პრიმაკოვის ცენტრის ხელმძღვანელი “ბორჯომის” შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებს

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

2.9k
VIEWS

12 ივლისს ტელეკომპანია სეზონის გადაცემაში “დღის შეჯამება ნიკოლოზ მჟავანაძესთან” პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის ხელმძღვანელმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ კომპანია “ბორჯომის” შესახებ ისაუბრა. ლორთქიფანიძის მტკიცებით, მამუკა ხაზარაძემ 2015-16 წლებში “ბორჯომის” აქციების 56% რუსულ “ალფა ჯგუფს” მიჰყიდა, ხოლო “ალფა ჯგუფმა” კუთვნილი აქციები “საქართველოს სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცა.” 

Screenshot 6 3 პრიმაკოვის ცენტრის ხელმძღვანელი “ბორჯომის” შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებს

დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადება “ბორჯომის” შესახებ დეზინფორმაციულ და მანიპულაციურ მტკიცებებს შეიცავს: 1. მტკიცება, რომ მამუკა ხაზარაძემ “ალფა ჯგუფს” კომპანია “ბორჯომის” 56% გადასცა, მცდარია. რეალურად IDS Borjomi International-ის საკონტროლო პაკეტი “ალფა ჯგუფს” 2013 საინვესტიციო ფონდმა “სელფორდმა” მიჰყიდა, მაშინ “სელფოლდი” ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის მფლობელობაში იყო. 2. მტკიცება, რომ “ალფა ჯგუფმა” კომპანიის აქციები საქართველოს სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცა, მანიპულაციურია და ქმნის შთაბეჭდილებას, რომ კომპანიამ ეს საკუთარი კეთილი ნებით განახორციელა მაშინ, როდესაც ამ ნაბიჯით კომპანიამ სანქციებისგან თავის დახსნა და შეჩერებული საქმიანობის განახლება მოახერხა.

  • რატომ გადასცა “ალფა ჯგუფმა” საქართველოს მთავრობას კუთვნილი აქციები?

2022 წლის თებერვალში უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთისთვის დაწესებული სანქციები რუსულ საინვესტიციო კონსორციუმს “ალფა ჯგუფსაც” შეეხო და მისი დამფუძნებელი – მიხაილ ფრიდმანი, სანქცირებულ ოლიგარქთა სიაში მოხვდა. აპრილის თვეში “IDS ბორჯომმა”  კუთვნილ ორ ქარხანაში საქმიანობის დროებითი შეჩერების შესახებ განაცხადა და ამის მიზეზად პროდუქციის რეალიზაციის ძირითად ბაზრებზე შექმნილი კრიზისული ვითარება და საბანკო ანგარიშებზე წვდომის შეზღუდვა დაასახელა

ამავე წლის მაისში ცნობილი გახდა, რომ “IDS ბორჯომის” ერთ-ერთი მფლობელი, “ალფა ჯგუფი” კუთვნილი აქციების წილის საქართველოს მთავრობისთვის უსასყიდლოდ გადაცემას განიხილავდა, რაც კომპანიას წარმოების განახლების საშუალებას მისცემდა. 

ივნისში გარიგების დეტალებიც გასაჯაროვდა: “ალფა ჯგუფმა,” რომელიც იმ დროის მონაცემებით კომპანისს აქციების 57.72%-ის მფლობელი იყო, საქართველოს მთავრობას აქციების 7.73% გადასცა. გარიგების შედეგად “ალფა ჯგუფის” აქციების წილმა 49.99% შეადგინა (დანარჩენ 50.01%-ს ამჟამად პატარკაციშვილების ოჯახი, საქართველოს მთავრობა და რამდენიმე წვრილი აქციონერი ინაწილებენ), რაც საკმარისი იყო სანქციებისგან თავის დასაღწევად და წარმოების გასაახლებლად. 

შეთანხმებასთან ერთად შეიცვალა კომაპნიის მართვის წესებიც: კომპანიის მაკონტროლებელ აქციონერებს აღარ ექნებათ IDS BORJOMI International-ის მაკონტროლებელი ფუნქცია და მათი რიცხვი დირექტორთა საბჭოში 8-დან 2-მდე შემცირდა, ამასთან დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი იქნება. 

13 ივნისს გამართულ მთავრობის სხდომაზე აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმაც დაადასტურა.

  • ვინ მიჰყიდა “ალფა ჯგუფს” ბორჯომის წილები?

Დიმიტრი ლორთქიფანიძე გადაცემაში ამტკიცებდა იმასაც, რომ ბორჯომის წარმოება 2015-2016 წლებში რუსულ “ალფა-ჯგუფს” მამუკა ხაზარაძემ მიჰყიდა. რეალურად, კომპანია “აიდიეს ბორჯომი” მამუკა ხაზარაძემ 1995 წელს დააფუძნა და ის თავდაპირველად “აიდიეს ბორჯომი საქართველოს” სახელით იყო ცნობილი. 2002 წელს კომპანია საინვესტიციო ფონდმა “სელფორდმა” (Salford Capital Partners) გამოისყიდა. ფონდის ერთ-ერთი დამფუძნებელი ბადრი პატარკაციშვილი იყო. 

უკვე 2004 წელს მამუკა ხაზარაძემ კომპანიის პრეზიდენტის თანამდებობა დატოვა. ამავე წელს ქართული კომპანიის ბაზაზე დაფუძნდა კომპანია “IDS Borjomi International”, რომელიც “აიდიეს ბორჯომის” გარდა რუსულ და უკრაინულ მინერალური წყლების მწარმოებელ კომპანიებს მოიცავდა. 

2013 წელს წლის დასაწყისში რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ “სელფორდმა” შეთანხმებას მიაღწია რუსულ საფინანსო ჯგუფთან – “ალფა კაპიტალთან” და მას კომპანიის წილების 60%-მდე მიჰყიდა, ხოლო დაახლოებით 40% პატარკაციშვილების ოჯახის საკუთრებაში დარჩა. 

დეზინფორმაცია “ბორჯომის” გაყიდვის შესახებ “მითების დეტექტორმა” ადრეც გადაამოწმა, ვრცლად იხილეთ მასალაში: 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: ეკონომიკა
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი, საქართველო
წყარო

წყარო

Untitled-1
სეზონი TV

წყარო

პრი
პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოების ცენტრი

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist