მითების დეტექტორის ლაბორატორია – VIII ჯგუფი

კითხვის დრო: 7 წუთი

კითხვის დრო: 7 წუთი

194
VIEWS

1ნარმინ აივაზოვა

ნარმინ აივაზოვა – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტია, ტურიზმისა და ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულების.  იგი ამჟამად პლატფორმა „Salam-ის” PR-ის წარმომადგენელია, ამასთან  „კავკასიური სახლის სახალხო უნივერსიტეტის” ერთ-ერთი მსმენელი და საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) „მომავალ ლიდერთა სკოლის“ (ELS) მონაწილე. ნარმინმა ასევე  მონაწილეობა მიიღო IREX-საქართველოს მედიაწიგნიერების პროექტის სასწავლო პროგრამის „ისწავლე, რათა ამოიცნოს“ კასკადურ  და მასტერ ტრენერების ტრენინგში.

"მარიამ ბერია

მარიამ ბერიამ 2014 წელს მოიპოვა ბაკალავრის ხარისხს ჟურნალისტიკასა და მასობრივ კომუნიკაციაში (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი), ხოლო 2019 წელს გახდა განათლების ადმინისტრირების მაგისტრი (საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი, სეუ). 2019 წლიდან მარიამი ასწავლის სამოქალაქო განათლებას ბოლნისის რაიონის ორ საჯარო სკოლაში. ამასთან, გავლილი აქვს IREX-საქართველოს მედიაწიგნიერების ტრენინგი “ისწავლე რათა ამოიცნო”.

"გიორგი ბეროშვილი

გიორგი ბეროშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების სტუდენტია. გიორგი არის ჩართული “ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის” პროექტებში. ასევე, გავლილი აქვს სტაჟირებები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მშვიდობის კორპუსში. ამჟამად, გიორგი აქტიურად მუშაობს საერთაშორისო განვითარების პროექტებში. მის ინტერესის სფეროს წარმოადგენს აღმოსავლეთ ევროპა, პოსტ-საბჭოთა ქვეყნები და რუსეთის საგარეო პოლიტიკა.

მარიამედგარ ბრუტიანი

ედგარ ბრუტიანი არის თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მეორე კურსის სტუდენტი. ედგარი სწავლობს შორეული აღმოსავლეთის, კერძოდ, ჩინეთის მიმართულებით – შეისწავლის ჩინურ ენას, კულტურას, ისტორიას, პოლიტიკას და მის მიმართებას რეგიონისა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან. ჩინურის გარდა ედგარი ფლობს ქართულ, სომხურ, რუსულ და ინგლისურ ენებს.

საკონკურსო ნამუშევარი: 

ვინ ამწვავებს სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტს მედიაში?

მომზადებული მასალები:

იგეგმება თუ არა სეზონური გრიპის სავალდებულო აცრები და ვინ აკავშირებს მას COVID-19-თან?

აპატიმრებენ თუ არა მამაკაცთა 80%-ს ოჯახური ძალადობის გამო საქართველოში?

იგეგმება თუ არა სეზონური გრიპის სავალდებულო აცრები და ვინ აკავშირებს მას COVID-19-თან?

როგორ აკავშირებენ კოვიდ-19-ის აცრას, კვანტურ ტატუს და მოსახლეობაზე კონტროლის დამყარებას?

რამდენად სანდო წყაროს იშველიებს მარეგულირებლის კრიტიკა მედიის გასაკრიტიკებლად?

ითვალისწინებს თუ არა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება მშობლებისთვის ბავშვების ჩამორთმევას?

nhგიორგი გიორგაძე

გიორგი გიორგაძე მასაჩუსეტსის კლარკის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია. ის ფლობს ბაკალავრის ხარისხს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სოციოლოგიის მიმართულებით. გიორგი დაინტერესებულია დემოკრატიზაციის და გლობალიზაციის პროცესით და თავისებურებებით პოსტ-კომუნისტურ და პოსტ-სოციალისტურ სახელმწიფოებში. აქვს პოლიტიკის დოკუმენტების და ანალიტიკური სტატიების წერის გამოცდილება.

საკონკურსო ნამუშევარი: 

შეწყვიტეს თუ არა NDI-იმ IRI-იმ კვლევები “პატრიოტთა ალიანსის” კამპანიის შედეგად?

ანავანო გომურაშვილი

ვანო გომურაშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტია, პოლიტიკის მეცნიერებების მიმართულებით. ამჟამად ვანო არის სამოქალაქო მოძრაობა #შეცვალე-ს წევრი და ბლოგერი.
ვანო აქტიურად ახორციელებს თანატოლგანმანთლებლობის ტრენინგებს სხვადასხვა სკოლებსა თუ ორგანიზაციებში და დაინტერესებულია სამოქალაქო აქტივიზმით.

1qბესიკ გოჩიაშვილი

ბესიკ გოჩიაშვილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების მეოთხე კურსის სტუდენტია. იგი დაინტერესებულია ისტორიით,  პოლიტიკითა და საზოგადოებრივი მეცნიერებებით. ბესიკი არის არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბის“ წევრი.

საკონკურსო ნამუშევარი: 

რა ვერ დათვალა ქართულ-რუსული ცენტრის ხელმძღვანელმა?

მომზადებული მასალები:

ითვალისწინებს თუ არა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება მშობლებისთვის ბავშვების ჩამორთმევას?

მომზადებული ინფოგრაფიკა:

რა ვერ დათვალა ქართულ-რუსული ცენტრის ხელმძღვანელმა?

დვანო გურეშიძე

ვანო გურეშიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების მესამე კურსის სტუდენტია. ვანო დაინტერესებულია საერთაშორისო პოლიტიკითა და დიპლომატიით, აქტიურად იღებს მონაწილეობას სამეცნიერო კონფერენციებში და სურს სიღრმისეულად შეისწავლოს ჰიბრიდული ომის მექანიზმები და მასთან გამკლავების საუკეთესო  გზები.

დმიხეილ ვალაშვილი

მიხეილ ვალაშვილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მეორე კურსის სტუდენტია. მისი ინტერესის სფეროები მოიცავს ადამიანის უფლებებს, საჯარო სამართალსა და საერთაშორისო პოლიტიკას. გიორგი ამჟამად არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის „ფედერალისტთა კლუბის“ წევრი, ხოლო უნივერსიტეტის პარალელურად „კონრად ადენაუერის ფონდის“ (KAS), პოლიტიკის აკადემიის სტუდენტი. აქვს პირადი ბლოგი, სადაც პერიოდულად აქვეყნებს სხვადასხვა პუბლიკაციებს ქვეყანაში არსებული სოციალური და პოლიტიკური საკითხების შესახებ.

ენინო კალაძე

ნინო კალაძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების დამამთავრებელი კურსის სტუდენტია. ნინო ერთი სემესტრი გაცვლითი პროგრამით იმყოფებოდა საფრანგეთში და იქ მიღებულმა ცოდნამ მისი ინტერესის სფეროს არჩევას შეუწყო ხელი. ნინო იკვლევს ისეთ თემებს როგორებიცაა, საერთაშორისო დახმარება განვითარებისთვის, რბილი ძალა და განსაკუთრებით დაინტერესებულია რუსული პროპაგანდით. მას აგრეთვე აქვს სტრატეგიულ კომუნიკაციებსა და უსაფრთხოების პროექტებზე მუშაობის გამოცდილება.

საკონკურსო ნამუშევარი: 

ულტრა-ნაციონალური ჯგუფები პოსტ-საბჭოთა სივრცეში: რუსული პროპაგანდა თუ ნაციონალიზმი

მომზადებული მასალები:

რამდენ ტყეს ფლობენ ჩინეთის მოქალაქეები საქართველოში?

ვის არ სჯერა ნავალნის ნოვიჩოკით მოწამვლის?

21გიორგი კაციაშვილი

გიორგი კაციაშვილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტია. ამჟამად დასაქმებულია პოლიტიკურ პარტია „ლელო საქართველოსთვის“ პოლიტიკურ ანალიტიკოსად და ხალხთან კომუნიკაციების განყოფილების უმცროს სპეციალისტად. ამას გარდა, გიორგი არის „საქართველოს შრომის ორგანიზაციის“ თანადამფუძნებელი. იგი აქტიურადაა ჩართული სამოქალაქო აქტივიზმში.

მომზადებული მასალები:

კონსპირაციას როკფელერების ფონდის 2010 წლის დოკუმენტზე და ლუგარის ლაბორატორიაზე ტროლი ავრცელებს

12ანა კეკოშვილი

ანა კეკოშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეოთხე კურსის სტუდენტია საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით. ამჟამად სტაჟირებას გადის Forbes Woman Georgia-ში და აპირებს, რომ სამომავლოდ უფრო აქტიურად ჩაერთოს ჟურნალისტიკურ საქმიანობაში. ანა გაცვლითი პროგრამებით სწავლობდა ტარტუს უნივერსტეტში, ესტონეთში, და ლიმერიკის უნივერსიტეტში, ირლანდიაში. მისი ინტერესის მთავარი სფეროებია ისტორია და საერთაშორისო პოლიტიკის საკითხები.

"ეთერ კოტიკაძე

ეთერ კოტიკაძე თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის კულტურის კვლევათა ბაკალავრი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რელიგიის კვლევების მაგისტრია. განსაკუთრებით დაინტერესებულია რელიგიით, როგორც იდენტობის მსაზღვრელით პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში. იკვლევს ქართველ მუსლიმთა თანამედროვე მდგომარეობას ქვეყანაში, ასევე დაინტერესებულია მრავალეთნიკური ქართველი ერის ფორმირების პროცესით, ისტორიული კონტექსტით, მე-19 საუკუნის შემდგომ. ბოლო ერთი წლის მანძილზე სწავლობს მედიაკომუნიკაციებსა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებს და დასაქმებულია იუსტიციის სამინისტროს სსიპში.

მომზადებული მასალები:

საიდან იღებს სათავეს კონსპირაცია 5G-ისა და ფრინველების შესახებ?

შეცვალა თუ არა WHO-მ კორონავირუსთან დაკავშირებით რეგულაციები?

"ნენი მარსაგიშვილი

ნენი მარსაგიშვილი საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) კურსდამთავრებულია საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით. მონაწილეობა აქვს მიღებული საქართველოსა და გერმანიაში სხვადასხვა არაფორმალურ და მოხალისეობრივ აქტივობებსა და პროექტებში. 2019 წელს საქართველოს პარლამენტში გაიარა სტაჟირების პროგრამა, ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში. ამჟამად, დაინტერესებულია გენდერის კვლევებით და მომავალ პროფესიულ განვითარებას მოცემულ სფეროს უკავშირებს.

საკონკურსო ნამუშევარი: 

“ბრძოლა” ოჯახისთვის ქართულ და რუსულ მედიაში

მომზადებული მასალები:

რა უჯდება საქართევლოს სამშვიდობო მისიებში მონაწილეობა და გვეხმარება თუ არა აშშ?

რას გულისხმობს ბავშვის უფლებათა კოდექსი და რა ინტერპრეტაციები ვრცელდება ახალი კანონის შესახებ?

"მარიამ მინდიაშვილი

მარიამ მინდიაშვილი თბილისის 21-ე საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეა. მარიამს სურს თავისი მომავალი პროფესია საერთაშორისო ურთიერთობებს დაუკავშიროს.

საკონკურსო ნამუშევარი: 

როგორ გააწითლა საბჭოთა კავშირმა ბელორუსის სახალხო რესპუბლიკის დროშა?

მომზადებული მასალები:

რას გულისხმობს რეალურად სტამბოლის კონვენცია და რას ამტკიცებს GEWORLD?

"მარიამ ნებიერიძე

მარიამ ნებიერიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტია. მარიამი დაინტერესებულია ადამიანის უფლებების საკითხებით, იკვლევს სხვადასხვა ქვეყნებში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ თემებს და ამზადებს ანალიტიკურ სტატიებს.

საკონკურსო ნამუშევარი:

არიან თუ არა ქართველები “საცდელი ბოცვრები” ბრიტანული ვაქცინისთვის?

მომზადებული მასალები:

სად არის დამზადებული ლენინის 0-ევროიანი ბანკნოტი და როგორ უნდა დავამზადოთ უფასო ფული?

დეზინფორმაცია MCDONALD’S-ის შესახებ სატირულ პირველწყაროს და ყალბ ფოტოებს ეყრდნობა

აჩვენებს თუ არა დროსტენის ტესტები ცრუ კოვიდდადებით პასუხს?

როგორია დაკარგული/გატაცებული ბავშვების სტატისტიკა აშშ-ში და რა ვიცით “ფრანკლინის სკანდალის” შესახებ?

შეთანხმდნენ თუ არა ერდოღანი და გახარია 100 000 დეპორტირებული მესხის ჩამოყვანაზე?

 

"ანნა უნგიაძე

ანნა უნგიაძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების მესამე კურსის სტუდენტია. დაინტერესებულია არაფორმალური განათლებით, საზოგადოებრივი და პოლიტიკური მეცნიერებებითა და მხატვრული ლიტერატურით. ამჟამად გადის სტაჟირებას “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” თბილისის ოფისში.

საკონკურსო ნამუშევარი: 

არის თუ არა კავშირი Covid-19-ის ვაქციანციასა და “ბავშვის უფლებათა კოდექსის” შესახებ ტრენინგებს შორის?

qთამარ ჩხარტიშვილი

თამარ ჩხარტიშვილი ვიტაუტას მაგნუსის უნივერსიტეტის (კაუნასი, ლიტვა) აღმოსავლეთმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამის მეორე კურსის სტუდენტია. სტაჟირება გაიარა აშშ-ს საელჩოში საქართველოში, კერძოდ, თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოში. დაინტერესებულია შორეულ აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებით, უსაფრთხოების, მედიისა და სამოქალაქო აქტივიზმის საკითხებით. 2017 წელს მოიპოვა ჩინეთის მთავრობის სტიპენდია და ჩაირიცხა ჭეძიანის უნივერსიტეტის (ხანჭოუ, ჩინეთი) 1-წლიან ჩინური ენის კურსზე. მომავალში სწავლის გაგრძელებას გეგმავს სინოლოგიის კუთხით.

საკონკურსო ნამუშევარი: 

როცა FACEBOOK – ი შეცდომაზე მიგვითითებს

მომზადებული მასალები:

7 მითი COVID-19-ზე ტვ “ობიექტივის” და “ილიონის” ეთერში

სიკვდილის ღმერთი ანუბისი თუ მილკბილა?

არის თუ არა პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში კოვიდ-19-ის სიკვდილიანობის მაჩვენებელი აშშ-ზე უკეთსი?

როგორ აკავშირებენ 5G-ს ხეების ხმობასთან, დაავადებებთან და ოჯახში ძალადობასთან?

საშიშია თუ არა კორონავირუსის ტესტი?

რომელი ქვეყნები ლიდერობენ კიბერთავდასხმებში?

qნინო ციხელაშვილი

ნინო ციხელაშვილი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტია, საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით. ამჟამად ნინო არის “გენერალ მაზნიაშვილი ახალგაზრდულ ლეგიონისა” და “თავდაცვის საინფორმაციო ლეგიონის” მოხალისე. დაინტერესებულია უსაფრთხოების სფეროთი, როგორც სამხედრო, ასევე საინფორმაციო თვალსაზრისით. ამასთან, ნინო არის  ორგანიცაზიის “საქართველოს ახალგაზრდა ქალები ნატოსთვის” წევრი.

საკონკურსო ნამუშევარი: 

ისტორიის რუსული გაკვეთილები

მომზადებული მასალები:

რა არის იუვენალური მართლმსაჯულება და როდის გაჰყავს სოც.მუშაკს ბავშვი ოჯახიდან?

რისთვის აშენებენ ნიდერლანდებში “ჭკვიან სახლებს” და აქვს თუ არა მას კავშირი 5G-სთან?

ყველაფერი ყარსის ხელშეკრულების და თურქეთ-საქართველოს საზღვრის შესახებ

qნატალია ჭამიაშვილი

ნატალია ჭამიაშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ენდიკოტის კოლეჯისა და ვიადრინას ევროპული უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების კურსდამთავრებული. ნატალია უძღვება არასამთავრობო ორგანიზაცია – მოხალისეთა ჰაბს და ქალთა ქსელს – W4W. ამასთან, არის ახალგაზრდა ევროპელი. ნატალია განსაკუთრებით დაინტერესებულია გენდერის კვლევითა და ქალთა უფლებებით.

qმზიური ჭაღოშვილი

მზიური ჭაღოშვილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის კურსდამთავრებულია. 2017 წელს მას მიენიჭა ბაკალავრის ხარისხი პოლიტიკის მეცნიერებებში. ამჟამად იგი არის  საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) სამაგისტრო პროგრამის პირველი კურსის სტუდენტი, საჯარო მმართველობის მიმართულებით. დაინტერესებულია პოლიტიკური მარკეტინგით და რუსული პროპაგანდის საკითხებით, ამავდროულად მისი ინტერესის სფეროს წარმოადგენს ციფრული მარკეტინგი.

საკონკურსო ნამუშევარი: 

შემთხვევითი შეცდომა – ვაზიარებთ თუ არა ცრუ ინფორმაციას

მომზადებული მასალები:

უკავშირდება თუ არა გრიპზე და პნევმოკოკზე აცრა იტალიასა და ესპანეთში ხანდაზმულთა გარდაცვალებას?

"ირაკლი ხუჭუა

ირაკლი ხუჭუამ საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრის ხარისხი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2018 წელს მოიპოვა. იგი არის მოხალისეთა ჰაბის თავმჯდომარე და აქტიურად მონაწილეობს მოხალისეობის განვითარებაში საქართველოში. ამასთან, ირაკლი არის ახალგაზრდა ევროპელი ელჩი და დაინტერესებულია საქართველოში ევროპული ღირებულებების გავრცელებისა და დეზინფორმაციასთან ბრძოლის საკითხებით. ირაკლის ხუჭუას ინტერესის სფეროს ხელოვნური ინტელექტი და ინოვაციური ტექნოგიებიც წარმოადგენს, იგი ხელოვნური ინტელექტის საკონსულტაციო კომპანია MaxinAI-ში მუშაობს.

საკონკურსო ნამუშევარი: 

ცდიან თუ არა COVID-19-ის ვაქცინას პირდაპირ ადამიანებზე?

qგურამ ჯაჯანიძე

გურამ ჯაჯანიძე 2017 წლიდან არის შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ინგლისურენოვანი პროგრამის სტუდენტი. ამავე წლიდან იგი ჩაერთო არასამთავრობო ორგანიზაციების – „ევროპულ-ქართული ინსტიტუტისა“ და „ევროპელ ინიციატორთა ასოციაციის“ საქმიანობაში. 2019 წელს ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პლატფორმის – „ევროპის სოლიდარობის კორპუსის“ ეგიდით გამართული მოხალისეობრივი პროგრამით იმყოფებოდა ლატვიაში, ქალაქ ვალმიერაში. 2019 წელს გახდა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მხარდაჭერილი გაცვლითი პროგრამა Global Undergraduate Exchange Program (Global UGRAD)-ის ფინალისტი და 2020 წლის გაზაფხულის სემესტრში სწავლობდა სამხრეთ კაროლინაში, Presbyterian College-ში.

საკონკურსო ნამუშევარი: 

“საქართველო და მსოფლიოს” მიერ დანახული პანდემია

მომზადებული მასალები:

დაიშალა თუ არა სსრკ საბჭოთა ხალხის “ნების საწინააღმდეგოდ”?

ვის ინტერესში შედის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში საქართველოს მხარედ წარმოჩენა და დეზინფორმაციის გავრცელება?

არის თუ არა გრიპის ვირუსი კოვიდზე უფრო საშიში და არსებობენ თუ არა უსიმპტომო პაციენტები?

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist