ვინ ავრცელებს დეზინფორმაციას, რომ რუსულ კომპანიას “ბორჯომი” მამუკა ხაზარაძემ მიჰყიდა?

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

674
VIEWS

მას შემდეგ, რაც უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული ომის გამო სანქციები კომპანია “ბორჯომს” მისი საკონტროლო პაკეტის მფლობელი რუსული “ალფა ჯგუფის” და მისი დამფუძნებლის, მიხეილ ფრიდმანის გამო შეეხო, ოპოზიციის მადისკრედიტირებელმა და ანტილიბერალურმა ფეისბუკ ანგარიშებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ რუსულ კომპანიას ბორჯომი სწორედ ოპოზიციური პარტია “ლელოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ მიყიდა.

აღნიშნული ინფორმაცია ოპოზიციის მადისკრედიტირებელმა და ხელისუფლების მხარდაჭერმა შემდეგმა გვერდებმა გაავრცელეს: 

  • ფეისბუქ გვერდზე მიხეილ უკრაინოლოგი გამოქვეყნდა ვიდეო, რომელშიც ამტკიცებს, რომ რუსებს “ბორჯომი” ხაზარაძემ მიყიდა. ამავე მტკიცებას ვიდეოში “ქართული მარშის” ყოფილი წევრი ლადო სადღობელაშვილიც იმეორებს. იდენტური ვიდეო დაახლოებით ნახევარი საათის შუალედით ჯერ ფეისბუქ გვერდმა პოლიტიკური სატირა/Political Satire (3:34) და სექტა-მ (3:39), მომდევნო ნახევარ საათში კი სიმართლის დროა-მ (4:06) გამოაქვეყნეს. აღსანიშნავია ისიც, რომ პოლიტიკურის სატირის პოსტი დასპონსორებული იყო.
    ddd ვინ ავრცელებს დეზინფორმაციას, რომ რუსულ კომპანიას “ბორჯომი” მამუკა ხაზარაძემ მიჰყიდა?
  •  ამავე შინაარისის პოსტი მამუკა ხაზარაძისა და ბორჯომის ფოტოთი ფეისბუქ გვერდმა “პოლიტიკური სატირა /Political Satire” შემდეგი ტექსტით გამოაქვეყნა: “რომ იყიდებოდეს, გალაკტიონის პოეზიასაც მიჰყიდიდა რუსებს”.
  • ინდეტური ინფორმაცია ჯგუფში პროტესტი! Protest! Протест! გამოქვეყნდა, ასევე ქართული ოცნების მხარდაჭერმა ანგარიშმა Xaxutaishvili Irma გაავრცელა.

ხაზარაძის წინააღმდეგ პოსტები ანტილიბერალურმა/ანტივაქსერულმა ანგარიშებმაც გაავრცელეს:

  • ხაზარაძის წინააღმდეგ სახელისფლებო ანგარიშების მიერ გავრცელებული ვიდეო 5 ივლისის ძალადობრივი აქციის მონაწეილემ, ანტივაქსერმა თემო ბოკელავაძემაც ატვირთა და საკუთარ ჯგუფში თემურ ბოკელავაძე და საზოგადოება გააზიარა.
  • იგივე ვიდეო საკუთარ იუთუბ არხზე იბერიულ–კავკასიური მოძრაობის თავმჯდომარემ, კონსპიროლოგმა ბესო მიქავამაც ატვირთა.
  • ფეისბუკ ანგარიშმა Fantina Georgian, რომელიც ანტივაქსერული პოსტების გარდა, უკრაინის საწინააღმდეგო და რუსეთის მხარდამჭერ პოსტებს ხშირად აქვეყნებს, დაწერა, რომ კაცმა, რომელმაც ბორჯომი რუსულ კომპანია “ალფა ჯგუფს” მიჰყიდა, ახლა ხელისუფლებისგან მის გამოსყიდვას ითხოვდა. 

მსგავსი ინფორმაცია ასევე გაავრცელეს ფეისბუკ გვერდმა თემა, Malkhazi Imnadze.

ლადო სადღობელაშვილი მამუკა ხაზარაძის მიერ “ბორჯომის” რუსული კომპანიისათვის მიყიდვაზე 2020 წელსაც საუბრობდა.

Screenshot 12 ვინ ავრცელებს დეზინფორმაციას, რომ რუსულ კომპანიას “ბორჯომი” მამუკა ხაზარაძემ მიჰყიდა?Screenshot 9 ვინ ავრცელებს დეზინფორმაციას, რომ რუსულ კომპანიას “ბორჯომი” მამუკა ხაზარაძემ მიჰყიდა?

სოციალურ მედიაში ამ ინფორმაციის გავრცელებამდე, ამავე დღეს, 29 აპრილს “ქართული ოცნების” წევრებმა გია ვოლსკიმ და ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადეს, რომ ფრიდმანს “ბორჯომი” მამუკა ხაზარაძემ მიჰყიდა.

გავრცელებული ინფორმაცია, რომ კომპანია “ბორჯომი” რუსულ “ალფა ჯგუფს” მამუკა ხაზარაძემ მიჰყიდა, სიმართლეს არ შეესაბამება. რეალურად, ხაზარაძისგან “ბორჯომი” 2002 წელს ბადრი პატარკაციშვილის მიერ დაფუძნებულმა ფონდმა გამოისყიდა, 2013 წელს კი პატარკაციშვილის ქვრივმა, ინა გუდავაძემ დაადასტურა, რომ “ბორჯომის” საკონტროლო პაკეტის “ალფა ჯგუფისათვის” მიყიდვაზე გარიგება შედგა.

29 აპრილს კომპანია “IDS ბორჯომმა” გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, სანქციების გამო კომპანია წარმოებას დროებით აჩერებდა. უკრაინაში რუსეთის ინტერვენციის გამო სანქციები კომპანია ბორჯომს მისი საკონტროლო პაკეტის მფლობელი რუსული “ალფა ჯგუფის” და მისი დამფუძნებლის, მიხეილ ფრიდმანის გამო შეეხო, რომელიც სანქცირებულ ოლიგარქთა სიაში მოხვდა.

30 აპრილს გავრცელებული ბრალდებების თაობაზე ერთობლივი განცხადება გააკეთეს პარტია “ლელოს” ლიდერებმა, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ. განცხადების მიხედვით, კომპანიის მოდერნიზაცია და აღორძინება სწორედ მაშინ მოხდა, როდესაც მას თავად ედგნენ სათავეში. განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2002 წელს კომპანია თავდაპირველი ინვესტორებისგან საინვესტიციო ფონდმა სელფორდმა გამოისყიდა, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი ბადრი პატარკაციშვილი იყო. განცხადების მიხედვით, “ალფა კაპიტალს” “ბორჯომის” საკონტროლო პაკეტი 2013 წელს სწორედ სელფორდმა მიჰყიდა.

2012 წლის 24 დეკემბერს რუსულმა მედია Kommersant-მა საკუთარ წყაროზე დაყრდნობით გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ მინერალური წყლის მწარმოებელი კომპანიის IDS Borjomi-ს საკონტროლო პაკეტს რუსული “ალფა ჯგუფი” ყიდულობდა, თუმცა მაშინ შეთანხმების მიღწევის შესახებ ინფორმაცია ალფა ჯგუფში და ფონდ სელფორდში არ დაადასტურეს.

Screenshot 10 ვინ ავრცელებს დეზინფორმაციას, რომ რუსულ კომპანიას “ბორჯომი” მამუკა ხაზარაძემ მიჰყიდა?

2013 წლის 27 იანვარს რუსულმა მედია bfm.ru-მ გამოაქვეყნა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ბადრი პატარკაციშვილის მემკვიდრეებმა ალფა ჯგუფთან “ბორჯომის” საკონტროლო პაკეტის მიყიდვაზე შეთანხმებას მიაღწიეს. ინფორმაცია გამოცემას ბადრი პატარკაციშვილის ქვრივმა, ინა გუდავაძემ დაუდასტურა. მან განაცხადა, რომ კონტრაქტის პირობები კონფიდენციალური იყო.

Screenshot 11 ვინ ავრცელებს დეზინფორმაციას, რომ რუსულ კომპანიას “ბორჯომი” მამუკა ხაზარაძემ მიჰყიდა?

აღსანიშნავია, რომ მამუკა ხაზარაძეს, რომელმაც “აიდიეს ბორჯომი საქართველო” 1995 წელს დააფუძნა, მისი პრეზიდენტის თანამდებობა 2004 წლამდე ეკავა, ბადრი ჯაფარიძე კი საქართველოს მინისა და მინერალური წყლების კომპანიის (რომელსაც მოგვიანებით სახელი შეეცვალა და “აიდიეს ბორჯომი” გახდა) თანადამფუძნებელია და მისი ვიცე-პრეზიდნეტის პოსტს 1995-2003 წლებში იკავებდა, დირექტორთა საბჭოს წევრი კი 2004-2010 წლებში იყო.

საერთაშორისო კომპანია IDS Borjomi International ბადრი პატარკაციშვილის, ბორის აბრამოვიჩის და ბორის ბერეზოვსკის კომპანია Salford Capital Partners-მა დააფუძნა. “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის” (IDFI) ანგარიშის მიხედვით, 2008-2012 წლებში პატარკაციშვილის მემკვიდრეებსა და ბერეზოვკის შორის კომპანიის აქტივებზე სასამართლო დავა მიმდინარეობდა, რომელიც მორიგებით დასრულდა და აქტივები ბერეზოვსკიმ პატარკაციშვილის ოჯახს დაუთმო, რომელმაც კომპანიის საკონტროლო პაკეტი 2013 წელს 300 მილიონ დოლარად მიხაილ ფრიდმანის კუთვნილ ალფა ჯგუფს მიჰყიდა.

წყაროების შესახებ

“სიმართლის დროა”, “მიხეილ უკრაინოლოგი” და “პოლიტიკური სატირა / Political Satire” ოპოზიციის მადისკრედიტებელი და პროსახელისუფლებო ფეისბუქ გვერდებია, რომლებიც მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ დისკრედიტაციის კამპანიას წარსულშიც აწარმოებდნენ. ასევე პროსახელისუფლებო, ოპოზიციის მადისკრედიტებელ ფეისბუქ  გვერდს წარმოადგენს “სექტა”. ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist