რა წერია რუსეთ-საქართველოს ომსა და სააკაშვილზე კონდოლიზა რაისის წიგნში?

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

5.9k
VIEWS

8 აგვისტოს “ალტ-ინფოს” გადაცემაში “ალტერნატიული ხედვა” არხის დამფუძნებელმა, კონსტანტინე მორგოშიამ რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ ისაუბრა. მორგოშიას თანახმად, ყველა სოფელი და ხეობა, რომელიც აგვისტოს ომის მერე საქართველომ დაკარგა, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტად დარჩენაში გაიცვალა, რასაც აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი თავის წიგნში წერს.   გადაცემის სრული ჩანაწერი მორგოშიამ ფეისბუკის საკუთარ გვერდზე გაავრცელა, ფრაგმენტი კი, რომელშიც ალტ-ინფოს” დამფუძნებელი კონდოლიზა რაისის წიგნზე საუბარობს, ფეისბუკზე “კონსერვატიული მოძრაობის” მხარდამჭერებმაც (1, 2, 3, 4) გამოაქვეყნეს.

qqq რა წერია რუსეთ-საქართველოს ომსა და სააკაშვილზე კონდოლიზა რაისის წიგნში?

ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს,  კონდოლიზა რაისის წიგნის თანახმად, რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ გარკვეული ტერიტორიები იმჟამინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თანამდებობის შენარჩუნებას შეეწირა, მცდარია. კონდოლიზა რაისი ერთ-ერთ თავში მართლაც საუბრობს რუსეთ-საქართველოს ომისა და ლავროვის გაჟღერებული პირობების შესახებ, თუმცა არსად არ ახსენებს, რომ საქართველომ ტერიტორიები სააკაშვილის პოსტის შენარჩუნების გამო დაკარგა.

კონდოლიზა რაისის წიგნი  No Higher Honor: A Memoir of My Years in Washington, რომელიც 2011 წელს გამოვიდა,  აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ყოფილი მრჩეველისა და სახელმწიფო მდივნის თვალით დანახულ ისტორიას ასახავს. 

“ეს არის მისი გამბედავი, გულწრფელი ისტორია განუმეორებელი დროისა, სადაც ნაჩვენებია, თუ რა ხდებოდა დახურულ კარს მიღმა, როგორი იყო ისრაელის ბედი, როდესაც პალესტინელი მაღალჩინოსნებისა და ლიბიას შორის მერყევი ძალაუფლებრივი დინამიკა არსებობდა, და რა შიშის მომგვრელად ახლოს იყო სრულმასშტაბიანი კონფლიქტები, რომლებიც მოიცავდა პაკისტან-ინდოეთსა და რუსეთ-საქართველოს. აქვეა ნაჩვენები, როგორ აფასებს რაისი თავის კოლეგებისა და თანამედროვეებს”,ნათქვამია წიგნის შესახებ დაწერილ რეცენზიაში.

რა წერია რუსეთ-საქართველოს ომზე კონდოლიზა რაისის წიგნში?

წიგნის ერთ-ერთი თავი სახელწოდებით “War breaks out in Georgia”  2008 წლის  რუსეთ-საქართველოს ომს ეძღვნება. აღნიშნული თავის დასაწყისში კონდოლიზა რაისი თბილისში ვიზიტს იხსენებს და საუბრობს იმაზე, თუ როგორ აჩვენებდა 2008 წლის ივლისში მიხეილ სააკაშვილი თბილისის თვალწარმტაც ხედებს რესტორან “კოპალას” ტერასიდან და იმ სარესტავრაციო სამუშაოებს აცნობდა, რომლებიც თბილისის სხვადასხვა ისტორიულ ძეგლზე მიმდინარეობდა. რაისის თანახმად, “ის(სააკაშვილი) ძალიან ამაყობდა ქვეყნის ხელმძღვანელობით და მართალიც იყო: საქართველოში კორუფციის დონე მკვეთრად შემცირდა სააკაშვილის დაწყებული პოლიციის რეფორმით, რომლის დროსაც ათასობით კორუმპირებული ოფიცერი გაათავისუფლეს და დეპარტამენტში სრული რებრენდინგი განხორციელდა. ქვეყანა ასევე ცდილობდა, თავი დაეცვა რუსეთის ზეწოლისგან, რუსულის ნაცვლად აზერბაიჯანული ბუნებრივი აირის გამოყენების გამო და მიუხედავად მოსკოვის მიერ ქართულ საქონელზე დაწესებული ემბარგოსი, საქართველოს ეკონომიკა განაგრძობდა ზრდას, მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი კვლავ სიღარიბეში ცხოვრობდა”. 2008 წლის ივლისში კონდოლიზა რაისმა განაცხადა, რომ საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების ”ძალიან კარგი მოკავშირეა” და აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტის 16 აპრილის განკარგულება სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან ოფიციალური ურთიერთობების დამყარების თაობაზე, ასევე აფხაზეთში სარკინიგზო ძალების შეყვანის თაობაზე შეშფოთებას იწვევს.

  • რაისის წიგნის თანახმად, სააკაშვილის გადადგომას ლავროვი ითხოვდა

კონდოლიზა რაისს საქართველოში ჩამოსვლა ერთ თვეში კვლავ მოუწია, თუმცა ახლა უკვე ომის გამო. ამ დროს, პრეზიდენტი ჯორჯ ბუში პეკინის ოლიმპიურ თამაშებს ესწრებოდა. რაისის თანახმად, ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიალზე ბუში პუტინის გვერდით იჯდა და ისმენდა უხერხულ საუბრებს, რომლებშიც რუსები ქართველებს გენოციდში ადანაშაულებდნენ და რუსეთის ჯარების ქმედებებს აიგნორებდნენ. რაისს მიაჩნდა, რომ კონფლიქტი აშშ-რუსეთის კონფლიქტად არ უნდა გადაქცეულიყო და რომ ევროკავშირი და ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია (ეუთო) აქტიურად უნდა ჩართულიყვნენ მოლაპარაკებებში. რაისმა ასევე გაავრცელა განცხადება, რომელშიც რუსეთს ცეცხლის შეწყვეტისკენ  მოუწოდებდა: „შეწყვიტოს საქართველოზე თავდასხმები თვითმფრინავითა და რაკეტებით, პატივი სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და გაიყვანოს თავისი სახმელეთო საბრძოლო ძალები საქართველოს მიწიდან“.  11 აგვისტოს მას სერგეი ლავროვმა მეორედ დაურეკა და უთხრა რომ რუსეთს სამი მოთხოვნა ჰქონდა:  ”პირველი ორი არის ის, რომ ქართველები ხელს აწერენ ძალის გამოუყენებლობის პირობას და რომ მათი ჯარები ყაზარმებში დაბრუნდებიან”, – მითხრა მან. “შესრულებულია”, ვუპასუხე მე. შემდეგ სერგეიმ თქვა: ”მესამე მოთხოვნა მხოლოდ ჩვენს შორის უნდა დარჩეს – მიშა სააკაშვილი უნდა წავიდეს“.
ყურებს არ ვუჯერებდი და ინსტინქტურად ვრეაგირებდი და არა ანალიზით.
”სერგეი, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტის დამხობის შესახებ არ საუბრობს”, – ვთქვი მე.”მე ვაპირებ ყველას დავურეკო და ვუთხრა, რომ რუსეთი ითხოვს საქართველოს პრეზიდენტის დამხობას. ”მე ვთქვი, რომ ეს ჩვენს შორის უნდა ყოფილიყო”, – გაიმეორა მან. „არა, ეს ჩვენს შორის არ დარჩება. ყველა გაიგებს.”

აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის წიგნში ვკითხულობთ, რომ ლავროვთან საუბრის დასრულების შემდეგ, კონდოლიზა რაისმა ჯორჯ ბუშის ეროვნული უშიშროების მრჩეველს, სტივ ჰედლის დაურეკა,  რუსული მოთხოვნის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა ბრიტანელებს, ფრანგებს და კიდევ სხვა ქვეყნების წარმომადგენლებს. ამასთანავე რაისმა თავის წარმომადგენელს სთხოვა ლავროვის მოთხოვნა  გაეროს უშიშროების საბჭოსთვისაც ეცნობებინა. ლავროვი ამის გამო განრისხდა და თქვა, რომ მას არასდროს ჰქონია შემთხვევა,  მის კოლეგას დიპლომატიური საუბრის შინაარსი გაემხილა. რაისი წერდა, რომ თუ ქართველებს ომის გამო სააკაშვილის დასჯა სურდათ, ამის შესაძლებლობა კონსტიტუციეური გზით ექნებოდათ. მაგრამ რუსებს არ ჰქონდათ უფლება, რომ დაჟინებით მოეთხოვათ სააკაშვილის გადაყენება. “ამ ყველაფერს საბჭოთა პერიოდის ელფერი ჰქონდა, როდესაც ლიდერების ბედს მთელ აღმოსავლეთ ევროპაში ლიდერების ბედს მოსკოვი აკონტროლებდა.” კონდოლიზა რაისი არსად წერს, რომ ლავროვის მესამე პირობის შეუსრულებლობამ საქართველოს დამატებით ტერიტორიები დააკარგინა.

რაისის თანახმად, აგვისტოს ომის დროს სააკაშვილი გამუდმებით რეკავდა თეთრ სახლში და მათ გადაწყვიტეს, რომ გარდა ჰუმანიტარული მარაგის სამხედრო ტრანსპორტით გაგზავნისა, რაც  ამერიკის მხარდაჭერის თვალსაჩინო გამოხატვა იყო, კონდოლიზა რაისი საქართველოში უნდა წამოსულიყო.

2008 წლის 12 აგვისტოს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმა თავად აღიარა, რომ მან აშშ-ს სახელმწიფო მდივანს, კონდოლიზა რაისს უთხრა, რომ სააკაშვილი უნდა გადამდგარიყო. კონდოლიზა რაისმა რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ CNN-თან ინტერვიუში 2008 წლის აგვისტოს ომი გაიხსენა და უკრაინის გარშემო შექმნილ სიტუაციასთან  გაავლო პარალელი. ის საუბრობდა, თუ რა შეიძლება ისწავლოს დასავლეთმა საქართველოში რუსეთის შეჭრის მაგალითზე. რაისმა ასევე გაიხსენა, რომ ლავროვმა შეხვედრის დროს მოქმედებების დასრულების ერთ-ერთ პირობად მიხეილ სააკაშვილის წასვლა დაასახელა.

აღსანიშნავია, რომ 2011 წელს კონდოლიზა რაისის მემუარების გამოცემის შემდეგ ვრცელდებოდა ინტერპრეტაციები, თითქოს კონდოლიზა რაისი საქართველოს ადანაშაულებდა ომის დაწყებაში, თუმცა ეს კონდოლიზა რაისმა 2-11 წლის ნოემბერში გამოცემასთან The Atlantic უარყო:

კონდოლიზა რაისი: „იდეა, რომ ამაში რატომღაც სააკაშვილს ვადანაშაულებდი. . . მე უბრალოდ არ ვფიქრობ, რომ ეს ზუსტია, მართალია, ჩვენ ვღელავდით, რომ რუსები სააკაშვილს პროვოცირებას მოახდენდნენ და ის საკუთარ თავს პროვოცირების უფლებას მისცემდა. მაგრამ  [ომის დაწყება] არავითარ შემთხვევაში ქართველების ბრალი არ ყოფილა და ვფიქრობ, ეს სრული ტექსტიდან ირკვევა“.

აღსანიშნავია, რომ კონდოლიზა რაისის მემუარების შესახებ დეზინფორმაცია “მითების დეტექტორმა” წარსულშიც გამოავლინა. 2021 წელს ვრცელდებოდა გზავნილი, თითქოს მიხეილ სააკაშვილი ომის დროს ქვეყნიდან გაქცევას აპირებდა. კონდოლიზა რაისი თავის მემეურებში წერს, რომ მოსკოვს სააკაშვილის გადადგომა სურდა, თუმცა საქართველოს დატოვების გეგმაზე და სარკოზის მიერ სააკაშვილის შეჩერებაზე არაფერია ნათქვამი.

წყაროს შესახებ

ფეისბუკ მომხმარებელი Nutsa Javelidze “კონსერვატიული მოძრაობის” მხარდამჭერია და საკუთარ პროფილზე “კონსერვატიული მოძრაობის” ლიდერების პოსტებსა და “ალტ-ინფოს” ვიდეოებს აზიარებს ამ ანგარიშს დეზინფორმაცია წარსულშიც არაერთხელ გაუვრცელებია  (1, 2). 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

წყარო

აა
ალტ-ინფო

წყარო

ko
მორგოშია კონსტანტინე

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist