გრიგორი აივაზიშვილი
გრიგორი აივაზიშვილი საქართველოს უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა სკოლის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტია. 2017 წლიდან ის სტუდენტური პარლამენტის, საპარლამენტო სტაჟირების პროგრამაშია ჩართული. ასევე თანამშრომლობს სხვადასხვა სტუდენტურ კლუბთან. გრიგორი დაინტერესებულია საერთაშორისო სამართლით. მისი ჰობი კინემატოგრაფია და ფოტოგრაფიაა.საკონკურსო ნამუშევარი:არჩევნები ფეისბუქზემომზადებული მასალები: ქართული ძალის დეზინფორმაცია, თითქოს მიგრანტებმა საფრანგეთში კათოლიკური ეკლესია დაარბიეს ჯონდი ბაღათურიას მანიპულაცია, თითქოს აშშ ახალ რუს დიპლომატებს მიიღებს |
ალექსანდრე ჩახვაძე
ალექსანდრე ჩახვაძე საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამა „კომპიუტერული ტექნოლოგიები და მათემატიკური მოდელირების“ მე-2 კურსის დოქტორანტია. ამჟამად ალექსანდრე პედაგოგიურ საქმიანობას ქალაქ თბილისის #32-ე საჯარო სკოლასა და „ქართულ უნივერსიტეტში“ ეწევა. უყვარს ლიტერატურა, წიგნები, ამოცანები, თავსატეხები, სკანვორდები – კროსვორდები და სუდოკუები. პროფესიიდან გამომდინარე, ინფორმაციის მოპოვებისა და დამუშავების ეფექტიანი პრეზენტაციისა და გამოსახვითაა დაინტერესებული. |
გურო მამფორია
გურო მამფორიამ 2017 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, პოლიტიკის მეცნიერების მიმართულება დაამთავრა. 2015-2016 წლებში Erasmus Mundus Hermes გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ესტონეთში, ტალინის უნივერსიტეტში თავისუფალ მეცნიერებებს ეუფლებოდა. გურო ამჟამად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სახელმწიფო მართვისა და საჯარო პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლობს. მან სტაჟირება გაიარა საქართველოს გაეროს ასოციაციაში, სადაც ლტოლვილთა და მიგრაციის პროგრამაში მონაწილეობდა. ამჟამად კი სტაჟირებას საგარეო საქმეთა სამინისტროში, საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის ეუთოს სამმართველოში გადის. დაინტერესებულია შრომის ბაზრისა და დასაქმების პოლიტიკით, განვითარების ეკონომიკითა და პოლიტიკური თეორიით. მომზადებული მასალები: Geworld.ge-ს ტყუილი, თითქოს იუნესკოს სახელმძღვანელო სექსუალური განათლების შესახებ მშობლების უფლებებს აუქმებს მითები ლტოლვილთა და თავშესაფრის მაძიებელთა შესახებ მომზადებული ინფოგრაფიკები: |
აკაკი მესაბლიშვილი
აკაკი მესაბლიშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტია. ის ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის „ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრის“ პროგრამის მონაწილე იყო. დაინტერესებულია საგამოძიებო ჟურნალისტიკის თანამედროვე გამოწვევებითა და საზოგადოების განვითარებაზე მისი გავლენით.
მომზადებული მასალები: დეზინფორმაცია, თითქოს შავი რასა ნოეს ვაჟის ქამისგან მომდინარეობს |
ანა ფერაძე
ანა ფერაძე თბილისის სახელწმიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მე-2 კურსის სტუდენტია. ანა დაინტერესებულია თარგმნით, თავისუფალ დროს კი ცდილობს, თარგმნოს მხატვრული ლიტერატურა. სამომავლოდ აპირებს, საგამომცემლო სფეროში დასაქმებას. დაინტერესებულია ციფრული მედიით, ხოლო თავისუფალ დროს გეგმავს, შეისწავლოს პროგრამები, ააწყოს ანიმაციები და პოსტერები.მომზადებული მასალები:ირმა ინაშვილის მანიპულაცია NATO-რუსეთის ურთიერთობებზემომზადებული ინფოგრაფიკები:ირმა ინაშვილის მანიპულაცია NATO-რუსეთის ურთიერთობებზე |
ელეონორა ჭანია
ელეონორა ჭანია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკის მეცნიერებათა ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტია. 2013 წლიდან ჩართულია არაფორმალურ განათლებაში, მოხალისეობრივ საქმიანობასა და სამოქალაქო აქტივიზმში. მონაწილეობა აქვს მიღებული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახელმწიფოს მიერ დაგემილ სხვადასხვა პროექტებში, ფორუმებში, კონკურსებსა თუ ოლიმპიადებში. 2016 წელს იყო “საქართველოს არაფორმალური განათლების ინსტიტუტის ” აკადემიური საბჭოს მდივანი. 2017 წელს ” მეგობრებთან ერთად “საქართველოს სამოქალაქო აქტივიზმის ცენტრი ” დააფუძნა.საკონკურსო ნამუშევარი: ლუგარის ლაბორატორია – კონსპირაციული თეორიები და ფაქტები მომზადებული მასალები:განმეორებითი დეზინფორმაცია, თითქოს აშშ ISIS-ის ლიდერების ევაკუაციას ახდენს |
ელმადდინ მამედოვი
ელმადდინ მამედოვი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ევროპის მცოდნეობისა და ანგლისტიკის მიმართულების მეოთხე კურსის სტუდენტია.
ელმადინი საქსტატის სოფლის მეურნეობის განყოფილებაში, 2015-2017 წლებში კი – კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრში (CRRC) ინტერვიუერად მუშაობდა. აქვს „მწვანე კავკასიაში” გადაცემის წამყვანად მუშაობის გამოცდილებაც. ელმადინი ეთნიკური უმცირესობების უმაღლესი განათლების პროგრამის (4+1) სტუდენტთა სტაჟირების, ასევე თურქეთში სტამბოლის სავაჭრო უნივერსიტეტის პროგრამის მონაწილეა. ის ასევე ჩართული იყო ფონდ ღია საზოგადოება – საქართველოს, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის სხვადასხვა ღონისძიებებში. თვლის, რომ ევროინტეგრაციის გზაზე პრობლემებს დეზინფორმაციის გავრცელება ქმნის, რომელიც ყველაზე ხშირად არაქართულენოვან მოსახლეობაში ვრცელდება. მომზადებული მასალები: დეზინფორმაცია, თითქოს “ქართული ლეგიონის” მებრძოლი დონეცკის დე ფაქტო რესპუბლიკის მხარეს გადავიდა კისილიოვის დეზინფორმაცია: იუშჩენკო კოსმეტიკურმა პროცედურამ მოწამლა |
ვატო გოგლიძე
ვატო გოლიძემ 2017 წელს აგრარული უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი დაამთავრა. სტაჟირებას გადიოდა ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრში. ამჟამად სატრანსპორტო კომპანია, შ.პ.ს “SANMEGA”-ში ლოჯისტიკის მენეჯერად მუშაობს. ბოლო პერიოდში კომპიუტერული და ვებ-პროგრამირებით არის გატაცებული. ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს, ასევე ეუფლებოდა იტალიურსა და ფრანგულს. მისი ჰობია სპორტი. დაინტერესებულია, მულტიმედია პროდუქტის შექმნით და იმ ტექნიკების შესწავლით, რომელიც საშუალებას მისცემს, მონაცემთა ვიზუალიზაცია მოახდინოს.
მომზადებული მასალები: დეზინფორმაცია, თითქოს ევროკავშირში გაწევრიანებამ ბულგარეთის და რუმინეთის ეკონომიკები დაანგრია მომზადებული ინფოგრაფიკები: დეზინფორმაცია, თითქოს ევროკავშირში გაწევრიანებამ ბულგარეთის და რუმინეთის ეკონომიკები დაანგრია |
ზუკა ჟორჟოლიანი
ზუკა ჟორჟოლიანი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ევროპათმცოდნეობის (ესპანისტიკა) სტუდენტია. აქტიურად არის ჩართული სამოქალაქო აქტივობებში, ტრენინგებსა და სემინარებში. უყვარს ელექტრონული მუსიკა და შესაბამისი გარემო, ასევე უყვარს გალობა და დაინტერესებულია თეოლოგიით. ფლობს ინგლისურ და ესპანურ ენებს. 2015–2017 წლამდე საწყობის მენეჯერად მუშაობდა და მარკეტინგისა და ლოჯისტიკის მიმართულებით საბაზისო გამოცდილება მიიღო.
საკონკურსო ნამუშევარი: მომზადებული მასალები: დავით თარხან-მოურავის დეზინფორმაცია, თითქოს პოლონეთი უკრაინისგან ტერიტორიებს ითხოვს დეზინფორმაცია, თითქოს თურქეთის 25 000 მოქალაქეს საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭა მომზადებული ინფოგრაფიკები: |
ირაკლი თაკალანძე
ირაკლი თაკალანძე ილიას სახელმწიფო უნივერიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის პოლიტიკის მეცნიერებების მესამე კურსის სტუდენტია. 2011 წლიდან ჩართულია სამოქალაქო აქტივიზმში. აქვს ტრენერობის ხუთწლიანი გამოცდილება. ასევე იყო სასკოლო სამოქალაქო კლუბის ლიდერი და მონაწილეობდა გაეროს ასოციაციის პროექტებში – „ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში“ და „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამა“. 2016 წელს კონფლიქტების არაძალადობრივი ტრანსფორმაციის საბაზო კურსი გაიარა. ირაკლი რადიო “ათინათსა“ და რადიო “საქართველოს ხმაში“ გადაცემების წამყვანად მუშაობდა. ამერიკულ „მშვიდობის კორპუსთან“ თანამშრომლობის ფარგლებში, როგორც ფასილიტატორი, სხვადასხვა ღონისძიებებში არის ჩართული. ამჟამად ირაკლი არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს მომავლის აკადემიის“ კომუნიკაციის კოორდინატორი და პროექტის “იდებატე!” საორგანიზაციო გუნდის წევრია. საკონკურსო ნამუშევარი: მომზადებული მასალები: რუსული კონსპირაციები ლუგარის ლაბორატორიაზე: აზიური ფაროსანა, ზიკას ვირუსი და ღორის აფრიკული ჭირი ლევან ჩაჩუას 2 ტყუილი ლუკაშენკოს და ბუტარისის შესახებ იბერიული ერთობის მანიპულაცია მუსლიმთა მშვიდობიანი დემონსტრაციის შესახებ მომზადებული ინფოგრაფიკები: რუსული კონსპირაციები ლუგარის ლაბორატორიაზე; |
ლანა კაპანაძე
ლანა კაპანაძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკურ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტია. არის ახალგაზრდული არსამთავრობო ორგანიზაციის ,,საქართველოს მომავლის აკადემიის“ გუნდის წევრი. ერთი წელია რაც blog.turebi.ge-ს ბლოგერია და მოგზაურობაზე წერს ბლოგებს. ლანა რამდენიმე მნიშვნელოვანი ესსეს კონკურსის გამარჯვებულიცაა. აქტიურად მისდევს ფიტნესსა და იოგას.
მომზადებული მასალები: ბრიტანეთი ტერმინებს “რა ლამაზი გოგოა” და “რა მშვენიერი ბიჭუნაა” არ კრძალავს ალტ-ინფოს მანიპულაცია, თითქოს ლონდონში კრიმინალის ზრდა მუსლიმ მერს უკავშირდება “ალტ-ინფომ”და Breitbart-მა ევრობარომეტრის კვლევის შედეგები გააყალბეს მომზადებული ინფოგრაფიკები: “ალტ-ინფომ”და Breitbart-მა ევრობარომეტრის კვლევის შედეგები გააყალბეს |
ლაშა ნონიკაშვილი
ლაშა ნონიკაშვილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტია. სამოქალაქო აქტივიზმში 2013 წლიდან ჩაერთო, ის სოციალური კამპანია “პრაიდის” ერთ-ერთი დამფუძნებელია. ლაშა USAID-ის “დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის” სტაჟიორი იყო. ამჟამად არასამთავრობო ორგანიზაცია “თანასწორობის მოძრაობაში” მუშაობს. მისი სურვილია, ებრძოლოს ე.წ ტროლებს და საზოგადოებაში გავრცელებულ მცდარ სტერეოტიპების. საკონკურსო ნამუშევარი: მომზადებული მასალები: კორკოტაშვილის და რუსული მედიის დეზინფორმაცია, თითქოს უკრაინის პოლიციამ “ლგბტ” თემის დაცვაზე უარი განაცხადა |
ლია დეკანაძე
ლია დეკანაძე ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პოლიტიკის მეცნიერების I კურსის სტუდენტია. ლია მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამის ფარგლებში (FLEX) 2016-17 სასწავლო წლებში, ამერიკის შეერთებულ შტატებში სწავლობდა, სადაც აქტიურად იყო ჩართული მოხალისეობრივ საქმიანობებში. 2017 წელს სტაჟირების კურსი არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს დემოკრატიულ ინიციატივაში” გაიარა. ასევე გავლილი აქვს ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრის სასწავლო კურსი. ლია World Vision-ის პროექტის SKYE Darts Club-ის აქტიური წევრი და „ჰელფინგ ჰენდის“ პროექტის “მომავალ პოლიტიკოსთა სკოლის” მონაწილეა. ის ნუმიზმატიკით, ლიტერატურით, სუფიზმით და პოეზიით არის დაინტერესებული. უყვარს მოგზაურობა, თეატრი და კლასიკური მუსიკა.საკონკურსო ნამუშევარი: ქართველი ულტრანაციონა ლისტები Facebook-ზემომზადებული მასალები: TB24-მა და Россия 1-მა დონალდ ტრამპის ციტატები გააყალბეს ობიექტივი: რატომ “დადიან მშვენივრად სკრიპალები საკუთარ ორ ფეხზე” ?! „პოტიომკინის სოფელი“ Россия 1-ის ეთერში – მოსკოვი ომსკის ნაცვლად დეზინფორმაცია, თითქოს ასოცირების შეთანხმების მონიტორინგის დასკვნა მხოლოდ ლგბტ პირებს ეხება |
მარიამ ლაღუნდარიძე
მარიამ ლაღუნდარიძე ილიას უნივერსიტეტში ლიტერატურათმცოდნეობას სწავლობს. დაინტერესებულია გენდერის კვლევით, მისი დაკვირვების საგანია ქალისა და მამაკაცის როლი ლიტერატურაში, კინოსა და თეატრში; ასევე იმით, თუ როგორ ხდება დისკრიმინაციული სტერეოტიპების დამკვიდრება ქართულ საზოგადოებაში. მარიამი საინტერესო გამოცდილებად მიიჩნევს იმ კურსს, რომლის პრაქტიკულმა ნაწილმაც, ჟურნალისტიკის მიმართ ინტერესი გაუღრმავა. თავისუფალ დროს უყვარს ლაშქრობა, ასევე ახალი ადგილების აღმოჩენა და შემეცნებითი – გასართობი გადაცემების ყურება.მომზადებული მასალები: ინფორმაცია, თითქოს ნორვეგიაში ინცესტი დაკანონებულია, ტყუილია Ipress-ის დეზინფორმაცია, თითქოს სალონიკის მერს ლგბტ თემის მხარდაჭერის გამო სცემეს მომზადებული ინფოგრაფიკები: ინფორმაცია, თითქოს ნორვეგიაში ინცესტი დაკანონებულია, ტყუილია |
ნანუკა მიქელაძე
ნანუკა მიქელაძე თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მესამე კურსის სტუდენტია. სწავლობს ახლო აღმოსავლეთს და ამ რეგიონში მიმდინარე პოლიტიკური და სოციალური პროცესებით არის დაინტერესებული. 2017 წელს გაცვლითი პროგრამით მაროკოში, განვითარებად ქვეყნებში განათლებაში არსებული პრობლემების შესასწავლად იმყოფებოდა. ნანუკა თავისუფალი უნივერსიტეტის “მომავალ დიპლომატთა კლუბის” წევრიცაა და სკოლის მოსწავლეებს საერთაშორისო სამართლის შესახებ ლექციებს უკითხავს. უყვარს მოგზაურობა და დაინტერესებულია ფოტოგრაფიით. ფლობს ინგლისურ, რუსულ და არაბულ ენებს.
საკონკურსო ნამუშევარი: მომზადებული მასალები: ‘საქართველო და მსოფლიო’ დიქტატორებს აიდეალებს მომზადებული ვიდეო: რუსული მედია 2008 წლის ომის დროს მომზადებული ინფოგრაფიკები: Timeline: |
ქნარიკ კულიდჯანიანი
ქნარიკ კულიდჟანიანი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების კურსდამთავრებულია. 2016 წლიდან არასამთავრობო ორგანიზაციის „მშვიდობის ფონდის“ წევრია. ამჟამად „ქალთა საინფორმაციო ცენტრში“ მუშაობს. ქნარიკი ასევე სტუდენტური პარლამენტის წევრიცაა. ის სტაჟირებას თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიაში, ასევე საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გადიოდა. დაინტერესებულია ადამიანის უფლებებით, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების საკითხებით.
მომზადებული მასალები: რეალური ფაქტები ევროპულ ვაქცინებზე და ქართულ კონსპირაციებზე მომზადებული ინფოგრაფიკები: |
რიჩარდ ბარამია
რიჩარდ ბარამია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტია. ჩართული იყო ევროპის ფონდის პროექტში ”ახალგზრდული იდეა”, ასევე ჩართულია სამოქალაქო აქტივიზმში. ამჟამად არასამთავრობო ორგანიზაცია “ლიბერალურ ხაზში” კოლეგებთან ერთად პოლიტიკის დოკუმენტებზე მუშაობს. დაინტერსებულია ადამიანის უფლებებით, რელიგიური და სექსუალური უმცირესობების საკითხებით.
რიჩარდის ჰობია ფოტოგრაფია, ხატვა და ფსიქოლოგია. მისთვის მნიშვნელოვანია, რომ ქართული საზოგადოება გახდეს ტოლერანტული და მაღალი მიმღებლობის მქონე ყველა უმცირესობის მიმართ. საკონკურსო ნამუშევარი: მომზადებული მასალები: Error: კვიციანი მკრეხელობის დასჯას ევროპის სახელით ითხოვს მომზადებული ინფოგრაფიკები: |
რაშან ზიადალიევი
რაშან ზიადალიევი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პირველი კურსის სტუდენტია. რაშანი არასამთავრობო ორგანიზაცია “თვითგანვითარების უნივერსიტეტის” დამფუძნებელი და პროექტების მენეჯერია. იგი ასევე ატარებს ტრენინგებს გენდერული თანასწორობის თემატიკაზე. არის საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ ორგანიზებული გაეროს მოდელირების 2015 წლის გამარჯვებული. რაშანი ეთნიკური და რელიგიური უმცერესობების უფლებების დაცვით არის დაინტერესებული.
მომზადებული მასალები: მარშალპრესის შეცდომაში შემყვანი სათაური და მანიპულაცია, თითქოს Youtube-ის ოფისზე თავდამსხმელი ქალი პოლიციამ მოკლა |
ნინო შველიძე
ნინო შველიძე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კინომცოდნეობის მაგისტრანტია. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციების ფაკულტეტი. 2017 წელს იყო ჟურნალ „National Geographic საქართველოს“ სტაჟიორი. დაინტერესებულია პროპაგანდისა და ცენზურის საკითხებით.
საკონკურსო ნამუშევარი: მომზადებული მასალები: ნინო ბურჯანაძე ბრიტანეთის დაზვერვის ყოფილი უფროსის ინტერვიუს აყალბებს რფ თავდაცვის სამინისტროს დეზინფორმაცია, თითქოს აშშ სირიაში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას ბლოკავს საბჭოთა “მონობაში” აკრძალული ლიტერატურა და ფილმები მომზადებული ინფოგრაფიკები: რფ თავდაცვის სამინისტროს დეზინფორმაცია, თითქოს აშშ სირიაში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას ბლოკავს |
მიშო ყორშია
მიშო ყორშია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მესამე კურსის სტუდენტია. დაინტერესებულია ადმინისტრაციული სამართლით. ამჟამად მიშო არასამთავრობო ორგანიზაციაში – “ახალგაზრდები ცვილებებისთვის” მუშაობს და სტუდენტებთან ურთიერთობის მიმართულებას ხელმძღვანელობს. მიშო ასევე “მომავლის ბანაკის” ლიდერია და აქტიურად არის ჩართული მოხალისეობრივ საქმიანობებში.
2015-2016 წლებში ის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდულ საკრებულოს ხელმძღვანელობდა. 2016 წელს მიშო “ახალგაზრდული თვითმმართველობა საქართველოს 64 მუნიციპალიტეტში” პროექტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის სპეციალური დიპლომით დააჯილდოვეს. მომზადებული მასალები: ქანთარიას “ნოსტალგიური გახსენებები” ORT და Россия – Культура-ზე და კრემლის მიერ კულტურისა და გასართობი გადაცემების “იარაღად გამოყენება” |