან-ფრანცისკოსა და ლოს-ანჯელესში, ღირსების პირველი მარშები ჩატარდა.

;
ღირსების პირველი მარში ნიუ-იორკში, 1970
ფოტო: Diana Davies/The New York Public Library

სტოუნოულის ჯანყიდან 4 წელიწადში აქტივისტების დიდი ძალისხმევის შედეგად ამერიკის ფსიქიტრთა ასოციაციამ ჰომოსექსუალობის, როგორც ფსიქიკური დაავადების, განმარტება შეცვალა. 2016 წელს ბარაკ ობამამ, ლგბტქ+ თემის უფლებებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი წვლილის გამო, სტოუნოულის ბარი და მისი მიმდებარე ტერიტორია ეროვნული მნიშვნელობის ძეგლად აღიარა.

გიორგი რაზმაძის შესახებ

გიორგი რაზმაძე წმინდა ქეთევან წამებულის სახელობის ტაძრის წინამძღვარია. 2016 წლის 30 სექტემბერს ის საქართველოში რომის პაპ ფრანცისკეს ვიზიტის წინააღმდეგ გამართულ აქციაში მონაწილეობდა. აქცია ლოზუნგით “პაპი სულიერი აგრესორია” აეროპორტის გზაზე მოეწყო. 2016 წელს გიორგი რაზმაძემ დედათა მონასტრისა და მრევლის წარმომადგენლებთან ერთად ჩაშალა ფესტივალი Tbilisi JAM! 2016. გიორგი რაზმაძე კრემლისტური გამოცემა Geworld.ge-ის ხშირი რესპონდენტი და ანტიდასავლური გზავნილების წყაროა.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: ისტორია
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

წყარო

მგ
რაზმაძე გიორგი

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist