მითების დეტექტორის ლაბორატორია – VII ჯგუფი

კითხვის დრო: 8 წუთი

კითხვის დრო: 8 წუთი

304
VIEWS

1ნესტან ანანიძე

ნესტან ანანიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტია. ამჟამად ნესტანი „სოლიდარული პლატფორმის“ წევრია, რომელსაც ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ახორციელებს. ამასთან ერთად, არის არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო დარბაზისა“ წევრი და მისი სამოქალაქო აქტივიზმი საქართველოს რეგიონების განვითარებისკენაა მიმართულია. ნესტანი თავისი საქმიანობის გაგრძელებას აჭარის რეგიონში გეგმავს.

მომზადებული მასალები:

ართებულია თუ არა მტკიცება, რომ სანაინი და ახპატი ქართული ძეგლებია?

ასაჩივრებს თუ არა EMC მარნეულში კორონავირუსის გამო ქუჩების კურთხევას?

შექმნეს თუ არა რუსებმა COVID 19-ის წინააღმდეგ სამკურნალო პრეპარატები?

იძალადეს თუ არა ავტობუსის მძღოლზე იტალიიდან სპეცრეისით ჩამოსულმა მგზავრებმა?

მომზადებული ვიდეო:

თამთა მიქელაძე EMC-ის წინააღმდეგ გავრცელებულ დეზინფორმაციაზე საუბრობს

არჩილი მარშანიას კომენტარი სპუტნიკის დეზნიფორმაციაზე

"ლიკა ბუჩუნტელი

ლიკა ბუჩუნტელი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია და  სოციალურ მეცნიერებათა ბაკალავრის ხარისხს ფლობს, საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით. ლიკა საერთაშორისო უსაფრთხოების თემითაა დაინტერესებული და იკვლევს გლობალური უსაფრთხოების პოლიტიკურ, ეკონომიკურ და საინფორმაციო ასპექტებს, თანამედროვე შეიარაღებული კონფლიქტების სპეციფიკას და მათ გავლენას საერთაშორისო უსაფრთხოებაზე. ამასთან ერთად, ლიკა აქტიურად მონაწილეობს არაფორმალურ განათლებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა პროექტებში.

მომზადებული მასალები:

აფერხებს თუ არა ჩეჩმა ევროკავშირის ბაზარზე ქართული თაფლის გასვლას?

აპირებს თუ არა ბილ გეიტსი COVID-19-თან მიკროჩიპებით ბრძოლას?

რა არის ჰანტავირუსი და უნდა გვეშინოდეს თუ არა მისი?

ვისი ხელწერაა News Front-ისა და Geworld-ის დეზინფორმაცია ლუგარის ლაბორატორიაზე?  

იცავენ თუ არა ლომები და ვეფხვები რუსეთს კორონავირუსისგან?

მომზადებული ქვიზი:

რა ვიცით საბჭოთა ცენზურაზე პრესაში?

"ნიკოლოზ გვარიძიშვილი

ნიკოლოზ გვარიძიშვილი პატარძეულის საჯარო სკოლის მე-12 კლასის სკოლის მოსწავლეა. 2018-19 აკადემიური წელი FLEX-ის გაცვლითი პროგრამით ამერიკის შეერთებულ შტატებში გაატარა. ნიკოლოზს სურს თავისი მომავალი პროფესია ჟურნალისტიკასა და მედიის განვითარებას დაუკავშიროს.

მომზადებული მასალები:

როდის არის გადაღებული ფოტო, რომელიც ამტკიცებს, რომ გერმანიაში თვითიზოლაციის წესს არღვევენ?

არის თუ არა პუტინზე სპუტნიკ ტვ-ის დაფინანსებული აშოკ გუპტას წიგნი ამაზონზე ბესტსელერი?

მარიამნათია გიგატაძე

ნათია გიგატაძე “University of Westminster”-ის პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულია. უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად, აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ პოლიტიკურ კონფერენციებსა და მოდელირებებში; ასევე ჩართული იყო მოხალისეობრივ საქმიანობაში, ადგილობრივ არასამთავრობო და საქველმოქმედო ორგანიზაციებთან ერთად. ამჟამად ნათია თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტის მთავარ სპეციალისტია.

მომზადებული მასალები:

კურნავს თუ არა ნიანგის სისხლი COVID-19-ს და რა არის ჰომეოპათია?

tvalsazrisi.ge-ის ვიდეომანიპულაცია: რა არის ასახული ვიდეოზე, რომელიც ამტკიცებს თუ როგორ გაჩნდა Covid-19?

მომზადებული ვიდეო:

არჩილ მარშანია: დედამიწა მრგვალია და ჰომეოპათია არ მუშაობს

nhეთო გლურჯიძე

ეთო გლურჯიძე შავი ზღვის საერთაშორისო უნიევრსიტეტის მეოთხე კურსის სტუდენტია, საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით. 2019 წელს გაცვლითი პროგრამით სწავლობდა ბეიჯინგში, ჩრდილო ჩინეთის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის საერთაშორისო ეკონომიკისა და ვაჭრობის მიმართულებით, 2017 წლიდან კი არის ახალგაზრდა ევროპელი ელჩი, “EU neighbour east”-ის პროექტის ფარგლებში, რომლის ძირითადი მიზანია,  ახალგაზრდებს გააცნოს ევროკავშრის ღირებულებები და შესაძლებლობები.

მომზადებული მასალები:

დაგვიცავს თუ არა ნიკოტინი კორონავირუსისგან?

გამოიგონეს თუ არა ამერიკელმა მეცნიერებმა Covid-19-ის ვაქცინა?

ანანინო გოგმაჩაძე

ნინო გოგმაჩაძე თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მე-2 კურსის სტუდენტია. სწავლობს ანიმაციას და დაინტერესებულია ციფრული მედიით. ნინოს ასევე აინტერესებს მედიაწიგნიერების სფეროს შესწავლა და სურს ასწავლოს სხვასაც, როგორ იყოს დაცული ინტერნეტში დეზინფორმაციისგან.

მომზადებული მასალები:

Geworld H1N1-ის სტატისტიკას აყალბებს და ჩინეთს COVID-19-თან ბრძოლაში სამაგალითოდ სახავს

საშიშია თუ არა ვიდეო „მარტინელლი“ და რა უნდა ვქნათ, თუ WhatsApp-ში გამოგვიგზავნიან?

1qქეთევან დვალი

ქეთევან დვალი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტია, საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით. მისი ინტერესის სფეროები საერთაშორისო პოლიტიკა და დიპლომატიაა, აქტიურადაა ჩართული სხვადასხვა სახის პროექტებში, საზაფხულო სკოლებსა და ვორქშოფებში. ამას გარდა, დაინტერესებულია გერმანული ენის შესწავლითა და მხატვრული ლიტერატურით.

მომზადებული მასალები:

რა თქვა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა 5G-ისა და Huawei-ს შესახებ?

დმანია ზალალიანი

მანია ზალალიანი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია. დაინტერესებულია სამოქალაქო ჟურნალისტიკით და დოკუმენტური კინოგადაღებით. ამჟამად მუშაობს დოკუმენტური ფილმის გადაღებაზე ნინოწმინდაში არსებულ სპეციპიკურ საკითხებზე, ამასთან არის რეგიონალური სამეწარმეო ტრენერი.

მომზადებული მასალები:

გაოცებულია თუ არა ტრამპი კორონავირუსთან ბრძოლაში საქართველოს შედეგებით?

დთამთა თავართქილაძე

თამთა თავართქილაძე სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმია-ბიოქიმიის ფაკულტეტის პირველ კურსის სტუდენტია. აკადემიური საქმიანობის გარდა აქტიურადაა ჩართული სამოქალაქო ცხოვრებაში. თამთა მონაწილეობას იღებდა არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“  პროექტში “თავისუფლების სკოლა”. თვლის, რომ ინფორმაციის მიწოდების სწორი და ეფექტური გზების ცოდნა ნებისმიერ სფეროში მომუშავე ადამიანისთვის მნიშვნელოვანია.

მომზადებული მასალები:

აღიარებს თუ არა აშშ რუსული S-400 სისტემის უპირატესობას?

სპუტნიკის და Geworld-ის 4 მითი აღმოსავლეთ პარტნიორობის შესახებ

რომელ რუსულ წყაროებს ეყრდნობა Progressnews და Hotnews-ის კონსპირაციები COVID-19-ზე?

როგორ შეჰყავთ ქლიქბაიტ ვებ-გვერდებს მკითხველები შეცდომაში?

მომზადებული ინფოგრაფიკა: 

4 ტყუილი ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობაზე

ედეა მარგველაშვილი 

დეა მარგველაშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტია, ფილოსოფიის მიმართულებით. დეა დაინტერესებულია სოციალურ-პოლიტიკური საკითხებით და მონაწილეობს არაფორმალურ განათლებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებში. ფილოსოფიასთან ერთად, დაინტერესებულია კულტურათა კვლევებით, კინემატოგრაფიითა და მხატვრული ლიტერატურით.

მომზადებული მასალები:

სპუტნიკის მანიპულაცია, თითქოს ბაიდენი ტრამპს სამხედრო გადატრიალებით ემუქრება

გადადის თუ არა კორონავირუსი ნაღდი ფულით?

21ნათია მახარაძე

ნათია მახარაძე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი მეცნიერებების დიდაქტიკის მაგისტრია. ამჟამად ჩართულია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროექტ „ახალი სკოლის მოდელში“, მუშაობს პედაგოგებთან სკოლის ახალი კურიკულუმის შექმნასა და დანერგვაზე. სამი წლის განმავლობაში იყო ისტორიის მასწავლებელი კერძო სკოლა „IB-მთიებში“. დაინტერესებულია, როგორც ფორმალური, ასევე არაფორმალური განათლებით.

მომზადებული მასალები:

ვრცელებენ თუ არა კატები კორონავირუსს?

გამოიგონეს თუ არა აშშ-ში კორონავირუსის წამალი?

მომზადებული ვიდეო:

მარიამ ჩხიკვიშვილი – შინაური ცხოველებით კორონავირუსი არ ვრცელდება

12ნესტან რატიანი

ნესტან რატიანი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის მიმართულების პირველი კურსის სტუდენტია. დაინტერესებულია ამერიკის ისტორიით და არის ილიაუნის ფედერალისტთა კლუბის წევრია. ნესტანი მონაწილეობას იღებს არაფორმალური განათლების ისეთ აქტივობებში, როგორებიცაა დებატები, იმიტირებული სასამართლოები და “რა, სად, როდის?”.

მომზადებული მასალები:

მოხდა თუ არა ფიზიკური დაპირისპირება მელბურნის სადგურზე რასისტულ ნიადაგზე?

სასულიერო პირები შეთქმულებების სადარაჯოზე

დეზინფორმაციის “რუსული კლასტერი” და “შიდა გავრცელება” საქართველოში

აკრძალეს თუ არა კორონავირუსის გამო ბელგიაში ჯგუფური სექსი?

მომზადებული Storymap:

დეზინფორმაციის “რუსული კლასტერი” და “შიდა გავრცელება” საქართველოში

მომზადებული ინფოგრაფიკა:

სასულიერო პირები შეთქმულებების სადარაჯოზე

"ელლადა რიზაევა

ელლადა რიზაევა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის კურსდამთავრებულია, საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით. ამჟამად არის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინტერვიუერი ქვემო ქართლში, შინამეურნეობისა და ქალების, კაცებისა და ბავშვების ჯანმრთელობის საკითხებზე. დაინტერესებულია არაფორმალური განათლებით და სხვადასხვა დროს თანამშრობლობდა ქალთა უფლებების დაცვის ორგანიზაცია “საფართან”.

მომზადებული მასალები:

რომელი ქართული მედიები ავრცელებენ პუშკოვის დეზინფორმაციას?

"ნიკა რომანაძე

ნიკა რომანაძე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტია, პოლიტიკის მეცნიერებების მიმართულებით. ნიკა სწავლობდა “კონრად ადენაუერის ფონდის” პოლიტიკურ აკადემიაში, ასევე ჩართული იყო “EECMD-აღმოსავლეთ ევროპის მულტიპარტიული დემოკრატების” დემოკრატიის სკოლისა და “Drive democracy” პროექტებში. მომზადებული აქვს პროექტი: “Media detector”, რომელიც ყალბ ამბებთან ბრძოლას ეძღვნებოდა.

მომზადებული მასალები:

ბრიტანეთი 2007 წელს თუ აშშ 2020 წელს?

რისთვის და როდის ილოცა ამერიკელმა კონგრესმენმა?

მომზადებული ქვიზი:

როგორ აღნიშნავდნენ აღდგომას საბჭოთა კავშირში?

"თეონა სეხნიაშვილი

თეონა სეხნიაშვილი ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია და ფლობს მაგისტრის ხარისხი პოლიტიკის მეცნიერებებში. ამასთან, თეონა არის თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სოციალური მეცნიერებების ბაკალავრი. სტაჟირება აქვს გავლილი “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოში”, “ლევან მიქელაძის ფონდსა” და “ფრიდრიხ-ებერტის ფონდში”. ამჟამად თეონა არასამთავრობო ორგანიზაცია “ადამიანის უფლებათა ცენტრის” საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერია.

მომზადებული მასალები:

როგორ შეცვალეს პანდემიის დროს ზიარების და ლოცვის წესი სხვადასხვა კონფესიებმა?

დაიწვა თუ არა ნიუ-იორკში ყველაზე დიდი საავადმყოფო და აქვს თუ არა მომხდარს კავშირი COVID-19-თან?

მომზადებული მულტიმედია:

ტარიელ ნაკაიძე – დარჩით სახლში, ღმერთი თქვენს ლოცვას სახლიდაცან კარგად გაიგებს

რუსუდან გოცირიძე – სახელმწიფო და ეკლესია საკუთარ ძალაუფლებაზე ზრუნავენ, მათ ხალხი არ ანაღვლებთ

"ხატია სტურუა

ხატია სტურუა საზოგაოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) სამაგისტრო პროგრამის დამამთავრებელი კურსის სტუდენტია, საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით. ფლობს ბაკალავრის ხარისხს სოციალურ მეცნიერებებში. ხატიას სტაჟირება აქვს გავლილი საგარეო საქმეთა სამინისტროში, ასევე იყო სასაზღვრო პოლიციის კვლევისა და ანალიზის დეპარტამენტის ანალიტიკოსი შინაგან საქმეთა სამინისტროში. საერთაშორისო ურთიერთობების სფეროსთან ერთად დაინტერესებულია ჟურნალისტიკით.

მომზადებული მასალები:

ნაყიდი “ჰუმანიტარული დახმარება” – რა ჩავიდა რუსეთიდან ამერიკაში და რა დარჩა რუსეთში?

"მედეა სულამანიძე

მედეა სულამანიძე თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის მართვისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების სკოლის სტუდენტია. მუშაობს არასამთავრობო ორგანიზაციისთვის „EIP – Education is Power” არაფერომალური განათლების პროექტების ორგანიზებაზე. დაინტერესებულია ჟურნალისტიკით, ანთროპოლოგიით და სოციალური ფსიქოლოგიით. საბაკალავრო კურსის ფარგლებში მუშაობს საბჭოთა ისტორიის კულტურული და პოლიტიკური ასპექტების კვლევაზე.

მომზადებული მასალები:

რეაგირებდნენ თუ არა არასამთავრობოები ადამიანის უფლებების დარღვევებზე 2012 წლამდე?

აღნიშნავდნენ თუ არა სსრკ-ში ნაციზმზე გამარჯვების დღეს 8 მაისს?

ყველაფერი, რაც TikTok-ის შესახებ უნდა იცოდეთ

„ბე-ცე-ჟე“ თუ დანიური შტამი? – რუსული “ჩრდილები” უკრაინის ჯანდაცვის სისტემაში

ყალბი BBC, CNN, ABC-ის დეზინფორმაცია, თითქოს ჰარვარდის პროფესორი COVID-19-ის შექმნის გამო დააკავეს

რომელ რუსულ წყაროებს ეყრდნობა “ობიექტივი” კორონავირუსის ხელოვნურად შექმნაში ამერიკის დასადანაშაულებლად?

მომზადებული ინფოგრაფიკა:

#VaccinateUS – რუსული ტროლების დეზინფორმაციული მესიჯბოქსი

"გოგა ქათალანძე

გოგა ქათალანძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტია, პოლიტიკის მეცნიერებების მიმართულებით. გოგა აქტიურადაა ჩართული სამოქალაქო აქტივობებში, არის არასამთავრობო ორგანიზაცია „გლობალური განათლების საბჭოს“ თანადამფუძნებელი, “მშვიდობისა და ინტეგრაციის საერთაშორისო ცენტრისა” და “დემოკრატიული ცვლილებების ინსტიტუტის” წევრი და პროექტების ხელმძღვანელი. სხვადასხვა დროს, გაცვლითი პროგრამებით სწავლობდა ამერიკის შეერთებულ შტატებში (UGRAD) და ირლანდიის რესპუბლიკაში (Erasmus + ICM).

მომზადებული მასალები:

შარპევილის ხოცვა-ჟლეტიდან სსრკ-ს დანაშაულებამდე

უჩივის თუ არა აშშ ჩინეთს ბიოლოგიური იარაღის შექმნის გამო?

კრემლის გზავნილის 4 გამხმოვანებელი ამტკიცებს, რომ იტალია ევროკავშირმა რუსეთის და ჩინეთის იმედად მიატოვა

უშლის თუ არა ხელს აშშ-ის სანქციები ირანში ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნას?

მომზადებული ინფოგრაფიკა:

ირანის უარი ამერიკის დახმარებას

მომზადებული ქვიზი:

რა იცით 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიაზე?

მომზადებული Storymap:

საბჭოთა კავშირის დანაშაულებები

qნიკა შეყელაძე

ნიკა შეყელაძეს დამთავრებული აქვს საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამა სეგედის უნივერსიტეტში, უნგრეთში და საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ერასმუსის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ერთი აკადემიური წლით სწავლობდა საერთაშორისო და ევროპულ ურთიერთობებს ლინშოპინგის უნივერსიტეტში, შვედეთში. ამჟამად ნიკა ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრ LEAF-ის საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერია. გავლილი აქვს სტაჟირება საქართველოში აშშ-ის საელჩოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ დეპარტამენტში. მისი ინტერესის სფერო მოიცავს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასა და დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობას.

მომზადებული მასალები:

იყიდება თუ არა საქართველოში “ჩემი ბრძოლა”, რომლის ანოტაციაც ჰიტლერს განადიდებს?

იწყებს თუ არა ფეისბუქი “რუსებზე ნადირობას” ?

არის თუ არა COVID-19-ით დაინფიცირების რისკები კავშირში ეთნიკურ ან რასობრივ ფაქტორთან?

რა ელის ჩინეთის ეკონომიკას და რას აპროგნოზირებს კრემლის მედია?

ბიოლოგი თუ ესპანელი პარლამენტარი? ვინ არის გამოსახული ფოტოზე, რომელმაც მსოფლიო მოიარა

მომზადებული მულტიმედია:

იოსებ ბერიკაშვილი: ჩინეთი კოვიდ-19 – ით ვერ ისარგებლებს, პირიქით იზარალებს

მომზადებული ინფოგრაფიკა:

რა ფაქტორები განაპირობებს  COVID-19-ით დაინფიცირების მაღალ რისკებს ეთნიკურ და რასობრივ ჯგუფებში

qანა ჩიქოვანი

ანა ჩიქოვანი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მეორე კურსის სტუდენტია. ამჟამად ჩართულია GDI-ისა და კონსტიტუციური კვლევების ცენტრის ერთობლივ პროექტში, რაც ითვალისწინებს საქალაქო სასამართლოს მონიტორინგს. დაინტრესებულია სამოქალაქო აქტივიზმით.

მომზადებული მასალები:

შეიცავს თუ არა ქართული სისხლი COVID-19-თან ბრძოლისთვის განსაკუთრებულ ნაწილაკებს?

საპატრიარქოს Error-ი: დაჰაკეს თუ არა საპატრიარქოს საიტი?

qთამარ ჩხიკვაძე

თამარ ჩხიკვაძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიკის პროგრამის სტუდენტია და ფლობს ფილოლოგიის, ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის ბაკალავრის ხარისხი. თამარი ამჟამად „ნიუტონის თავისუფალ სკოლაში“ მუშაობს. მონაწილეობა მიუღია არაფორმალური განათლების არაერთ პროექტში და გავლილი აქვს სტაჟირება ჟურნალისტიკის, განათლებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროებში. აქტიურად არის ჩართული საზოგადოებრივ და სამოქალაქო აქტივობებში და დაინტერესებულია ისეთი თემებით, როგორებიცაა: ეკოლოგია, განათლების სფერო და სახელმწიფო უსაფრთხოება.

მომზადებული მასალები:

ვინ ავრცელებს შეთქმულებებს ადამიანების დაჩიპვის შესახებ?

არის თუ არა ღეროვანი უჯრედებით Covid-19-ის მკურნალობა “დაგეგმილი” და კლინიკურად გამოცდილი?

არის თუ არა 5G საფრთხე და უკავშირდება თუ არა ეს ტექნოლოგია COVID-19-ს?

არიან თუ არა ქართველი ექიმები სურათზე, რომელიც COVID-19-თან დაკავშირებით ვრცელდება?

არის თუ არა სისხლის II ჯგუფი ან დადებითი რეზუსი უფრო დაუცველი კორონავირუსის მიმართ?

მომზადებული ვიდეო:

არჩილ მარშანიას კომენტარი სისხლის ჯგუფებზე

qთამარ ხმიადაშვილი

თამარ ხმიადაშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მე-3 კურსის სტუდენტია, ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულებით. აქტიურად არის ჩართული სტუდენტურ ცხოვრებაში და ხშირად იღებს მონაწილეობას სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციებში. ბეჭდური მედიის სასწავლო კურსის ფარგლებში, თამარი იყო სტუდენტური სასწავლო გაზეთის ნომრის რედაქტორი.

მომზადებული მასალები:

გამოიგონეს თუ არა ქართველმა ექიმებმა კორონავირუსის წამალი?

როგორ შეჰყავთ ქლიქბაიტ ვებ-გვერდებს მკითხველები შეცდომაში?

წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist