მითების დეტექტორის ლაბორატორია

„მითების დეტექტორის ლაბორატორია“ ფაქტების გადამოწმების პორტალის “მითების დეტექტორის” ბაზაზე 2017 წელს მედიის განვითარების ფონდისა (MDF) და დოიჩე ველე აკადემიასთან (DWA) პარტნიორობით დაფუძნდა. MDF უკვე მეშვიდე წელია წარმატებით ახორციელებს პროექტს, რომლის ფარგლებშიც მედიაწიგნიერების კურსი უკვე 282 – მა ახალგაზრდამ გაიარა.

პროექტმა 2023 წლიდან რეგიონული მასშტაბი შეიძინა. ამჟამად პროექტი ქართველებთან ერთად სომეხ, აზერბაიჯანელ და უკრაინელ ახალგარდებს აერთიანებს. 

კურსი აქტიური სწავლების მეთოდით ხორციელდება და მისი მიზანია ახალგაზრდებს კრიტიკული აზროვნების და OSINT-ის მეშვეობით ყალბი ინფორმაციის/ვიზუალის გადამოწმების უნარები განუვითაროს. კურსი თეორიულ ცოდნასთან ერთად „მითების დეტექტორის“ რედაქციაში სტაჟირებასაც ითვალისწინებს. სტაჟირების ფარგლებში 2017-2023 წლებში სტუდენტებმა 548 მასალა მოამზადეს, მათი ნაწილი EUvsDisinfo-ს და პოინტერის ინსტიტუტის და კორონავირუსის ფაქტების ალიანსის პლატფორმებზეც გამოქვეყნდა.

წაიკითხეთ  ვრცლად “მითების დეტექტორის ლაბორატორიის” შესახებ

წელისტუდენტების მიერ მომზადებული მასალების რაოდენობა
202361
202244
202195
2020123
201984
201886
2017107

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist