მითების დეტექტორის ლაბორატორია

„მითების დეტექტორის ლაბორატორია“ ფაქტების გადამოწმების პორტალის “მითების დეტექტორის” ბაზაზე 2017 წელს მედიის განვითარების ფონდისა (MDF) და დოიჩე ველე აკადემიასთან (DWA) პარტნიორობით დაფუძნდა. MDF უკვე მეშვიდე წელია წარმატებით ახორციელებს პროექტს, რომლის ფარგლებშიც მედიაწიგნიერების კურსი უკვე 200-ზე მეტმა ახალგაზრდამ გაიარა.

 

პროექტმა 2023 წლიდან რეგიონული მასშტაბი შეიძინა. ამჟამად პროექტი ქართველებთან ერთად სომეხ, აზერბაიჯანელ და უკრაინელ ახალგარდებს აერთიანებს. 

 

კურსი აქტიური სწავლების მეთოდით ხორციელდება და მისი მიზანია ახალგაზრდებს კრიტიკული აზროვნების და OSINT-ის მეშვეობით ყალბი ინფორმაციის/ვიზუალის გადამოწმების უნარები განუვითაროს. კურსი თეორიულ ცოდნასთან ერთად „მითების დეტექტორის“ რედაქციაში სტაჟირებასაც ითვალისწინებს. სტაჟირების ფარგლებში 2017-2022 წლებში სტუდენტებმა 500-ზე მეტი მასალა მოამზადეს, მათი ნაწილი EUvsDisinfo-ს და პოინტერის ინსტიტუტის და კორონავირუსის ფაქტების ალიანსის პლატფორმებზეც გამოქვეყნდა.

წელი

სტუდენტების მიერ მომზადებული მასალების რაოდენობა

2017

107

2018

86

2019

84

2020

123

2021

95

2022

44

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist