რომელი ქვეყნები ლიდერობენ კიბერთავდასხმებში?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

23
VIEWS

2020 წლის 25 აგვისტოს Sputnik Ossetia-მ გამოაქვეყნა სტატია, სახელწოდებით “რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოში განაცხადეს, რომ აშშ მსოფლიოში ჭარბი რაოდენობის კიბერშეტევის უკან დგას”. სტატიაში ციტირებულია რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე, ოლეგ ხრამოვი, რომლის თანახმად ამერიკელები,  საკმაოდ მნიშვნელოვანი განსხვავებით, ლიდერობენ მავნე [კიბერ] საქმიანობის სტატისტიკაში. სტატიის მტკიცებით, 2016-2019 წლებში ამერიკის მაჩვენებელი, მავნებელი საქმიანობის ტიპიდან გამომდინარე,  40%-75%-ია, ხოლო რუსეთის – 2%-7%.

ოლეგ ხრამოვი: “ამერიკის შეერთებული შტატები მსოფლიოში უამრავი კიბერთავდასხმის უკან დგას. ამერიკელები მავნებელი აქტივობების სტატისტიკით მნიშვნელოვნად ლიდერობენ: 2016-2019 წლებში 40% დან 70%-მდე მავნე აქტივობის ტიპიდან გამომდინარე. რუსეთში ეს მაჩვენებეი 2%-დან 7%-მდეა.”

Sputnik Ossetia-ს სტატიაში მოხსენიებული მონაცემები დეზინფორმაციაა, ვინაიდან 2009-2019 წლებში კიბერშეტევების მხრივ არა ამარიკა, არამედ, რუსეთთი და ჩინეთი, ლიდერობდნენ. 

კიბერუსაფრთხოება და სტატისტიკა 

კიბერუსაფრთხოების ონლაინ ჟურნალმა “Privacy Affairs” გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ქვეყნების მიხედვით შეჯამდა და გაანალიზდა 2009-2019 კიბერშეტევის შემთხვევები. სტატიაზე დაყრდნობით, 2009-2019 წლების პერიოდში კიბერშეტევების 35%-ის წყარო იყო ჩინეთი და რუსეთი, მათ შორის  ჩინეთს მიერ განხორციელებული 79 დადასტურებული, მთავრობის წინააღმდეგ მიმართული შეტევა და 75 – რუსეთის მიერ, შემდეგ პროცენტულობით ლიდერობს ჩრ. კორეა და ირანი, სადაც დაფიქსირდა გლობალური შეტევების 16%, და აშშ, სადაც ხსენებული მაჩვენებელი 3%-ზეა.

"

კერძოდ, რუსეთმა 2009-2019 წლების პერიოდში განახორციელა 75 დადასტურებული შეტევა 19 ქვეყანაში, მათ შორის შეტევების 50,7%-ის სამიზნე იყო აშშ, 13,4% – უკრაინა, 9% – გერმანია, დიდი ბრიტანეთი – 4,5%, პოლონეთი – 3,0% და ა.შ.

"

რაც შეეხება აშშ-ის, აშშ-იდან  12 გლობალური კიბერშეტევა განხორციელდა, რომელთა უმეტესობა 2019 წელს მოხდა. შემთხვევების 27,3%-ის სამიზნე იყო ჩრ. კორეა, 18,2% – ჩინეთი და 9,1% – ირანი, რუსეთი, ამერიკა, ისრაელი და გერმანია.

ასევე, აღსანიშნავია, რომ 2009-2019 წლის პერიოდში გლობალური კიბერშეტევების 33,1%-ის სამიზნე იყო ამერიკა,  4,6% -გერმანია და სამხრეთ კორეა, 4,3% – დიდი ბრიტანეთი, 3,7% -უკრაინა, 2,9% – ჩინეთი, 2,3% – რუსეთი და ა.შ.

ასევე, აღსანიშნავია, რომ სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრმა (CSIS) გამოაქვეყნა 2006-2020 წლებში საყურადღებო კიბერ შემთხვევების სია, რომლის ფოკუსს წარმოადგენს შეტევები სამთავრობო სააგენტოებზე, თავდაცვით და მაღალტექნოლოგიურ კომპანიებზე ან/და ისეთი ეკონომიკური დანაშაული, რომლის შედეგად ზარალი 1 მლ. დოლარზე მეტი იყო.

2019 წელს დაფიქსირდა 15 კიბერაქტივობა, რომელიც დაკავშირებული იყო რუსეთის მთავრობასთან, რუსულ დაჯგუფებებთან  ან/და ასოცირებულ ჯგუფებთან. 2018 წელს ეს მაჩვენებელი იყო 24, 2017 წელს – 13, ხოლო 2016 წელს, კი, 5. შედარებისთვის,  საგრძნობლად დაბალია კიბერშეტევების ის რაოდენობა, რომელიც ასოცირებულია ამერიკასთან ან/და ამერიკულ ჯგუფებთან. კერძოდ, სტატიის მიხედვით, 2019 წელს დაფიქსირდა  4 ასეთი კიბერშეტევა, 2018 წელს – 1, 2017 წელს – 0, ხოლო 2016 წელს – 1.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ ავიღებთ მხოლოდ 2016-2019 წლების სტატისტიკას, როგორც ნახსენებია Sputnik Ossetia-ს სტატიაში, ხრამოვის მტკიცებულება მაინც წარმოადგენს დეზინფორმაციას, რომელიც მიმართულია ანტი-ამერიკული სენტიმენტების გაღვივებისკენ.

პირველწყარო

ხრამოვის მიერ წარმოდგენილი სტატისტიკის პირველწყარო თავად ხრამოვია და რაიმე კვლევას არ ეფუძნება. ამ თემაზე მან ინტერვიუ რუსულ გამოცემა  Аргументы и Факты-ს 25 აგვისტოს მისცა, შემდეგ კი როგორც დადასტურებული ფაქტი სხვა რუსულმა გამოცემებმაც გააშუქეს.

""

იდენტურ ცნობებს ადრე გამოცემა “საქართველო და მსოფლიოც” ავრცელებდა. მასალა ამ თემაზე იხილეთ აქ.

თემატიკა: სხვა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, რუსეთი, ჩინეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist