დეზინფორმაცია, თითქოს რუსეთის ბომბდამშენები საქართველოში შემოიჭრნენ

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

რფგ
229
VIEWS

განახლება: მითების დეტექტორის მასალის გამოქვეყნების შემდეგ, Facebook გვერდმა “ლიდერი 41” არასწორი ინფორმაციის გამოქვეყნების გამო, ბოდიში მოიხადა.

"


2019 წლის 8 ივლისს პორტალზე “მთელი კვირა” გამოქვეყნდა სტატია, რომლის მიხედვითაც სოჭის საავიაციო ბაზიდან, საქართველოს მიერ კონტროლირებადი საჰაერო სივრცე ორმა რუსულმა ბომბდამშენმა გადმოკვეთა. აღნიშნულ პირველწყაროზე დაყრდნობით იდენტური ინფორმაცია “ალიამ” და Facebook გვერდმა “ლიდერი 41” გააზიარეს. ამჟამად “ალიას” სტატია ვებგვერდიდან წაშლილია.

"

"

"

რუსული ბომბდამშენების მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის გადმოკვეთას თავდაცვის სამინისტროში არ ადასტურებენ. გავრცელებული ინფორმაცია ყალბია და ანტი-საოკუპაციო აქციების ფონზე მოსახლეობაში ომის დაწყების შესახებ შიშის დათესვას ისახავს მიზნად. 

გავრცელებული ინფორმაციის გადასამოწმებლად “მითების დეტექტორი” საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრეს ცენტრს დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ რუსეთის ბომბდამშენების მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის გადმოკვეთის შესახებ ცნობა სიმართლეს არ შეესაბამება.

ანტი-საოკუპაციო აქციების ფონზე სოციალურ ქსელებში მოსახლეობაში შიშის დათესვის მიზნით სხვადასხვა დეზინფორმაცია ვრცელდება. ზემოთ აღნიშნული ყალბი ინფორმაციის გარდა, 6-8 ივლისის პერიოდში Facebook-ში ვირუსულად ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს ვლადიმირ პუტინი საქართველოში სამხედრო ინტერვენციისთვის ემზადებოდა. “მითების დეტექტორმა” აღნიშნული ინფორმაციაც გადაამოწმა – ინტერვიუ, რომელსაც გამოცემები წყაროდ ეყრდნობოდნენ აშშ-ის კონგრესმენ მაიკ როჯერს ეკუთვნოდა, რომელიც მან Fox News-ს 5 წლის წინ, 2014 წელს მისცა. ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” პუბლიკაცია.

წყაროების შესახებ

ვებსაიტი mtelikvira.com 2019 წლის 12 მაისს შეიქმნა. საიტზე არ იძებნება არც საკონტაქტო ინფორმაცია და არც ვებ-გვერდის საქმიანობის შესახებ სექცია. (Xanax)

რაც შეეხება ფეისბუქ გვერდს “ლიდერი 41”, ის 2019 წლის 20 თებერვალს შეიქმნა. აღწერაში გვერდს პარტია “ქართული ოცნების” აღწერა და მიზნები, ასევე “ქართული ოცნების” ოფიციალური ვებსაიტი აქვს მითითებული.

"

"


მითების დეტექტორის ლაბორატორია

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist