21 აპრილს ფეისბუქ მომხმარებელმა ჯერად ნიუმანმა უკრაინის გერბის შესახებ ფოტო გამოაქვეყნა. ფოტოზე, უკრაინის გერბის გარდა, მოლოხისა და ხაზარების სიმბოლოები ჩანს. ფოტო ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ეს სამი სიმბოლო ერთმანეთთანაა დაკავშირებული და მათ საერთო წარმომავლობა აქვთ.
გავრცელებული პოსტი კონსპირაციულია. რეალურად, უკრაინის ეროვნული გერბს, ხაზარების სიმბოლოსა და ბიბლიური ფიგურა მოლოხს შორის კავშირი არ დასტუდება. უკრაინის გერბი სათავეს მეათე საუკუნიდან იღებს და ეს სიმბოლო კიევის რუსეთის მთავრის ვოლოდიმირ დიდისა და მისი დინასტიის ემბლემას წარმოადგენდა.
1992 წლის 19 თებერვალს უკრაინის რადამ ოქროსფერი სამკაპი ლურჯ ფარზე დამოუკიდებელი უკრაინის სახელმწიფო სიმბოლოდ დაამტკიცა. აღნიშნული სიმბოლო, უკრაინის კონსტიტუაციის მიხედვით, ვოლოდიმირ დიდის სამეფოს ემბლემას წარმოადგენდა.
სამკაპი მთავარ ვოლოდიმირ დიდის ოჯახის სიმბოლო იყო. ვოლოდიმირ დიდი კიევის რუსეთს მეათე საუკუნეში მართავდა. უკრაინის ამჟამინდელი ემბლემა ამ პერიოდში შექმნილ მონეტებზეც გვხვდება.
ვოლოდიმირ დიდი რიურიკების დინასტიას წარმოადგენდა, ამ დინასტიის შეცვლის შემდეგ სამკაპის სიმბოლო აქტიურად აღარ გამოიყენებოდა. თუმცა 1918 წლის 22 მარტს დამოუკიდებელი უკრაინის რადამ უკრაინის სახალხო რესპუბლიკის გერბად სწორედ ვოლოდიმირ დიდის უძველესი სიმბოლო დაამტკიცა. ამასთან დაკავშირებით უკრაინის ცენტრალური რადას თავჯდომარე მიხეილ გრუშევსკიმ განაცხადა, რომ ვინაიდან უკრაინამ დაკარგული დამოუკიდებლობა დაიბრუნა, მისი სიმბოლო ის ნიშანი უნდა ყოფილიყო, რაც უკრაინაში დამოუკიდებლობის დაკარგვამდე გამოიყენებოდა, ხოლო ასეთ უძველეს ეროვნულ სიმბოლოს სწორედ ვოლოდიმირ დიდის სამკაპის მსგავსი გერბი წარმოადგენდა.
აღსანიშნავია, რომ სამკაპის ზუსტი მნიშვნელობის შესახებ ცალსახა განმარტება არ არსებობს. თუმცა მისი, როგორც ეროვნული სიმბოლოს ღირებულებას ჯერ კიდევ 1918 წლის თებერვალში კვლავ მიხეილ გრუშევსკიმ გაუსვა ხაზი. მის მიხედვით, ეს დეკორაცია არავისგან ნასესხები არ იყო და უკრაინის სახელმწიფოებრიობის ათასწლოვან ისტორიასთან ასოცირდებოდა.
საინტერესოა ისიც, რომ სამკაპის სიმბოლოს გაშარჟებასა და დისკრედიტაციას საბჭოთა ანტი-უკრაინული შინაარსის მქონე პოსტერებზეც ვხვდებით.
მნიშვნელოვანია, რომ არ არსებობს იმის არანაირი სამეცნიერო მტკიცებულება, რომ რიურიკების დინასტიამ საკუთარი სიმბოლო აღმოასვლეთ ევროპის ტერიტორიაზე დასახლებული ხაზარებისგან აიღეს. მართალია, ხაზარები სამკაპის მსგავს სიმბოლოებს ჭურჭელზე იტანდნენ, თუმცა ამ სიმბოლოს სამკაულებზე ან სხვა მნიშვნელოვან ნივთებზე არ გამოსახვადნენ, შესაბამისად, არ დასტურდება არც ის, რომ ხაზარი დიდებულები სამკაპს საკუთარ ოფიციალურ სიმბოლოდ სისტემატიურად იყენებდნენ.
რაც შეეხება მოლოხს, ეს სახელი ებრაულ ბიბლიაში რამდენჯერმე გვხვდება. ბიბლიის მიხედვით, მოლოხი ბავშვების მსხვერპლშეწირვასთან ასოცირდებოდა. შუა საუკუნეების პერიოდიდან მოლოხს ხარის თავის მქონე ფიგურად გამოსახავდნენ.
რაც შეეხება პოსტში გამოყენებულ მოლოხის სიმბოლოს, მოლოხის გამოსასახად აღნიშნული სიმბოლო სანდრო ღია წყაროებში არ იძებნება.
აღსანიშნავია, რომ უკრაინის ეროვნული სიმბოლოებისა და უკრაინისა და ხაზარების კავშირის შესახებ დეზინფორმაციული და კონსპირაციული მტკიცებები ადრეც გავრცელდა. ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:
- როდის და ვის მიერ დამკვიდრდა გამოთქმა “დიდება უკრაინას! დიდება გმირებს!”?
- ზელენსკის გაყალბებულ ფოტოსთან ერთად 2 ანტისემიტური კონსპირაცია ვრცელდება
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.