მითების დეტექტორის ლაბორატორია – IX ჯგუფი

კითხვის დრო: 7 წუთი

კითხვის დრო: 7 წუთი

302
VIEWS

esma ananize მითების დეტექტორის ლაბორატორია - IX ჯგუფი  

ესმა ანანიძე


ესმა ანანიძემ 2020 წელს მოიპოვა ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ტბელ აბუსერისძის სასწავლო უნივერსიტეტიდან. ამჟამად მუშაობს სსიპ კოლეჯი “ახალი ტალღა” ხულოს ფილიალში, საქმეთა მმართველის პოზიციაზე. იგი ასევე არის პროფესიული განათლების მასწავლებელი.

მომზადებული მასალები:

q 1 მითების დეტექტორის ლაბორატორია - IX ჯგუფი

 

დავით ბერაძე


 

დავით ბერაძე თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის მესამე კურსის სტუდენტია. იგი სწავლობს ახლო აღმოსავლეთის რეგიონს, კერძოდ, არაბულ ენას, პოლიტიკას, კულტურას, ისტორიასა და ამ რეგიონის მიმართებას მსოფლიოს სხვა სახელმწიფოებთან. დავითის ინტერესის სფეროს წარმოადგენს საერთაშორისო უსაფრთხოება, კონფლიქტები და საერთაშორისო ტერორიზმი.

საკონკურსო ნამუშევარი:

სოც-მედიის როლი და გავლენა 2016 წლის აშშ-ის არჩევნებზე

მომზადებული მასალები:

რამ გამოიწვია სილურჯე? – ექიმის განმარტება

ა ვიცით სთოუნჰენჯის მსგავს მონუმენტზე, რომელიც ჯორჯიას შტატში მდებარეობს?

ვინ გააყალბა პატრიარქის ციტატა?

mariam gisoniani მითების დეტექტორის ლაბორატორია - IX ჯგუფი

 

მარიამ გინოსიანი


მარიამ გინოსიანი საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის საჯარო მმართველობის მაგისტრატურის სტუდენტია. მუშაობს რამდენიმე მიმართულობით, როგორც თარჯიმანი, ტრენერი ევროკავშირის და საქართველოს ურთიერთობების საკითხებში სამცხე-ჯავახეთის და წალკის მუნიციპალიტეტებში. 2018 წლიდან დასაქმებულია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის არაქართულენოვანი სკოლების პროფესიული განვითარების პროგრამაში, ქართულის, როგორც მეორე ენის დამხმარე მასწავლებლად, ქ. ახალქალაქის N1 სკოლამდელ დაწესებულებაში.

მომზადებული მასალები:

aleqsandre gogoladze მითების დეტექტორის ლაბორატორია - IX ჯგუფი

 

ალექსანდრე გოგოლაძე


ალექსანდრე გოგოლაძეს მოპოვებული აქვს ბაკალავრის ხარისხი ფილოსოფიაში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ამჟამად სწავლობს მეორე ბაკალავრიატზე, ბიოლოგიის განხრით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. ამასთან, ჩართულია თემურ ჩხეიძის სახელოსნოს ორწლიან კურსში, რომლის ფარგლებშიც შეისწავლის დრამატურგიას.

საკონკურსო ნამუშევარი:

ჭეშმარიტება სადღაც აქ არის -ლუგარის ლაბორატორიაზე გავრცელებული მითები

მომზადებული მასალები:

ვიდეომანიპულაცია უსაფრთხო შპრიცით ინექციას ჩიპებს ხელოვნურად უკავშირებს

ანტიგენის ტესტები სწორად გამოყენების შემთხვევაში კოკა-კოლასა და წყალზე კოვიდ-უარყოფით პასუხს აჩვენებს

salome giunashvili მითების დეტექტორის ლაბორატორია - IX ჯგუფი

 

სალომე გიუნაშვილი


სალომე გიუნაშვილი ჰანკუკის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების კვლევების სამაგისტრო პროგრამის დამამთავრებელი სემესტრის სტუდენტია. მის ძირითად ინტერესს აღმოსავლეთ აზიის რეგიონი და ამ რეგიონთან დაკავშირებული უსაფრთხოების საკითხები წარმოადგენს. სალომე აქტიურადაა ჩართული ჩრდილოეთ კორეის საგარეო პოლიტიკის და ამასთანავე, რეგიონში ძალთა ბალანსის ცვლილების ფონზე წარმოშობილი გამოწვევების ანალიზზე ორიენტირებულ შიდა საუნივერსიტეტო კვლევებში.

მომზადებული მასალები:

“სულის ამოსვლა” კომპიუტერული გენერირებით

ვინ არის “მარიამი” და როდის აქვს დაბადების დღე?

ვინ ამტკიცებს, რომ აშშ კი არ ეხმარება საქართველოს, საქართველოს ბიუჯეტი ეხმარება ამერიკას?

სავალდებულოა თუ არა სასულიერო პირებისთვის ვაქცინაციის ცნობის წარდგენა?

როგორ გახდა მიშელ ობამას კაბა კონსპირაციების წყარო?

shalva dekanozishvili მითების დეტექტორის ლაბორატორია - IX ჯგუფი

 


შალვა
დეკანოზიშვილი


შალვა დეკანოზიშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია.  ფლობს სამართლის ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხს. Erasmus + პროგრამის ფარგლებში სწავლობდა საფრანგეთში, ლილის კათოლიკურ უნივერსიტეტში. შალვას ინტერესის სფეროებია კერძო სამართალი, საჯარო პოლიტიკა, ფინანსები, კულტურა და მედია. მისი სამუშაო გამოცდილება მოიცავს სხვადასხვა კერძო, სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციასთან თანამშრომლობას. შალვას გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო-ანალიტიკური ნაშრომები სხვადასხვა სამართლებრივ საკითხებზე.

მომზადებული მასალები:

რას ასახავს რეალურად 3 ფოტო, რომელზეც გვამებია ასახული?

კონსპირაცია ანტიქრისტეს სახელმწიფოზე ბერძნული Apocalypsisnow-დან თვითგამოცხადებული СССР-ს youtube არხამდე

nodar diasamidze მითების დეტექტორის ლაბორატორია - IX ჯგუფი

 


ნოდარ
დიასამიძე


ნოდარ დიასამიძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის, მაგისტრატურის საფეხურის, ფრანგული ფილოლოგიის მიმართულების, პირველი კურსის სტუდენტია. ასევე არის ამავე უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხის მფლობელი – საერთაშორისო ურთიერთიბების მიმართულებით. დაინტერესებულია არაფორმალური განათლებით, ისტორიით, პოლიტიკითა და ფრანგული კულტურით. ამჟამად „Erasmus +“ – გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, სწავლობს საფრანგეთში, რუანის ნორმანდიის უნივერსიტეტში – ფრანგულ ენასა და ლიტერატურას.

მომზადებული მასალები:

შესაძლებელია თუ არა ლაგოდეხის ნაკრძალში ჰონოკოჰაუს ჩანჩქერის ნახვა?

სად მიაკვლიეს საბავშვო ატრაქციონებზე “ბრიტვის” კვალს?

thathia vakhtangadze მითების დეტექტორის ლაბორატორია - IX ჯგუფი

 


თათია
ვახტანგაძე


თათია ვახტანგაძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრია. 2018 წელს თათია Erasmus+ გაცვლითი პროგრამით სწავლობდა ნორვეგიაში. ამავე წელს იყო „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ სტაჟიორი, 2019-2020 წლებში მუშაობდა ვიცე-სპიკერის თანაშემწედ საქართველოს IX მოწვევის პარლამენტში. ამჟამად თათია დასაქმებულია არასამთავრობო ორგანიზაციაში „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ (GDI).

მომზადებული მასალები:

რა არის ბილდერბერგის კლუბი და ვინ გააყალბა როკფელერის ციტატა?

nathia thvaliashvili მითების დეტექტორის ლაბორატორია - IX ჯგუფი

 


ნათია
თვალიაშვილი


ნათია თვალიაშვილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრია პოლიტიკის მეცნიერებაში. 2019 წლიდან კონრად ადენაუერის ფონდის, პოლიტიკური განათლების აკადემიის ალუმნია. ნათია ასევე არის საქართველოს მდგრადი განვითარების ასოციაციის მკვლევარი დასავლური გამოცდილების მიმართულებით, გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებთან დაკავშირებით. მისი ინტერესის სფეროა დემოკრატიზაციისა და რუსული პროპაგანდის საკითხები. ნათიას დაცული აქვს საბაკალავრო ნაშრომი: „სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ნდობის ხარისხი ჰიბრიდულ დემოკრატიებში“.

საკონკურსო ნამუშევარი:

დავით გარეჯის საქმის ქრონიკები

მომზადებული მასალები:

ჰომოსექსუალთა და ტრანსგენდერთა ქორწინებისა და შვილის ყოლის შესახებ ლომჯარიას სახელით მანიპულაციური განცხადება ვრცელდება

მომზადებული ინფოგრაფიკები:

როგორ აკავეებს თბილისის მერი დეზინფორმაციას

megi iakobidze მითების დეტექტორის ლაბორატორია - IX ჯგუფი

 


მეგი იაკობაძე


მეგი იაკობაძეს დამთავრებული აქვს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით. მისი ინტერესის სფეროა დეზინფორმაციისა და პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლა. მეგი ასევე გახლავთ საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონერი, სადაც მუშაობდა რუსული დეზინფორმაცია-პროპაგანდის წინააღმდეგ. მეგის აქვს დაცული საბაკალავრო ნაშრომი რუსული ჰიბრიდული ომის შესახებ საქართველოში.

საკონკურსო ნამუშევარი:

ანტი-თურქული ნარატივები ქართულ მედიაში

მომზადებული მასალები:

საფრანგეთის პარლამენტი თუ რეგიონული საბჭოს შენობა? – სად და რას აპროტესტებენ ყვითელი ჟილეტები

ციფრული ტატუ გულის და კუნთების აქტივობის გასაზომად თუ კანქვეშ ჩამონტაჟებული სერტიფიკატი?

thamtha kapanadze მითების დეტექტორის ლაბორატორია - IX ჯგუფი

 

თამთა კაპანაძე


თამთა კაპანაძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების მეორე კურსის სტუდენტია. დაინტერესებულია სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობით, აქტიურად იღებს მონაწილეობას საერთაშორისო საუნივერსიტეტო კონფერენციებში და წერს ანალიტიკურ სტატიებს. თამთას ძირითადი ინტერესის სფეროს წარმოადგენს რუსული რბილი ძალის პროპაგანდისტული მეთოდების განვითარება და მართლმადიდებლური ეკლესიის როლი საბჭოთა კავშირიდან დღემდე. ამასთან, იკვლევს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მედიებსა და იქ გავრცელებულ ნარატივებს.

საკონკურსო ნამუშევარი:

საქართველოსგან შექმნილი “მტრის ხატი” აფხაზურ მედიებში

მომზადებული მასალები:

ვაქცინები თუ გენმოდიფიცირებული პროდუქტები – როდინდელია ბილ გეიტსის ვიდეო, რომელსაც კოვიდ-19-ს უკავშირებენ?

რისგან შედგება სამედიცინო პირბადე და რატომ დნება ის წვის დროს?

ბინ ლადენის აშშ-სთან თანამშრომლობის მტკიცებულებად გაყალბებული ფოტოები ვრცელდება

aneti miqeladze მითების დეტექტორის ლაბორატორია - IX ჯგუფი

 


ანეტი მიქელაძე


ანეტი მიქელაძეს დამთავრებული აქვს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA), სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტი. ფლობს მაგისტრის ხარისხს საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით. ანეტი ამჟამად მუშაობს ტელეკომპანია „ევრონიუს ჯორჯიაში“.

საკონკურსო ნამუშევარი:

რუსული პროპაგანდა TikTok-ზე

მომზადებული მასალები:

რატომ ითხოვს სახალხო დამცველი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში შესვლას?

mariam mumladze მითების დეტექტორის ლაბორატორია - IX ჯგუფი

 


მარიამ მუმლაძე


მარიამ მუმლაძე საქართველოს უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სტუდენტია. მარიამი მუშაობს არასამთავრობო ორგანიზაციაში ,,მირაბალდები’’ საზოგადოებასთან ურთიერთობების მენეჯერად. მისი ინტერესისა და კვლევის საგანია ჰიბრიდული ომის იარაღები და რუსული პროპაგანდა. მარიამს გამოქვეყნებული აქვს ბლოგ-პოსტი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დისკრედიტაციაზე საქართველოში.

საკონკურსო ნამუშევარი:

რუსული სატირული იუმორი, თუ კრემლის მართული პროპაგანდა?!

მომზადებული მასალები:

რა გააპროტესტეს ამსტერდამში, ვაქცინაცია თუ ლოქდაუნი?

იყო თუ არა შევარდნაძე მალტის ორდენის წევრი?– კონსპირაციები პოსტსაბჭოთა ლიდერებზე

დამზადებულია თუ არა ფარაონების ოქროს ნივთები საყდრისის ოქროთი?

მომზადებული ინფოგრაფიკები:

3 ალტერნატიული რეალობა

giorgi zhghenti მითების დეტექტორის ლაბორატორია - IX ჯგუფი

 

გიორგი ჟღენტი


გიორგი ჟღენტი საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტია. იგი არის სამოქალაქო აქტივისტი და ბლოგერი. გიორგის ინტერესის სფეროა ისტორია და პოლიტოლოგია.

მომზადებული მასალები:

davith robaqidze მითების დეტექტორის ლაბორატორია - IX ჯგუფი

 

დავით რობაქიძე


დავით რობაქიძე თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის მეოთხე კურსის სტუდენტია ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით. 2019-20 წლებში მან გაიარა არაბული ენისა და ლიტერატურის კურსი ქუვეითის უნივერსიტეტში, ქუვეითში. დავითი დაინტერესებულია საერთაშორისო დიპლომატიისა და უსაფრთხოების საკითხებით. ამჟამად იგი არის მოხალისე „აისეკ საქართველოში“.

საკონკურსო ნამუშევარი:

ვაქცინები და ქართული ბეჭდური მედია

მომზადებული მასალები:

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლის განცხადება მანიპულაციურად ვრცელდება

გულისხმობს თუ არა ხელოვნური საშვილოსნო ადამიანის კლონების შექმნას?

lale sophieva მითების დეტექტორის ლაბორატორია - IX ჯგუფი

 


ლალე
სოფიევა


ლალე სოფიევა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტია. იგი ასევე არის თბილისის ახალგაზრდული ცენტრის აქტიური წევრი, საქართველოს სტუდენტური პარლამენტის დიასპორისა და  კავკასიის საკითხთა კომიტეტის წევრი. ლალე ამჟამად  “მედიაწიგნიერებისა და პროპაგანდის” თემაზე ატარებს ტრენინგებს სხვადასხვა სოფლის წარმომადგენლებისთვის.

საკონკურსო ნამუშევარი:

“კაცი ფარი” ანუ ამბავი ჩემი დიდი ბებიისა

kesha მითების დეტექტორის ლაბორატორია - IX ჯგუფი

 

მარიამ ქეშელაშვილი


მარიამ ქეშელაშვილი საქართველოს უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა სკოლის საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრია. იგი მონაწილეობდა „ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის” პროექტებში. მას გავლილი აქვს სტაჟირება ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში საქართველოში. მარიამს აქვს პირადი ბლოგი, სადაც პერიოდულად აქვეყნებს სხვადასხვა პუბლიკაციებს პოლიტიკური მეცნიერებების თემატიკით. მისი აკადემიური ინტერესის სფეროს წარმოადგენს პოსტ-საბჭოთა ქვეყნების პოლიტიკური და სოციალური პროცესები, ეროვნული უსაფრთხოება და საგარეო პოლიტიკა.

საკონკურსო ნამუშევარი:

ქალები პოლიტიკაში

მომზადებული მასალები:

საიდან გაჩნდა ეშმაკის მსგავსი ფრინველი ესპანეთის ტაძარზე?

მატლი თუ მუქი ფერის ქსოვილი? – რა ჩანს მიკროსკოპში

zeinab shavadze მითების დეტექტორის ლაბორატორია - IX ჯგუფი

 


ზეინაბ შავაძე


ზეინაბ შავაძე ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამართალმცოდნეობის მესამე კურსის სტუდენტია. იგი ასევე არის ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია ელსა ბათუმის წევრი და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ელჩი. ზეინაბი დაინტერესებულია არაფორმალური განათლებით, ადამიანის უფლებების,  მედიისა და სამოქალაქო აქტივიზმის საკითხებით.

საკონკურსო ნამუშევარი:

საბჭოთა კავშირი და პანდემიების მართვა

მომზადებული მასალები:

აღმოაჩინეს თუ არა თამარ მეფის საფლავი ჰერეთში?

ლიბიიდან პალერმოში თუ აცრის რიგში?

soso chachanidze მითების დეტექტორის ლაბორატორია - IX ჯგუფი

 


სოსო ჩაჩანიძე


სოსო ჩაჩანიძე ბუდაპეშტის იოტვოშ ლორანდის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალაბრო პროგრამის სტუდენტია. მას აქვს პროგრამების მენეჯერად მუშაობის გამოცდილება, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციაში, ისე საჯარო სკოლაში. სოსო არის სერტიფიცირებული თანატოლ განმანათლებელი. დაინტერესებულია საერთაშორისო ურთიერთობებითა და უსაფრთხოების საკითხებით, განსაკუთრებით კი კონფლიქტების ახალი, ჰიბრიდული ფორმით, რომელიც ხშირად მოიცავს ე.წ. საინფორმაციო ომს.

მომზადებული მასალები:

მოიპოვება თუ არა რიონის ხეობაში ურან-238-ი?

მუშაობს თუ არა ენგურჰესი ზამთარში მხოლოდ აფხაზებზე?

განთავსებულია თუ არა თბილისში 5G ანტენები?

ესტონური “სპუტნიკი” და “საქართველო და მსოფლიო” ამტკიცებენ, რომ ესტონელებს ევროკავშირში ყოფნა აღარ სურთ

მომზადებული Storymaps

ურანის მოპოვება მსოფლიოში

beqa joqholadze მითების დეტექტორის ლაბორატორია - IX ჯგუფი

 

ბექა ჯოყილაძე


ბექა ჯოყილაძე სწავლობს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სამართლის მესამე კურსზე. მისი ინტერესის სფეროს წარმოადგენს ადამიანის უფლებები და საჯარო პოლიტიკა. 2020 წელს გაიარა სტაჟირება „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოში”, კორუფციის მიმართულებით. ბექა არის კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) პოლიტიკური განათლების აკადემიის  კურსდამთავრებული. ამჟამად გახლავთ EECMD-ის პროქტის DRIVE DEMOCRACY-ის მონაწილე.

საკონკურსო ნამუშევარი:

კონსპირაციები და ცრუ მკურნალობა ესპანური გრიპის პანდემიისას

მომზადებული მასალები:

ვის შეხვდა ტრამპი – ჯონ კენედის თუ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს?

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist