ვის ინტერესში შედის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში საქართველოს მხარედ წარმოჩენა და დეზინფორმაციის გავრცელება?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

25
VIEWS

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ფონზე ონლაინ სივრცეში იმატა ფოტო და ვიდეომასალების გავრცელებამ, სადაც საქართველოს კონფლიქტის ერთ-ერთი მხარის, აზერბაიჯანის სასარგებლოდ იარაღის გადატანაში და საქართველოს ტრანზიტულ ქვეყნად გამოიყენებაში ადანაშაულებენ. მითების დეტექტორმა გადაამოწმა რამდენიმე ასეთი ინფორმაცია, რომელიც ამტკიცებდა, თითქოს საქართველოდან აზერბაიჯანში  როგორც სახმელეთო, ისე საჰაერო გზით სამხედრო ტვირთების გადატანა ხორციელდებოდა. გადამოწმების შედეგად გაირკვა, რომ ისრაელიდან და თურქეთიდან აზერბაიჯანის მიმართულებით სამოქალაქო დანიშნულების სატვირთო თვითმფრინავების რეგულარული რეისები სრულდებოდა.

გავრცელებული ცნობები სამხედრო ტვირთის გადტანაზე უარყო როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ისე საქართველოში სომხეთის საელჩომ. ამასთანავე, საქართველომ დროებით შეაჩერა ნებართვების გაცემა სამხედრო ტვირთების გატარებაზე კონფლიქტში ჩართული სახელმწიფოების მიმართულებით. დეზინფორმაციას წარმოადგენდა გზავნილიც, თითქოს საქართველო აფერხებს ჰუმანიტარული ტვირთების გადატანას სომხეთის მიმართულებით, აღნიშნულთან დაკავშირებით სომხეთის საელჩომ საქართველოში აღნიშნა, რომ ეს ცნობები სიმართლეს არ შეესაბამება და მსგავსი ტიპის მცდარი ინფორმაცია სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო ინტერესებს აზიანებდა.

საქართველოს წინააღმდეგ აგორებული დეზინფორმაციის კამპანიის შესახებ “მითების დეტექტორი” კომენტარისთვის საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტს, ანალიტიკოს ბათუ ქუთელიას დაუკავშირდა.

ბათუ ქუთელიას თქმით, რუსული ჰიბრიდული ომის სპეციფიკის და მისი საქართველოში აქტიურობის კონტექსტიდან გამომდინარე, საკმაოდ საფუძვლიანია იმის ვარაუდი, რომ მსგავსი ტიპის მესიჯების გავრცელების მიზანს წარმოადგენს რეგიონში ქაოსის, არასტაბილურობის შექმნა, სადაც რუსეთი მაქსიმალურად შეძლებს საკუთარი ინტერესების ეფექტიანად გატარებას. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი, ქუთელიას თქმით, ეს შესაძლებელია კონფლიქტში საქართველოს ჩათრევით, არა პირდაპირი სამხედრო გაგებით, არამედ ასეთი ტიპის დეზინფორმაციის საშუალებით მისსა და მის მეზობლებს შორის ურთიერთობის გაფუჭებით.

ასეთი ტიპის დეზინფორმაციის გავრცელებისას, მისი თქმით, პირველი შეკითხვა არის, ვის აწყობს ამ მესიჯების გავრცელება? მიუხედავად იმისა, რომ როგორც სომხურ, ისე აზერბაიჯანულ მხარეს შეიძლება არსებობდნენ ჯგუფები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან საქართველო იყოს კონფრონტაციის პირობებში უშუალოდ მათი მხარდამჭერი, ბათუ ქუთელიას აზრით, დეზინფორმაციის აღნიშნული გამოვლინებები უფრო მეტად არის დაკავშირებული რუსული ჰიბრიდული ომის ტაქტიკასთან, უნდობლობის გაზრდის გზით ეფექტიანად მართოს სიტუაცია საკუთარი ინტერესების შესაბამისად.

ბათუ ქუთელია აღნიშნავს, რომ ძნელად წარმოსადგენია საქართველოს მთავრობაში ვინმე ხელს უწყობდეს ასეთი ტიპის სამხედრო ტრანზიტს, ვინაიდან მსგავსი ტრანზიტი მარტივად აღმოჩენადია. თუმცა, მეორე მხრივ, მისი თქმით, არსებობს პროაქტიული მიდგომის დეფიციტი. მსგავსი ტიპის დეზინფორმაციასთან პროაქტიული მუშაობის სქემა ბათუ ქუთელიას წარმოუდგენია შემდეგი სახით – კონსპირაციებით დაინტერესებული ძალების იდენტიფიცირება, მათ მიერ გამოყენებული საინფორმაციო არხების იდენტიფიცირება, კონსპირაციებზე რეაგირების მექანიზმის შემუშავება და ყველაფრის წინასწარ, პროაქტიულად დამუშავება, ქართულ საზოგადოებასა და პარტნიორ ქვეყნებთან რეგულარულად საუბარი.

“ეს რომ მუდმივად გამეორდება მომავალში, ამ კონკრეტულმა შემთხვევამაც დაადასტურა, იმიტომ, რომ ეს კონფლიქტი არსად არ გაქრება, როგორც ჩანს, ჯერ არც არსებობს გადაწყვეტის მექანიზმიც, არც საერთაშორისო და არც რეგიონალურ დონეზე, რაც ავტომატურად ართულებს ჩვენს ამოცანასაც, მაგრამ მომავალში ამისგან რომ დაცული ვიყოთ, ამას სჭირდება კარგად მოფიქრებული პროაქტიული კამპანია,” -აცხადებს ბათუ ქუთელია

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist