რას ითხოვდა ლავროვი და რას წერს კონდოლიზა რაისი სააკაშვილის მიერ ქვეყნის დატოვებაზე თავის მემუარებში?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

89
VIEWS

30 ნოემბერს, ონლაინ გამოცემა for.ge-მ გამოაქვეყნა სტატია, სათაურით “„კონდოლოზა რაისის მემუარებში აღნიშნულია, რომ სააკაშვილი აპირებდა გაქცევას, მაგრამ სარკოზიმ გადააფიქრებინა“. სტატიაში აღნიშნულია, რომ მიხეილ სააკაშვილმა 2008 წლის ომის დეტალი გაიხსენა, რომელიც პრეზიდენტის მიერ საქართველოს დატოვების საკითხს ეხებოდა. სააკაშვილის თქმით, რუსეთისგან მოდიოდა მუქარა, რომ მას და მის ოჯახს თბილისი დაეტოვებინა, თუმცა მან ეს არ გააკეთა. საქართველოს მესამე პრეზიდენტის განცხადებასთან დაკავშირებით, for.ge-სთან კომენტარში, ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაიამ განაცხადა, რომ სააკაშვილი ტყუის და 2005-2009 წლებში აშშ-ის სახელმწიფო მდივანის კონდოლიზა რაისის მემუარებში წერია, რომ სააკაშვილი სინამდვილეში გაქცევას აპირებდა, თუმცა ამ ნაბიჯის გადადგმა საფრანგეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ გადააფიქრებინა.

"გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს კონდოლიზა რაისას მემუარების მიხედვით, მიხეილ სააკაშვილი ქვეყნიდან გაქცევას აპირებდა, მცდარია. კონდოლიზა რაისი წერს, რომ მოსკოვს სააკაშვილის გადადგომა სურდა, თუმცა საქართველოს დატოვების გეგმაზე და სარკოზის მიერ სააკაშვილის შეჩერებაზე მემუარებში არაფერია ნათქვამი.

2005-2009 წლებში აშშ-ის სახელმწიფო მდივანს კონდოლიზა რაისს თავისი მემუარების 2011 წლის პუბლიკაციაში No Higher Honor: A Memoir of My Years in Washington 2008 წლის აგვისტოს ომზე ცალკე თავი აქვს მიძღვნილი. კონდოლიზა რაისი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან სატელეფონო საუბარს იხსენებს, როდესაც ლავროვმა სამი მოთხოვნა წამოაყენა. რაისი წერს, რომ ლავროვის ერთ-ერთი მოთხოვნის თანახმად, რომლის გასაჯაროვების წინააღმდეგიც იყო, სააკაშვილი უნდა წასულიყო. მემუარებში კონდოლიზა რაისი აღნიშნავს, რომ სააკაშვილი დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი იყო და მისი გადაყენების მოთხოვნის უფლება რუსეთს არ ჰქონდა.

რაც შეეხება ნიკოლა სარკოზის, კონდოლიზა რაისი აღნიშნავს, რომ მან სარკოზის ჰკითხა, თუ როგორ შეეძლო მისთვის დახმარება გაეწია, სარკოზიმ კი უპასუხა, რომ მას მის მიერ შემუშავებულ დოკუმენტზე ქართული მხარის ხელმოწერა სურდა, რაზეც სააკაშვილი თავს იკავებდა.

რაისის მემუარებში არსად არ გვხვდება ინფორმაცია იმაზე, რომ ნიკოლა სარკოზიმ მიხეილ სააკაშვილს ქვეყნიდან გაქცევა გადააფიქრებინა. მსგავსი ფაქტის შესახებ არც თავად სარკოზი წერს თავის მემუარულ წიგნში “ქარიშხლის დრო”, სადაც რუსეთ-საქართველოს ომია აღწერილი.

გავრცელება სოციალურ ქსელში

For.ge-ის სტატიაში მოცემული ინფორმაცია, 30 ნოემბერსა და 1 დეკემბერს მსგავსი სათაურებით ასევე გამოაქვეყნეს გამოცემა “მარშალპრესმა” და sezonitv.ge-მ. ამასთანავე, ფეისბუქის ანალიტიკური ხელსაწყოს Crowdtangle-ის მიხედვით, for.ge-ის, მარშალპრესის და sezonitv.ge-ს სტატიები 13 ჯგუფში და 5 ფეისბუქ გვერდზე გაზიარდა.

 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist