ჯაჭვლიანი დასავლეთის მიმართ სკეპტიციზმს თესავს და ამტკიცებს, თითქოს ევროპამ რუსეთს სანქციები მოუხსნა

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

1483691557-9833-sanktsiji-proti-rf-koshtuvali-evrosoyuzu-176-mlrd-evro-u-2015-rotsi
185
VIEWS

2019 წლის 10 ივლისს “საქართველო და მსოფლიოს” ვებ-გვერდზე საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრის სოსო ჯაჭვლიანის ინტერვიუ გამოქვეყნდა. ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რა ზიანი შეიძლება მოუტანოს საქართველოს ანტირუსულმა რიტორიკამ, ჯაჭვლიანმა უპასუხა, რომ საქართველოს ევროპის იმედი არ უნდა ჰქონდეს, ვინაიდან მან  რუსეთს ყირიმის საკითხის გამო დაკისრებული სანქციები გაუუქმა.

სოსო ჯაჭვლიანი: “ისე, ძალიან მაინტერესებს, ეს ჩვენი “პატრიოტი ევროლიბერასტები” დასავლეთზე რომ ამყარებენ იმედებს და ევროპაა ჩვენი მომავალიო, გაიძახიან, ის ევროპა არაა, რუსეთს ყირიმის მოვლენების გამო დაწესებული სანქციები რომ გაუუქმა ახლახან?! რატომ გაუუქმა, იცით, იმიტომ კი არა, რომ რუსეთმა რამე დათმო ან რუსი ხალხი შეეცოდათ, იმიტომ, რომ თვითონაც ზარალდებოდნენ მაგ სანქციებით.“

სოსო ჯაჭვლიანის განცხადება, თითქოს ევროპამ რუსეთს ყირიმის მოვლენების გამო დაკისრებული სანქციები მოუხსნა, შეცდომაში შემყვანია და საზოგადოებაში სკეპტიციზმის დათესვას ისახავს მიზნად, რომ დასავლეთი და ევროპა საფრთხეებისგან ვერ დაგვიცავს. 2014 წელს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ევროკავშირმა მიმდინარე წელს დამატებით 6 თვით გაახანგრძლივა. ერთადერთი შეზღუდვა, რაც რუსეთს მოეხსნა, ევროსაბჭოში ხმის უფლების მიცემა იყო, რაც ევროსაბჭომ რუსეთის მოქალაქეთა უფლებების დაცვის საკითხით ახსნა.

  • დასავლური ქვეყნების მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციები არ გაუქმებულა

2014 წელს  ევროკავშირმა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და რამდენიმე მოკავშირე ქვეყანამ  რუსეთს ყირიმის ნახევარკუნძულის მიტაცებისა და აღმოსავლეთ უკრანიაში, დონეცკსა და ლუგანსკში, სეპარატისტების მხარდაჭერისთვის ეკონომიკური სანქციები დაუწესეს, რომლის მთავარი სამიზნე საბანკო სფერო და რუსეთის ენერგეტიკაა.

სანქციები არ გაუქმებულა და ხდება მისი პერიოდულად გახანგრძლივება. 2019 წლის 20 ივნისს ბრიუსელში გამართულ  შეხვედრაზე ევროკავშირის ქვეყნებმა სანქციები 6 თვით გაახანგრძლივეს და დამატებით რუსეთისთვის ყირიმის რეგიონში ინვესტიციების კიდევ 1 წლით აკრძალვაზე შეთანხმდნენ.

მიმდინარე წლის 4 მარტს რუსეთის მიმართ მიღებული სადამსჯელო ღონისძიებები, რომლებიც მოიცავს მაღალჩინოსანთა საჰაერო ფრენების შეზღუდვებსა და აქტივების გაყინვას,  აშშ-მაც გაახანგრძლივა.

  • რა საკითხებს მოიცავს რუსეთისთვის დაწესებული სანქციები 

რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციები მოიცავს:

  • იარაღის ექსპორტ-იმპორტის შეზღუდვას.
  • აქტივების გაყინვასა და თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვას – უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დარღვევის გამო 152 პირსა და 37 ორგანიზაციას  საბანკო ანგარიშები გაუყინეს და ევროკავშირის ტერიტორიაზე გადაადგილება აუკრძალეს.
  • რუსეთის 5 სახელმწიფო ბანკის, 3 მსხვილი ენერგოკომპანიისა და 3 წამყვანი თავდაცვითი კომპანიისაგან ობლიგაციებისა და აქციების ყიდვას და ჩამოთლილი ორგანიზაციებისათვის სესხის გაცემას.
  • რუსეთში გარკვეული ენერგო ტექნოლოგიისა და აღჭურვილობის ექსპორტის აკრძალვას.

დასავლეთის მიერ სანქციების შემოღებამ 2015 წელს რუსეთის მშპ-ზე დიდი გავლენა იქონია და ის  წლის მანძილზე საშუალოდ 2.6%ით შემცირდა.

"

ეკონომისტები ვარაუდობენ, რომ 2018 წლის ეკონომიკური ზრდის პერიოდის შემდგომ რუსეთის ეკონომიკური ზრდა შენელდება და 2019-2021 წლებში 1.2-1.8% იქნება.

"

ერთადერთი შეზღუდვა, რაც რუსეთს მოეხსნა, ევროსაბჭოში ხმის უფლების მიცემა იყო, რაც ევროსაბჭომ რუსეთის მოქალაქეთა უფლებების დაცვის საკითხით ახსნა.

2019 წლის 25 ივნისს ევროსაბჭოს პარლამენტის გადაწყვეტილებით რუსეთის ფედერაციას ევროსაბჭოში ხმის მიცემის უფლება დაუბრუნდა, რაც 2014 წელს ყირიმის ანექსიის გამო ჰქონდა ჩამორთმეული. მიუხედავად იმისა, რომ ამ გადაწყვეტილებას უკრაინის და სხვა პოსტაბჭოთა სივრცის ქვეყნების მხრიდან უარყოფითი შეფასებები მოჰყვა, ევროსაბჭომ განაცხადა, რომ წინააღმდეგ შემთვევაში რუსეთი ევროსაბჭოს დატოვებით იმუქრებოდა, რის შედეგადაც რუსეთის მოქალაქეებისთვის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლება უქმდებოდა.


მითების დეტექტორის ლაბორატორია

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: შეცდომაში შემყვანი
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist