მითების დეტექტორის ლაბორატორია – VI ჯგუფი

კითხვის დრო: 7 წუთი

კითხვის დრო: 7 წუთი

257
VIEWS

1გიგა აბაშიძე 

გიგა აბაშიძემ დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მოიპოვა  საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრის დიპლომი, შორეული აღმოსავლეთის რეგიონისმცოდნეობის დამატებითი სპეციალობით.

საკონკურსო ნამუშევარი:

3 გამოგონილი ამბავი, რომელიც აქციების დემონიზებას ისახავს მიზნად

მომზადებული მასალები:

ინაშვილი ტერმინ “ოკუპაციის” წინააღმდეგ

დეზინფორმაცია, თითქოს რუსეთის ბომბდამშენები საქართველოში შემოიჭრნენ

"ნიკა აზიკური

ნიკა აზიკურს დამთავრებული აქვს პრაღის კარლოვის უნივერსიტეტის Liberal Arts and Humanities საბაკალავრო პროგრამა. სწავლობდა აგრეთვე საერთაშორისო ურთიერთობებს რომის ამერიკულ უნივერსიტეტში. ამჟამად არის სტაჟიორი ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრში (EPRC). გავლილი აქვს სტაჟირება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. ჩართულია კონფლიქტების საკითხზე სხვადასხვა აქტივობებში. უახლოეს მომავალში დაგეგმილი აქვს ევროპაში სწავლის გაგრძელება Mundus MAPP-ის სამაგისტრო პროგრამაზე.

საკონკურსო ნამუშევარი:

სპუტნიკის ავტორის 3 მანიპულაცია ლარზე, საწვავის ფასებზე და ტურიზმზე

მომზადებული მასალები:

დეზინფორმაცია, თითქოს აშშ-ს დონბასის რეგიონში მშვიდობა არ სურს

"მარიამ გოჩიტაშვილი

მარიამ გოჩიტაშვილი – „საქართველოს უნივერსიტეტის“ მესამე კურსის სტუდენტია, სწავლობს „საჯარო მმართველობის“ ფაკულტეტზე და დაინტერესებულია სამოქალაქო და საზოგადოებრივი აქტივობებით, რაც დაეხმარება ცოდნისა და გამოცდილების მიღებაში. დღემდე, მონაწილეობა მიუღია არაფორმალური განათლების არაერთ პროექტში, აქვს ინტერვიუერის, ორგანიზატორის, მოხალისისა და მკვლევარის გამოცდილება. იყო „Erasmus +” ის სტიპენდიანტი პოლონეთში, სადაც მენეჯმენტის კურსი გაიარა.

მარიამმარიამ დანგაძე

მარიამ დანგაძე საქართველოს უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის მიმართულების პირველი კურსის სტუდენტია. ცდილობს, აქტიურად ჩაერთოს არაფორმუალური განათლების სხვადასხვა ტიპის აქტივობებში. პროფესიის გარდა, დაინტერესებულია ისტორიით, მხატვრული ლიტერატურით, პოლიტიკითა და ჟურნალისტიკით.

საკონკურსო ნამუშევარი:

წინასაარჩევნო პროპაგანდა ± 100 წელი

მომზადებული მასალები:

დეზინფორმაცია, თითქოს საქართველოში მობინადრე უცხოელების რაოდენობა შემაშფოთებელია

მითი, თითქოს ჰიტლერმა შვეიცარიის დაპყრობა მისი ნეიტრალიტეტის გამო ვერ გაბედა

მანიპულაცია, თითქოს გერმანიის გაერთიანება საბჭოთა კავშირის პოლიტიკის შედეგია

ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაავადებების გავრცელებაში კვლავ ლუგარის ლაბორატორიას ადანაშაულებენ

მანიპულაცია, თითქოს Google-სთვის სიტყვა “ქრისტიანი” მიუღებელია

თარხან-მოურავი თურქეთს ქართული პომიდვრის და კარტოფილის მიტაცებაში ადანაშაულებს

ლინალინა დოლიძე

ლინა დოლიძე  ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის, პოლიტიკისა და დიპლომატიის ფაკულტეტის ბაკალავრის.  ერთი წელია, აქტიურა არის ჩართული სხვადასხვა სამოქალაქო აქტივობაში. გახლავთ მოძრაობა „რუსეთი ოკუპანტია“-ს წევრი და მისი ყოველდღიური ცხოვრების უდიდესი ნაწილი სწორედ პრორუსულ ძალებთან და კრემლის პროპაგანდასთან ბრძოლას ეთმობა. უმუშავია როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო პროექტებში, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ჰქონდა შესაძლებლობა, ყოფილიყო ტელეწამყვანი, ხშირად უწევდა ურთიერთობა ჟურნალისტებთან. შედეგად, ძალიან დაინტერესდა აღნიშნული პროფესიით. სამომავლოდ სურს, როგორც ჟურნალისტმა, მოამზადოს განსაკუთრებულად საინტერესო რეპორტაჟები მოგზაურობისა და კულტურის სხვადასხვა სფეროების შესახებ.

საკონკურსო ნამუშევარი:

დეზინფორმაცია, თითქოს ნიდერლანდებში არასრულწლოვანი ევთანაზიით მოკლეს

ანაანა ებანოიძე

ანა ებანოიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ზესტუდენტია. დაინტერესებულია საჯარო სამართლით, კერძოდ მედია სამართლით. პირველი კურსიდან აქტიურადაა ჩართული საუნივერსიტეტო საქმიანობაში; უწევს მოდერირებას ილიაუნის ადამიანის უფლებების კინოკლუბს, გამოხატვის თავისუფლების-მედია სამართალის თემებზე გაკეთებული აქვს რამდენიმე ფილმის ჩვენება და დისკუსია. მედია სამართლის გარდა აქტიურად არის ჩართული საკონსტიტუციო სამართალში და სტაჟირებას გადის ილიაუნის სამართლის სკოლასთან არსებულ მართლმსაჯულების გაძლიერებისა და სამართლებრივი განათლების ცენტრში.

საკონკურსო ნამუშევარი:

ჩერნობილის კატასტროფის გაშუქება საბჭოთა მედიაში

მომზადებული მასალები:

დეზინფორმაცია, თითქოს პოლონეთი ჰიტლერს მემორიალს უშენებს

“ქართული ოცნების” პოლიტიკოსები ლარის გაუფასურებას ოპოზიციის პროვოკაციებს მიაწერენ

“სპუტნიკის” კომენტატორის მანიპულაცია, თითქოს რუსი ტურისტების გარეშე საქართველოს ეკონომიკამ იზარალა

მომზადებული მულტიმედია:

ვატო ლეჟავა საუბრობს ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით

1qსალომე ელისაშვილი

სალომე ელისაშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრანტია სახელმწიფო მართვისა და საჯარო პოლიტიკის მიმართულებით. სხვადასხვა დროს იყო სტაჟიორი „მედია-კომუნიკაციის საგანმანათლებლო კვლევით ცენტრში“, „სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციასა“ და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში. აქვს მოხალისეობრივი გამოცდილება საგანმანათლებლო პროექტების თუ ღონისძიებების ორგანიზების კუთხით. აქტიურად არის ჩართული სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაშიც. დაინტერესებულია სოციალური, პოლიტიკური და ურბანული საკითხებით.

საკონკურსო ნამუშევარი:

ლავროვის ტყუილი, თითქოს სირიაში 1,5 მილ ლტოლვილი დაბრუნდა და Sputnik-ის გაყალბებული ფოტო

მომზადებული მასალები:

რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს მანიპულაცია, თითქოს ჩეხეთმა საავიაციო ხელშეკრულება დაარღვია

დგიორგი იაგანაშვილი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიეთობების სტუდენტია, დამატებითი სპეციალობა ფილოსოფია.      ცდილობს იყოს აქტიური მოქალაქე და ხშირად ჩაერთოს სხვადასხვა სახის ღონისძიებებში. არაერთ კონფერენციასა და საზაფხულო სკოლაში მიუღია მონაწილეობა. გავლილი აქვს სტაჟირების პროგრამები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ადმინისტრაციაში . ამჟამად არის PITA თბილისის ახალგაზრდული ცენტრის წევრი. დროის დიდ ნაწილს უთმობს ესპანური ენის შესწავლას. ინტერესის სფეროები:  რენესანსის ეპოქის ხელოვნება, საერთაშორისო პოლიტიკა, ჟურნალისტიკა, კანტის ფილოსოფია.

საკონკურსო ნამუშევარი:

საქართველო რუსეთის გარეშე (ვერ) გადარჩება?

მომზადებული მასალები:

დეზინფორმაცია, თითქოს საზღვაო ტრიბუნალს ქერჩის დავის განხილვის იურისდიქცია არ აქვს

დეზინფორმაცია, თითქოს ნორვეგიამ თევზის ექსპორტის გამო, რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებზე უარი თქვა

“სანდო გვერდზე” საბურთალოზე “წაქცეული” კორპუსი რეალურად ეგვიპტეში იდგა

მმართველი პარტიის დეპუტატი იცავს მე-6 პუნქტს, რომელიც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სტატუსზე მოლაპარაკებების დაწყებას ითვალისწინებდა

კრემლის ძველი ახალი გზავნილი: აშშ ტერორიზმს უჭერს მხარს

“პატრიოტები” ტერმინ “რუსეთი ოკუპანტიას” წინააღმდეგ

დმარიამ კახიძე

მარიამ კახიძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტია, საერთაშორისო სამართლის მიმართულებით. არის თინათინ წერეთლის სახელობის სამეცნიერო საზოგადოების აქტიური წევრი(სისხლის სამართლის მიმართულებით), ასევე ორგანიზაცია “ILSA GERORGIA – ილსა საქართველოს წევრი“. აქტიურადაა ჩართული ახალგაზდრულ სამეცნიერო სამქიანობაში და საერთაშორისო თუ ადგილობრივ პროექტებში. ავტორია რამდენიმე სამეცნიერო სტატიის. მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა სამეცნიერო კონფერენციასა და მოდელირებებში. ამჟამად ფლობს ხუთ ენას: ქართული, ინგლისური, რუსული, იტალიური და ჩინური.

საკონკურსო ნამუშევარი:

კრემლის მესიჯბოქსი “საქართველო და მსოფლიოში” დაჟანგული ამერიკული ტანკების შესახებ

მომზადებული მასალები:

“სტალინის” მანიპულაცია Youtube-ზე

მომზადებული ინფოგრაფიკა:

კრემლის მესიჯბოქსი “საქართველო და მსოფლიოში” დაჟანგული ამერიკული ტანკების შესახებ

ემარიამ კვირკვაია

მარიამ კვირკვაია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების პირველი კურსის სტუდენტია, უყვარს კითხვა და სამაგიდო თამაშები. დანიტერესებულია ხელოვნებით, პოლიტიკით, ჟურნალისტიკითა და ენების სწავლით.

საკონკურსო ნამუშევარი:

ჯაჭვლიანი დასავლეთის მიმართ სკეპტიციზმს თესავს და ამტკიცებს, თითქოს ევროპამ რუსეთს სანქციები მოუხსნა

21აჩიკო მაისურაძე

აჩიკო მაისურაძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების მესამე კურსის სტუდენტია. არ იზიდავს სოციალური აქტივობა, მაგრამ აფასებს მის როლს დღევანდელ სამყაროში. აინტერესებს პოლიტიკა, ეკონომიკა, ეროვნული თავდაცვა და უსაფრთხოება.

საკონკურსო ნამუშევარი:

რუსული და ქართული მედიის 3 ტყუილი დონბასზე

მომზადებული მასალები:

დეზინფორმაცია, თითქოს ლონდონში ბრიტანელები უმცირესობაში არიან

12სოსო მეზვრიშვილი

სოსო მეზვრიშვილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სოციოლოგიის სამაგაისტრო პროგრამის სტუდენტია. ბოლო წლებია დამოუკიდებლად  მუშაობს სამხედრო სოციოლოგიის განხრით და ატარებს კვლევებს (მოხალისეობრივად), შეისწავლის სხვადასხვა გამოწვევებს სქართველოს რეალობაში. იკვლევს ჰიბიდულ გამოწვევებსა და დეზინფორმაციას ქართულ მედია სივრცეში.

საკონკურსო ნამუშევარი:

პოლიტიკა თუ ომი?!

მომზადებული მასალები:

დეზინფორმაცია, თითქოს რომპეი “სამშობლოს” და “ეროვნების” სანაგვეზე მოსროლას აპირებს

"თეა მიქელაძე

თეა მიქელაძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტია. ამჟამად სტაჟირებას გადის არასამთავრობო ორგანიზაცია GLOW-ში და მუშაობს Erasmus Student Network Tbilisi ISU-ს ტრენერთა ცენტრის ერთ-ერთ ტრენერად.

საკონკურსო ნამუშევარი:

ქალები წარსულიდან 

მომზადებული მასალები:

დეზინფორმაცია, თითქოს სტოლტენბერგი ნეიტრალური ქვეყნების ნატოში გაწევრიანებას არ გამორიცხავს

"გიორგი ნადირაძე

გიორგი ნადირაძე არის საქართველოს ატლანტიკური ხელშეკრულების ახალგაზრდული ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი 2018 წლის იანვრიდან. მანამდე ამავე ორგანიზაციაში დირექტორთა საბჭოს წევრი 2016-2018 წლებში. მას აქვს მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება საერთაშორისო არასამთვარობო ორგანიზაციებში. ამჟამად ის არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო სამართლისა და პოლიტიკის მაგისტრანტი. 2017 წელს მიიღო ბაკალავრის ხარისხი სამართალმცოდნეობაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2018-2019 წელბში გავლილი აქვს ეროვნული უსაფრთხოებისა და საჯარო პოლიტიკის კურსი საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში, 2018 წელს ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში, 2019 წელს ევროკავშირისა და რუსეთის ურთიერთობები და ბალტიის ზღვის რეგიონის უსაფრთხოების კურსი ტარტუს უნივერსიტეტში.

"გიორგი ყარალაშვილი

გიორგი ყარალაშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტიეტის საერთაშორისო ურთიერთობების და პოლიტიკური მეცნიერებების მიმართულიების სტუდენტია.  მისთვის ერთ ერთი საინტერესო მიმართულება საქართველოში რუსული რბილი ძალის შესწავლა წარმოადგენს რისი კვალიც ხშირად შეიმჩნევა სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებსა და სოციალურ ქსელებში. ამჟამად მუშაობს ანალიტიკურ ნაშრომზე რომელიც შეეხება რუსული რბილი ძალის გავლენას საქართველოს ევრო-ატლანტიკურ ურთიერთობებზე. გარდა ამისა  სოციალურ და პოლიტიკური მეცნიერებებიდან გიორგისთვის ჟურნალისტიკა ერთ-ერთი საინტერესო მიმართულებაა.

საკონკურსო ნამუშევარი:

“საქართველოს და მსოფლიოს” 4 ტყუილი ევროპაში მუსლიმების რაოდენობაზე

მომზადებული მასალები:

მანიპულაცია, თითქოს საქართველოში სერიალების გავლენით ბავშვებს თურქულ სახელებს არქმევენ

"კესო ჭუმბურიძე

კესო ჭუმბურიძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების სტუდენტია, მიაჩნია, რომ საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია სტრატეგიული კომუნაკაციების სფეროს განვითარება რუსეთიდან მომდინარე საფრთხის და ირიბი მედიაპროპაგანის გამო.

საკონკურსო ნამუშევარი:

TVM.ge-ს და Vaxxinfo-ს მანიპულაცია, თითქოს ვაქცინები აუტიზმს იწვევს

მომზადებული მასალები:

დეზინფორმაცია, თითქოს ევროპარლამენტმა მხარი მადუროს დაუჭირა

"მარიამ ტალახაძე

მარიამ ტალახაძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნუკაციის მე-3 კურსის სტუდენტია. იგი დაახლოებით 2 წლის წინ დაინტერესდა ფაქტების გადამოწმების საკითხით, 2018 წელს კი პროგრამა „მრავალფეროვნების სკოლის“ ფარგლებში განახორციელა პროექტი „მედია-წიგნი-ერი“, რომელიც დამამთავრებელი სკოლის მოსწავლეებში ყალბი ამბებისა და პროპაგანდის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ისახავდა მიზნად. მარიამი 2017 წლიდან ეწევა მოხალისეობრივ საქმიანობას. აქტიურად არის ჩართული სტუდენტურ ცხოვრებაშიც, ბეჭდური მედიის სასწავლო კურსის ფარგლებში იყო სასწავლო გაზეთის მთავარი რედაქტორი. გარდა ჟურნალისტიკისა, დაინტერესებულია არაფორმალური განათლებით, კვლევითი საქმიანობითა და გენდერის თემით.

საკონკურსო ნამუშევარი:

“სპუტნიკის” თვალით დანახული “გავრილოვის ღამე”​​​​​​​

მომზადებული მასალები:

კრემლი და ქართველი აქტორები თბილისის საპროტესტო აქციებს უკრაინის მაიდანთან და “სახელმწიფო გადატრიალებასთან” აიგივებენ

მომზადებული ინფოგრაფიკა:

კრემლი და ქართველი აქტორები თბილისის საპროტესტო აქციებს უკრაინის მაიდანთან და “სახელმწიფო გადატრიალებასთან” აიგივებენ

"ელიზბარ ტვილდიანი

ელიზბარ ტვილდიანი ილიაუნის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტია. დაინტერესებულია სოციალური და ევოლუციური ფსიქოლოგიით. განსაკუთრებით ინტერესის სფეროს წარმოადგენს პროპაგანდის მექანიზმები, მასკომუნიკაციის საშუალებები და რბილი ძალის ეფექტები, როგორც მარკეტინგის, ასევე პოლიტიკური ინტერესების მისაღწევად.

საკონკურსო ნამუშევარი:

ობიექტური და რუსული რეალობა. 20 ივნისის აქციები რუსულ მედიაში

მომზადებული მასალები:

დეზინფორმაცია, თითქოს მაკრონს ევროკავშირიდან წევრი ქვეყნების გარიცხვა სურს

qქეთევან ჯელაძე

ქეთევან ჯელაძე პროფესიით ფიზიკოსია. ვსწავლობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
ჩემს პროფესიულ საქმიანობასთან  ერთად, ეძებხს ადამიანებისთვის ინფორმაციის მიწოდების სწორ და ხარისხიან  გზებს და ამ გზების შესწავლას ცდილობს.
მომავალში მიკროსამყაროს არანორმალური ნაწილაკების ყოფაქცევის დაკვირვებასთან ერთად,  სურს მისი თუ სხვა მეცნიერებების საქმიანობა გასაგებ ენაზე გავუზიაროს საზოგადოებას. ამ და სხვა ჯერაც შეცნობის პროცესში მყოფი მიზეზების  გამო აინტერესებს ჟურნალისტიკა. საბოლოოდ კი მინდა მის პროფესიას მეცნიერების ჟურნალისტის საქმინობაც შევუთავსოს.

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist