მითების დეტექტორის ლაბორატორია – XI ჯგუფი

კითხვის დრო: 7 წუთი

კითხვის დრო: 7 წუთი

499
VIEWS

01 phagan abasovi მითების დეტექტორის ლაბორატორია – XI ჯგუფი

 

ფაგან აბასოვი


ფაგან აბასოვი საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამის მეორე კურსის სტუდენტი და თსუ-ის საერთაშორისო ურთიერთოების ბაკალავრია. ფაგანი „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) მარნეულის რაიონული წარმომადგენელია და აქტიურად თანამშრომლობს არასამთავრობო ორგანიზაციებთან. მისი ინტერესის სფეროა საგარეო პოლიტიკა.

მომზადებული მასალები:

ვინ აყალბებს როკფელერის ციტატას სლავებისა და არაბების შესახებ?

02 mikheil araqeliani მითების დეტექტორის ლაბორატორია – XI ჯგუფი

 

მიხეილ არაქელიანი 


 

მიხეილ არაქელიანი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მე-2 კურსის სტუდენტია. მიხეილი აქტიურად მონაწილეობს ახალგაზრდულ პროექტებში, არის ახალგაზრდა ევროპელი ელჩი, Language Speaking Club-ის თანადამფუძნებელი და IBSU IR Club-ის დამფუძნებელი და პრეზიდენტი.

მომზადებული მასალები:

03 neriman ashlarba მითების დეტექტორის ლაბორატორია – XI ჯგუფი

 

ნერიმან აშლარბა


ნერიმან აშლარბა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციოლოგიის მაგისტრანტია. ბაკალავრის ხარისხი შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოიპოვა, ევროპისმცოდნეობის მიმართულებით. ნერიმანი ამჟამად სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში გადის სტაჟირებას. დაინტერესებულია ძველი ცივილიზაციების კულტურებით, ტრადიციებითა და ცხოვრების სტილით.

მომზადებული მასალები:

04 nino beruashvili მითების დეტექტორის ლაბორატორია – XI ჯგუფი

 

ნინო ბერუაშვილი


ნინო ბერუაშვილი თსუ-ის კონფლიქტების ანალიზისა და მართვის პროგრამის მაგისტრანტი და ამავე უნივერსიტეტის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ბაკალავრია, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით. იგი სტაჟირებას გადის პორტუგალიის ატლანტიკური ხელშეკრულების ასოციაციაში. ნინოს ინტერესის სფეროებია – უსაფრთხოება და საერთაშორისო ტერორიზმი.

საკონკურსო ნამუშევარი:

უკრაინის ომი ქართულ პრორუსულ მედია საშუალებებში

მომზადებული მასალები:

ასახავს თუ არა Future Russia-ს 2017 წლის ფოტო 2022 წლის ბულგარეთის მოვლენებს?

ბრაზილიის ჯანმოდან გამოსვლა თუ ბრაზილიის პრეზიდენტის მხარდაჭერა – რას ასახავს ვიდეო?

ეთაყვანება თუ არა ალასკის ხელისუფლება სატანას?

05 maiko bliadze მითების დეტექტორის ლაბორატორია – XI ჯგუფი

 

მაიკო ბლიაძე


მაიკო ბლიაძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ჯიპას კურსდამთავრებულია. ფლობს ბაკალავრის ხარისხს პოლიტიკის მეცნიერებაში და მაგისტრის ხარისხს საერთაშორისო ურთიერთობებში. დაინტერესებულია კონფლიქტებით, პოსტ-საბჭოთა ქვეყნების სოციალურ-პოლიტიკური განვითარებით, უახლესი ისტორიით და მედიაწიგნიერებით.

მომზადებული მასალები:

აპირებს თუ არა ცესკო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით იარაღის შეძენას?

06 ana bregvadze მითების დეტექტორის ლაბორატორია – XI ჯგუფი



ანა ბრეგვაძე


ანა ბრეგვაძე  თსუ-ის მეოთხე კურსის სტუდენტია, საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით. გაცვლითი პროგრამით ერთი სემესტრის განმავლობაში სწავლობდა ვილნიუსის უნივერსიტეტში და სწორედ იქ დაინტერესდა ფაქტების გადამოწმებით. ანა სტაჟირებას გადის საქართველოს სტრატეგიისა და განვითარების ცენტრში (GCSD). მისი ინტერესის სფეროებია – რუსეთის საგარეო პოლიტიკა და პოსტ-საბჭოთა ქვეყნები.

მომზადებული მასალები:

ელის თუ არა ევროპას შიმშილი რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გამო?

რატომ აგრძელებს უკრაინა ომის მიმდინარეობისას რუსული გაზის ტრანზიტს ევროპაში?

ხურავენ თუ არა სასტუმროს შვედეთში უკრაინელი ლტოლვილების საჩივრის გამო?

რა წერია ლენდ-ლიზის აქტში და არის თუ არა კავშირში უკრაინიდან ხორბლის იმპორტთან?

07 luka gventsadze მითების დეტექტორის ლაბორატორია – XI ჯგუფი

 

ლუკა გვენცაძე


ლუკა გვენცაძე შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტია. მისი ინტერესის ძირითადი სფეროებიასაერთაშორისო ურთიერთობების თეორიები, საერთაშორისო ორგანიზაციები, უცხო ენების შესწავლა, მედიაწიგნიერება და საერთაშორისო კონფლიქტები.

საკონკურსო ნამუშევარი:

ხელისუფლების პერსპექტივიდან აღქმული “სხვა დასავლეთი”

მომზადებული მასალები:

კრემლის მედიის დეზინფორმაცია, თითქოს უკრაინამ დონეცკში აკრძალული კასეტური ჭურვი გამოიყენა

08 thornike kakalashvili მითების დეტექტორის ლაბორატორია – XI ჯგუფი

 

თორნიკე კაკალაშვილი


თორნიკე კაკალაშვილი სეუ-ს ბაკალავრია, ჟურნალისტიკის მიმართულებით. იგი ერასმუს+_ის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ევროპისმცოდნეობას სწავლობდა იტალიაში, რომის საპიენცას უნივერსიტეტში. იგი არის უფსალას საგარეო საქმეთა ასოციაციის წევრი და ამავე ორგანიზაციის ჟურნალ “Uttryck Magazine-ის” კონტრიბუტორი. ამჟამად, თორნიკე საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ ჟურნალისტია.

მომზადებული მასალები:

არის თუ არა ვოლოდიმირ ზელენსკი ჯორჯ სოროსის ძმისშვილი?

 

09 nathia labadze მითების დეტექტორის ლაბორატორია – XI ჯგუფი

 

ნათია ლაბაძე


ნათია ლაბაძე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტია. ნათია დაინტერესებულია სამოქალაქო აქტივიზმის საკითხებით და აქვს არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის მრავალმხრივი გამოცდილება.  ნათიას ინტერესის სფეროებია: საერთაშორისო ურთიერთობები, ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ადამიანის უფლებები, ახალგაზრდული პოლიტიკა, მედიაწიგნიერება, გენდერის კვლევები.

მომზადებული მასალები:

რას გამოსახავს„Z” სიმბოლო პოლონეთის პოლიციის მანქანაზე – რეგიონულ დანაყოფს თუ რუსეთის მხარდაჭერას?

10 luka lomsadze მითების დეტექტორის ლაბორატორია – XI ჯგუფი

 

ლუკა ლომსაძე


ლუკა ლომსაძე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების მესამე კურსის სტუდენტია. ლუკას განსაკუთრებულ ინტერესს რბილი ძალა და საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომია წარმოადგენს.

მომზადებული მასალები:

11 salome makhathadze მითების დეტექტორის ლაბორატორია – XI ჯგუფი

 

სალომე მახათაძე


სალომე მახათაძე თსუ-ის სოციოლოგიის ბაკალავრი და ამავე უნივერსიტეტის მაგისტრანტია, მედიის კვლევების მიმართულებით. ამ ეტაპზე სალომე ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარების ქვეშ მყოფ, ცენტრალურ ონლაინ კლინიკაში მუშაობს  და მოქალაქეებს კონსულტაციას უწევს პანდემიასთან დაკავშირებულ საკითხებზე. დაინტერესებულია  სამოქალაქო აქტივიზმით და ცდილობს, მაქსიმალურად ჩართული იყოს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში.

საკონკურსო ნამუშევარი:

ეკლესია, როგორც პოლიტიკური იარაღი

მომზადებული მასალები:

ვინ ესალმება რუს სამხედროებს – უკრაინელები თუ რუსები კურსკის ოლქიდან?

მაროდიორობა თუ დახმარება? – რეალურად რას ასახავს უკრაინელი სამხედროების ფოტო

რეალურად რას გულისხმობს სოციალური კრედიტების სისტემა იტალიაში?

12 giorgi minashvili მითების დეტექტორის ლაბორატორია – XI ჯგუფი

 

გიორგი მინაშვილი


გიორგი მინაშვილი საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრია. ბაკალავრის ხარისხი მიენიჭა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისგან, ხოლო 2-წლიანი მაგისტრატურის პროგრამა სეგედის უნივერსიტეტში(უნგრეთი) გაიარა. გიორგის ინტერესის მთავარ სფეროებია – საერთაშორისო კონფლიქტები და დიპლომატია.

საკონკურსო ნამუშევარი:

ნეიტრალიტეტი (ვერ) გადაარჩენს საქართველოს?

მომზადებული მასალები:

რამდენად არის აშშ ურანის იმპორტის მხრივ რუსეთზე დამოკიდებული?

“წრიულ ღრუბელს” და ვაქცინებს 5G ტექნოლოგიასთან კავშირი არ აქვს

დეზინფორმაცია, თითქოს ვოლოდიმირ ზელენსკის ქალიშვილი მამამისს ნაცისტს უწოდებს

ვინ არის გამოსახული პროგრამულად დამუშავებულ ფოტოზე, რომელსაც იტალიის თავდაცვის მინისტრს მიაწერენ?

რა მიზეზებმა განაპირობა რუბლის გამყარება და გაძლიერდა თუ არა რუსეთის ეკონომიკა?

STOPFAKE: უკრაინული მხარის მიერ ბაირაქტარების გამოყენების შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია ყალბ ფოტოს ემყარება

ახდენს თუ არა “ჭკვიანი მტვერი” გავლენას ადამიანის ფსიქოლოგიაზე?

შენდებოდა თუ არა ნატოს ბაზა სევეროდონეცკში?

იწინასწარმეტყველეს თუ არა სიმპსონებმა ნოტრ-დამის ხანძარი ან სირიის სამოქალაქო ომი?

რეალურად გააორმაგა თუ არა აშშ-მა რუსული ნავთობის შესყიდვები?

13 thornike pakatsoshvili მითების დეტექტორის ლაბორატორია – XI ჯგუფი

 

თორნიკე პაკაცოშვილი


თორნიკე პაკაცოშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტია. იგი მოხალისე იურისტად მუშაობს ორგანიზაცია „ჩემს ადვოკატში“. თორნიკე დაინტერესებულია საარჩევნო სამართლით და აქტიურად მონაწილეობს ცენტრალური საარჩევნო კომისიის პროექტებში.  

მომზადებული მასალები:

14 nino svani მითების დეტექტორის ლაბორატორია – XI ჯგუფი

 

ნინო სვანი


ნინო სვანი თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრია, ევროატლანტიკური მიმართულებით. ნინო არის მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამის (FLEX) კურსდამთავრებული და DAAD-ის სტიპენდიანტი, რომლის ფარგლებშიც ქ. დუსელდორფში გერმანული ენის სასწავლო კურსი გაიარა. ასევე იყო სტაჟიორი აშშ-ის საელჩოში თბილისში. ამჟამად განსაკუთრებით დაინტერესებულია უსაფრთხოების კვლევებით.

საკონკურსო ნამუშევარი:

ყველა მეზობელი მტერია

მომზადებული მასალები:

ეწვია თუ არა ბორის ჯონსონი ინდოეთს და რა მნიშვნელობას ატარებს ინდური ტრადიციული ქუდი?

ზელენსკი თუ პუტინი – როდის და ვისი კარიკატურა გამოჩნდა ოდესაში?

პროტესტი ხელფასის გაზრდის მოთხოვნით თუ დაკავების სპეცოპერაციის გამო – რას ასახავს ვიდეო?

15 giorgi phachuashvili მითების დეტექტორის ლაბორატორია – XI ჯგუფი

 

გიორგი ფაჩუაშვილი


გიორგი ფაჩუაშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მესამე კურსის სტუდენტია. მეგობრებთან ერთად შექმნა არასამთავრობო ორგანიზაცია „კითხვის ნიშანი“ პოლიტიკის მიმართ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით. დაკავებულია სამოქალაქო აქტივიზმით. ინტერესის მთავარი სფეროები მოიცავს საერთაშორისო უსაფრთხოებას, რუსეთის საგარეო პოლიტიკას და პოლიტიკურ ეკონომიკას.

საკონკურსო ნამუშევარი:

თავისუფლება VS მშვიდობა

მომზადებული მასალები:

დეზინფორმაცია, თითქოს უკრაინის ჰუმანიტარული დახმარების სატვირთოებს ცლიან და იარაღით ავსებენ

შეეძლებათ თუ არა კანადის „უშიშროების ძალებს“ მოქალაქის სახლის ნებართვის გარეშე დაკავება?

16 davith shavdathuashvili მითების დეტექტორის ლაბორატორია – XI ჯგუფი

 

დავით შავდათუაშვილი


დავით შავდათუაშვილი თბილისის სახლემწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერებისა და სოციოლოგიის მიმართულების მეორე კურსის სტუდენტია. მისი ინტერესის სფეროებია – სამოქალაქო საზოგადოება, საჯარო მართვა და კულტურა. აკადემიური საქმიანობის გარდა, დავითი მუსიკოსი და თბილისის მუსიკალური კონფერენციის ორგანიზატორია.

საკონკურსო ნამუშევარი:

რეალურად რას ასახავს ფოტო, რომელსაც სპორტსმენების ვაქცინაციას უკავშირებენ?

17 anano shoshiashvili მითების დეტექტორის ლაბორატორია – XI ჯგუფი

 

ანანო შოშიაშვილი


ანანო შოშიაშვილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოყენებითი ბიომეცნიერებებისა და ბიოტექნოლგიის სტუდენტია. ანანო გატაცებულია ფოტოგრაფიითა და ვიდეომონტაჟით.

საკონკურსო ნამუშევარი:

ბიოლაბორატორიები – რუსეთის ინფორმაციული ომის სამიზნე

მომზადებული მასალები:

როგორ გააყალბა “Известия“-მ FOX NEWS-ზე დაყრდნობით ზელენსკის სიტყვები “აზოვის” ბატალიონზე

სოციალურ ქსელში 300-თა კომიტეტის ტექსტის ფრაგმენტს კლაუს შვაბს მიაწერენ

18 gegi charkviani მითების დეტექტორის ლაბორატორია – XI ჯგუფი

 

გეგი ჩარკვიანი


გეგი ჩარკვიანი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სტუდენტია. მისი კვლევის ძირითადი ინტერესის სფეროებია – საერთაშორისო უსაფრთხოება, საინფორმაციო ომი და რუსეთის საგარეო პოლიტიკა. 

მომზადებული მასალები:

როგორ აყალბებს კრემლის მედია საავადმყოფოში ზელენსკის თამხლები ქალბატონის ვინაობას?

ჯო ბაიდენის ვიდეო სერბების შესახებ არასწორი თარგმანით ვრცელდება

ასახავს თუ არა ვიდეო უკრაინელებისადმი ლატვიელების დამოკიდებულებას?

19 leila chkhetiani მითების დეტექტორის ლაბორატორია – XI ჯგუფი

 

ლეილა ჩხეტიანი


ლეილა ჩხეტიანი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-3 კურსის სტუდენტია, საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით. Erasmus+ის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ერთი აკადემიური სემესტრით სწავლობდა გერმანიის ვიადრინას ევროპულ უნივერსიტეტში. ლეილას ინტერესის სფეროებია – საერთაშორისო პოლიტიკა, ეკონომიკა და მედიის კვლევები.

საკონკურსო ნამუშევარი:

ომი უკრაინაში: ანტისემიტიზმის ახალი ტალღა?

მომზადებული მასალები: 

“ობიექტივი” ნეიტრალიტეტის თემაზე ქუჩის გამოკითხვით მანიპულირებს

ვინ ავრცელებს დეზინფორმაციას ევროპელი პოლიტიკოსების წინაპრების შესახებ?

ითხოვს თუ არა შოლცი რუსეთის აგრესიის ფონზე ნაციზმის დანაშაულების დავიწყებას?

მომზადებული მულტიმედია:

ვინ ავრცელებს დეზინფორმაციას ევროპელი პოლიტიკოსების წინაპრების შესახებ?

20 thatha tsintsadze მითების დეტექტორის ლაბორატორია – XI ჯგუფი

 

თათა ცინცაძე


თათა ცინცაძე თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის მე-4 კურსის სტუდენტია. ამჟამად საქართველოში აშშ-ის საელჩოს სტაჟიორი და საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციაში პროექტის ასისტენტია. სხვადასხვა დროს მუშაობდა საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტში (IRI), მომავალ დიპლომატთა კლუბსა და Forbes Georgia-ში. თათას ინტერესის სფეროებია – პოლიტიკა, საერთაშორისო ურთიერთობები, კონფლიქტები, ტერორიზმი და უსაფრთხოება.

საკონკურსო ნამუშევარი:

პროპაგანდა მულტფილმებში

მომზადებული მასალები:

სოციალურ ქსელში 2015 წლის ვიდეოს რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს უკავშირებენ

დაიბეჭდა თუ არა TIME-ის გარეკანზე ვოლოდიმირ ზელენსკის სახელი და გვარი აკრძალული სიმბოლოების V-სა და Z-ს გარეშე?

აგზავნის თუ არა სსსტც „დელტა“ უკრაინაში 4 ერთეულ „დიდგორს“?

მოუწოდებს თუ არა ჰილარი კლინტონი აშშ-ს საკუთარი ბირთვული არსენალის ნაწილის უკრაინისთვის გადაცემისკენ?

სოციალურ ქსელში ბილ გეიტსის ინტერვიუს ფრაგმენტი არასწორი კონტექსტით ვრცელდება

21 nutsa dzandzava მითების დეტექტორის ლაბორატორია – XI ჯგუფი

 

ნუცა ძანძავა


ნუცა ძანძავა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მესამე კურსის სტუდენტია. ნუცას ინტერესის სფეროებია – ჩინეთის საგარეო პოლიტიკა და სამხრეთ კავკასიის რეგიონული კონფლიქტები.

საკონკურსო ნამუშევარი:

უკრაინის ომი ქართული და რუსული ეკლესიების გზავნილებში

მომზადებული მასალები:

რატომ დააკავეს საზღვარზე უკრაინის მოქალაქეები?

საფრანგეთის მოსახლეობის პრორუსული განწყობების შესახებ მანიპულაცია ვრცელდება

ვინ ამტკიცებს, რომ დასავლეთი უკრაინას მხოლოდ მოძველებული იარაღით ეხმარება?

ვაქცინაციის შედეგად დაღუპული ბავშვების მშობლების თუ ანტივაქსერების მსვლელობა?

ვინ და როდის შექმნა “ახალი მსოფლიო წესრიგის” მონეტა?

22 beqa tchqhonia მითების დეტექტორის ლაბორატორია – XI ჯგუფი

 

ბექა ჭყონია


ბექა ჭყონია თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მე-4 კურსის სტუდენტია. ის ფლობს ინგლისურ და გერმანულ ენებს. ბექა დაინტერესებულია საერთაშორისო პოლიტიკით, კონფლიქტოლოგიით, ადამიანის უფლებებით და ეკონომიკით.

მომზადებული მასალები:

ბიბლიის მორწმუნე ქრისტიანები ვაქცინაციის შედეგად შემცირებული იმუნიტეტის შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებს

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist