მითების დეტექტორის ლაბორატორია – X ჯგუფი

კითხვის დრო: 6 წუთი

კითხვის დრო: 6 წუთი

394
VIEWS
mariam alodashvili მითების დეტექტორის ლაბორატორია - X ჯგუფიმარიამ ალადოშვილი
მარიამ ალადოშვილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მესამე კურსის სტუდენტია. მარიამი გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სწავლობდა ჩეხეთში, ჩარლზის უნივერსიტეტში, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე. მისი ძირითადი ინტერესის სფეროა ევროპათმცოდნეობა და ჰიბრიდული ომი.

მომზადებული მასალები:

რას ასახავს ვიდეო - გაზის გაჟონვით დაზარალებულებს თუ ვაქცინაციის შედეგს?

thamuna baliani მითების დეტექტორის ლაბორატორია - X ჯგუფი

თამუნა ბალიანი
თამუნა ბალიანი ცხოვრობს და მუშაობს თეთრიწყაროში (ქვემო ქართლში), თეთრიწყაროს ახალგაზრდულ ცენტრში. მისი ძირითადი მიმართულება არის  ადგილობრივი მოსახლეობისთვის არაფომრალურ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა. ასევე, ცოტა ხნის წინ გახდა გუგლის ადგილობრივი გიდი, რითაც ცდილობს თავის რეგიონში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობას.

საკონკურსო ნამუშევარი:
გარემოსდაცვითი საკითხების გაშუქების ტენდენციები ქართულ ტელემედიაში

მომზადებული მასალები:

ცნობა, თითქოს ერიქსენის გულის შეტევა ვაქცინამ გამოიწვია, ყალბია

რატომ ჩაფრინდა ვერტმფრენი ხანტი-მანსისკში?

რას გულისხმობს სიტყვა ინკლუზიური და რას ითხოვს PHR?
mariam bezhanishvili მითების დეტექტორის ლაბორატორია - X ჯგუფიმარიამ ბეჟანიშვილი
მარიამ ბეჟანიშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების მე-3 კურსის სტუდენტია. მარიამი დაინტერესებულია სამოქალაქო აქტივიზმის საკითხებით და აქვს არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის მრავალმხრივი გამოცდილება. მისი ინტერესის საგანს წარმოადგენს საერთაშორისო უსაფრთხოების აქტუალური საკითხები და რუსული „რბილი ძალის“ როლი პოსტ-საბჭოთა სივრცეში.

მომზადებული მასალები:

მოსკოვში სატვირთოს მძღოლის გარდაცვალება ვაქცინას არ უკავშირდება

მთავრობის სასახლე თუ ქალაქ შამბერის მერია?

2018 წლის დაკავება ნარკოტიკისთვის თუ 2021 წლის იძულებითი ვაქცინაცია
beqa burtchuladze მითების დეტექტორის ლაბორატორია - X ჯგუფიბექა ბურჭულაძე
ბექა ბურჭულაძე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერების დოქტორანტია. 2018 წელს  მან  მოიპოვა მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო ურთიერთობებში საქართველოს უნივერსიტეტიდან. 2016-2021 წლებში  მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. ამჟამად, ბექა საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის „მომავალ ლიდერთა სკოლის“ აქტიური მონაწილეა და ჩართულია სხვადასხვა კვლევით პროექტებში.

მომზადებული მასალები:
thamar giorgobiani მითების დეტექტორის ლაბორატორია - X ჯგუფითამარ გიორგობიანი
თამარ გიორგობიანი ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის მაგისტრანტია, საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე, სადაც გაცვლითი სემესტრი გაიარა ნიუ იორკის ბარდის კოლეჯში საერთაშორისო პოლიტიკასა და გლობალიზაციის პროგრამის ფარგლებში. თამარი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრია.მონაწილეობდა პასაუს უნივერსიტეტის (გერმანია) ერთწლიან გაცვლით პროგრამაში. ამასთანავე, გაცვლითი სემესტრი გაიარა ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპისმცოდნეობის ინსტიტუტში. ამჟამად დასაქმებულია კახეთის შშმ პირთა და მათი მშობლების მხარდასაჭერად შექმნილ შვეიცარიულ ასოციაციაში “შეხვდი-ასწავლე-წაახალისე” შიდა კომუნიკაციების მენეჯერად.

მომზადებული მასალები:

ჰომოფობია თუ გოლის აღნიშვნა? - რას გამოხატავდა ჯეიმი ვარდის ჟესტი

რა კავშირი აქვს გრაფენის ოქსიდს ვაქცინასთან, მელანია ტრამპის კაბასთან და ტატუ-არტისტთან?

ითხოვს თუ არა ავსტრიული  ZIB-ი საქართველოსთვის ევროკავშირის დაფინანსების შეჩერებას?

სად უფრო უსაფრთხოა ცხოვრება - ლიბერალურ თუ ავტორიტარულ ქვეყნებში?
ana gunchadze მითების დეტექტორის ლაბორატორია - X ჯგუფიანა გლუნჩაძე
ანა გლუნჩაძე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-4 კურსის სტუდენტია. ამჟამად იგი ზესტაფონის ტელევიზია “არგოში” ჟურნალისტად მუშაობს. ანა დაინტერესებულია სოციალური მეცნიერებებით და უახლესი ისტორიით.

საკონკურსო ნამუშევარი:

ხელოვნური ინტელექტი და დეზინფორმაცია


მომზადებული მასალები:

Tbilisi Pride-ის ხელმძღვანელის სახელით ყალბი ციტატა ვრცელდება
rato kobakhidze მითების დეტექტორის ლაბორატორია - X ჯგუფირატი კობახიძე
რატი კობახიძე თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტია საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე, ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით. იგი არასამთავრობო ორგანიზაცია - „ევროპულ-ქართული ინსტიტუტის“ წევრია და ჩართულია მის არაერთ აქტივობაში. 2020 წელს მოიპოვა სტიპენდია კატარის უნივერსიტეტში არაბული ენისა და ლიტერატურის შესასწავლად.

საკონკურსო ნამუშევარი:

ილია ჭავჭავაძე და ანტი-დასავლური პროპაგანდა

მომზადებული მასალები:

თქვა თუ არა ვირუსოლოგმა ქრისტიან დროსტენმა, რომ SARS-COV-2 პანდემია არ არის?
nashir ordukhanovi მითების დეტექტორის ლაბორატორია - X ჯგუფინაშირ ორდუხანოვი
ნაშირ ორდუხანოვი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მე-4 კურსის სტუდენტია. იგი მუშაობს სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრში (CEAC). ნაშირი  აქტიური ახალგაზრდაა, ქვემო ქართლის რეგიონში მიმდინარე პროცესებში აქტიურად არის ჩარტული.

მომზადებული მასალები:

რა გახდა მექსიკელი დეპუტატის გახდის მიზეზი - ენერგეტიკა თუ სოციალური გაჭირვება?
nathia paksadze მითების დეტექტორის ლაბორატორია - X ჯგუფინათია პაკსაძე
ნათია პაკსაძე  ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია.2020 წელს მოიპოვა ბაკალავრის ხარისხი სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებებში.ამჟამად, სწავლობს ფრანგულ ენასა და ლიტერატურას მაგისტრატურის საფეხურზე."Erasmus +" პროგრამის ფარგლებში, სწავლობდა ავსტრიასა და საფრანგეთში, ზალცბურგის და რუანის ნორმანდიის უნივერსიტეტებში. ნათიას ინტერესის სფეროებია:საერთაშორისო ურთიერთობები, ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ახალგაზრდული პოლიტიკა, გენდერის კვლევები.ამ მომენტისთვის, ნათია სტაჟირებას გადის ორ არასამთავრობო ორგანიზაციაში - "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" და "მოხალისეთა ჰაბი".

მომზადებული მასალები:

დაარღვიეს თუ არა G7-ის წევრი ქვეყნების ლიდერებმა კოვიდ-რეგულაციები?
ana phutkaradze მითების დეტექტორის ლაბორატორია - X ჯგუფიანა ფუტკარაძე
ანა ფუტკარაძე საერთაშორისო ურთიერთობების მეორე კურსის სტუდენტია. ამავდროულად, იგი სწავლობს პროგრამირებას, Front End Development-ის მიმართულებით. ამჟამად ანა მონაწილეობას იღებს EECMD-ის მიერ ორგანიზებულ პროექტში DRIVE DEMOCRACY. მისი ინტერესის სფეროებია კონფლიქტოლოგია, მედიაწიგნიერება, პროგრამირება.

საკონკურსო ნამუშევარი:

'ქართველი მუსლიმი არ არის'', ''ქართველი თათარი'', ''თურქეთის აგენტები'' - ისლამოფობიური ნარატივები ქართულ მედიაში

მომზადებული მასალები:

შესაძლებელია თუ არა საქართველოში სისხლის დონაცია კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილებისთვის?
lali phutkaradze მითების დეტექტორის ლაბორატორია - X ჯგუფილალი ფუტკარაძე
ლალი ფუტკარაძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ბაკალავრია.  ამჟამად ამავე უნივერსიტეტის მაგისტრანტია ფრანგული ფილოლოგიის მიმართულებით და Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სწავლობს საფრანგეთში რუანის ნორმანდიის უნივერსიტეტში. მისი ინტერესის სფეროა საერთაშორისო კონფლიქტები, ადამიანის უფლებები და ანტიკური ცივილიზაციები.
მომზადებული მასალები:

ბრიტანეთის ავიახაზების 4 პილოტის დაღუპვის ვაქცინაციასთან კავშირზე დეზინფორმაცია ვრცელდება
luka qiliphthari მითების დეტექტორის ლაბორატორია - X ჯგუფილუკა ქილიფთარი
ლუკა ქილიფთარი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მესამე კურსის სტუდენტია. 2020–2021 წლის შემოდგომის სემესტრში Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სწავლობდა გერმანიაში, ვიადრინას ევროპულ უნივერსიტეტში. ლუკა დაინტერესებულია ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკით და საერთაშორისო ურთიერთობების თეორიით.

საკონკურსო ნამუშევარი:

გრაფენის ოქსიდი, ლუციფერაზა და კონსპირაციები კოვიდ ვაქცინებზე

მომზადებული მასალები:

მასონები თუ კომუნისტები? - რა საფრთხეზე საუბრობდა ჯონ კენედი 1961 წელს?

რა არ მოუსმენია ირაკლი ღარიბაშვილს?

იყო თუ არა სსრკ დაცული ეპიდემიებისგან?
giorgi qoqosadze მითების დეტექტორის ლაბორატორია - X ჯგუფიგიორგი ქოქოსაძე
გიორგი ქოქოსაძე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ბაკალავრია, თავისუფალი მეცნირებების და კინომცოდნეობის მიმართულებით. იგი სხვადასხვა გამოცემებისთვის წერს კინოკრიტიკას. გიორგის ინტერესის ძირითადი სფეროა პედაგოგიკა.

მომზადებული მასალები:
mariam ghibradze მითების დეტექტორის ლაბორატორია - X ჯგუფიმარიამ ღიბრაძე
მარიამ ღიბრაძე თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრია, შორეული აღმოსავლეთის მიმართულებით. მარიამის ინტერესის სფეროა საერთაშორისო უსაფრთხოება, ჰიბრიდული ომი და რუსული პროპაგანდა. იგი ფლობს ინგლისურ, ფრანგულ და ჩინურ ენებს. ამჟამად მარიამი დასაქმებულია არასამთავრობო ორგანიზაცია ევროპულ-ქართულ ინსტიტუტში.

მომზადებული მასალები:

მშობლების ნებართვის გარეშე აიდაჰოში მოზარდების აცრაზე მცდარი ინფორმაცია ვრცელდება

ლონდონი 2021 წელს თუ რეიკიავიკი 2016 წელს - რას ასახავს ვიდეო?
davith khomeriki მითების დეტექტორის ლაბორატორია - X ჯგუფიდავით ხომერიკი
დავით ხომერიკი ილია სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერებების ბაკალავრიატის  სტუდენტი. მონაწილეობდა ამერიკული კუთხის სასწავლო პროექტში „რაიონის მაცხოვრებელთა ცნობიერების ზრდა საჯარო მმართველობის პროცესში“. 2020 წლიდან კი კონრად ადენაუერის ფონდის პოლიტიკური განათლების აკადემიის კურსდამთავრებულია.

საკონკურსო ნამუშევარი:

ავღანეთი რუსულ მედიაში

მომზადებული მასალები:

როდის და რისთვის გამოვიდა პარიზში ხალხი ქუჩაში?
theona khurtsilava მითების დეტექტორის ლაბორატორია - X ჯგუფითეონა ხურცილავა
თეონა ხურცილავა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია. ფლობს პოლიტიკის მეცნიერების ბაკალავრისა და საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრის ხარისხს. თეონას კვლევის ინტერესის სფეროს წარმოადგენს: ნატო; ევროკავშირი; აღმოსავლეთ პარტნიორობა; რუსული პროპაგანდა და დეზინფორმაცია. თეონას დაცული აქვს სამაგისტრო ნაშრომი „რუსული ენერგოპოლიტიკის გავლენა ევროპაში (გერმანიისა და პოლონეთის შედარებითი ანალიზი).“

საკონკურსო ნამუშევარი:

თავისუფალი სიტყვის ფასი საქართველოში

მომზადებული მასალები:

აძლევს თუ არა საქართველოს კონსტიტუცია მთავრობას პრაიდის აკრძალვის უფლებას?

რომელ სფეროებს ხმარდება ამერიკის დახმა
lasha kharazishvili მითების დეტექტორის ლაბორატორია - X ჯგუფილაშა ხიზანიშვილი
ლაშა ხიზანიშვილი საქართველოს უნივერსიტეტის საჯარო მმართველობის ბაკალავრია. მისი ინტერესის თემებია საჯარო პოლიტიკა და ეკონომიკა. არის სამოქალაქო აქტივისტი და მუშაობს ახალგაზრდებისთვის არაფორმალური განათლების სფეროში. (anewcareer.org) 

საკონკურსო ნამუშევარი:

სემიპალატინსკის ბირთვული პოლიგონი

მომზადებული მასალები:

nika khositashvili მითების დეტექტორის ლაბორატორია - X ჯგუფინიკა ხოსიტაშვილი
ნიკა ხოსიტაშვილი  საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი (სეუს) ჰუმანიტარულ-სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ჟურნალისტიკის მიმართულების მეორე კურსის სტუდენტია. დაინტერესებულია სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობით, აქტიურად იღებს მონაწილეობას სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციებში და წერს სამეცნიერო სტატიებს. ნიკას ძირითადი ინტერესის სფეროს წარმოადგენს ქართული მედია გარემოს გაუმჯობესება და მისი შესწავლა. ასევე, იგი აქტიურად აქვეყნებს ბლოგ პოსტებს სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე.

საკონკურსო ნამუშევარი:

ტერორიზმის გაშუქება ქართულ ტელემედიაში

მომზადებული მასალები:

ვინ არის ძმა ნათანაელი და რა კონსპირაციები ვრცელდება იუდაიზმზე?
iliz jakhaia მითების დეტექტორის ლაბორატორია - X ჯგუფიილია ჯახაია
ილია ჯახაია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიოსამედიცინო ინჟინერიის მეორე კურსის სტუდენტი. მისი ინტერესის სფერო თავის ტვინის ნერიობიოლოგიაა. ილია ჩართულია არაერთ პროექტში, რომელიც  სამედიცინო მეცნერებასა და დიპლომატიას უკავშირდება.

საკონკურსო ნამუშევარი:

ინფორმაციული ომი - საქართველოს დასავლური გზის წინააღმდეგ 

მომზადებული მასალები:

თინა თოფურია ვაქცინირებულთა იმუნიტეტის შესახებ ახალი კვლევით მანიპულირებს
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist