აღადგინეს თუ არა პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი ბროლის სახურავით?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

244
VIEWS

28 ოქტომბერს ფეისბუქ-გვერდმა გრძნობდე რომ გყავს ადამიანი პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ფოტოები გამოაქვეყნა, რომლებზეც ტაძარს ბროლის სახურავი აქვს. პოსტის აღწერაში აღნიშნულია, რომ აღდგენილი პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი სწორედ ასე გამოიყურება.

30 ოქტომბერს იგივე ფოტოები იდენტური ტექსტით ფეისბუქ-გვერდმა Diverse Georgia-მაც გამოაქვეყნა. "
ინფორმაცია, თითქოს პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი აღადგინეს და მას ბროლის სახურავი აქვს, მცდარია. ფოტოებზე გამოსახული ფერადი შუშის სახურავი ორი სხვადასხვა არქიტექტურული კომპანიის ალტერნატიული დიზაინებია, თუმცა 2024 წლისთვის ტაძრის სახურავი თავდაპირველი სახით აღდგება.

ფეისბუქ-გვერდების მიერ გამოქვეყნებული ფოტოები აღდგენილი პარიზის ღვთისმშოლის ტაძარს არ ასახავს. რესტავრაციის დაწყება ზამთარში იგეგმება და სახურავი თავდაპირველი სახით უნდა აღდგეს, ხოლო ფერადი შუშის სახურავი ორი არქიტექტურული კომპანიის მიერ შემუშავებული სხვადასხვა ალტერნატიული და თანამედროვე დიზაინებია.

როგორც Deutsche Welle წერს, 2-წლიანი მცდელობის შემდეგ, რომ ნაგებობის დარჩენილი ნაწილები გადაერჩინათ, ტაძარი საბოლოოდ რეკონსტრუქციის დასაწყებად მზადაა. სახელმწიფო რეკონსტრუქციის სააგენტომ განაცხადა, რომ სამუშაოები ზამთარში დაიწყება და ტაძარი სავარაუდოდ 2024 წელს გაიხსნება. საკათედრო ტაძარი თავდაპირველი დიზაინით აღდგება, მათ შორის 96-მეტრიანი შპილის ჩათვლით, რომლისთვისაც 1000 მუხის ხე უკვე მოჭრილია.

რაც შეეხება ფეისბუქ-გვერდების მიერ გამოქვეყნებულ ფოტოებს, მათზე ნიდერლანდური არქიტექტურული კომპანიის, სახელწოდებით trsnfrm პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის სახურავის ალტერნატიული კონცეპტია გამოსახული. დიზაინის მიხედვით, სახურავი  ფერადი იგივე ვიტრაჟული შუშისგან იქნება დამზადებული, რომელიც შპილისკენ (წვეტი) სპირალისებურად იქნება დახვეული.

"
დიზაინის მიხედვით, ტაძრის ვიტრაჟული შუშის სახურავი ფოლადის ჩარჩოში უნდა ჩამაგრდეს. დღის განმავლობაში შუშა ტაძარში სინთლეს შემოიტანს, ხოლო ღამით საპირისპირო ეფექტი ექნება და ტაძრის შიდა განათებით პარიზის ჰორიზინტზე განათებული ტაძარი გამოჩნდება.

"

"
რაც შეეხება მეორე ფოტოს, ეს დიზაინი Vincent Callebaut Architectures-ს ეკუთვნის და ის ჯერ კიდევ 2019 წელს გამოაქვეყნეს. დიზაინის მიზანია ტაძრის შენობამ იმაზე მეტი ენერგია გამოიმუშაოს, ვიდრე მოიხმარს, რაც სამგანზომილებიანი ვიტრაჟის დახმარებით უნდა მოხერხდეს, რომელიც ენერგიასა და სითბოს აწარმოებს.

"

2020 წლის 9 ივლისს საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონიმ განაცხადა, რომ პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის სახურავი და შპილი იმ სახით აღდგება, როგორიც ხანძრის შედეგად განადგურებამდე იყო. როგორც designboom.com წერს, ხანძრის შემდეგ მაკრონმა გამოთქვა მოსაზრება, რომ შპილის აღდგენა შესაძლოა თანამედროვე შტრიხებსაც მოიცავდეს. თუმცა, მას შემდეგ, რაც რეკონსტრუქციაზე პასუხისმგებელმა არქიტექტორმა 3000-გვერდიანი ანგარიში წარუდგინა, ნათელი გახდა, რომ შპილი 1859 წლის მოდელის დიზაინის მიხედვით უნდა აღდგეს.

"


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: საფრანგეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist