მორგოშია კონსტანტინე

კონსტანტინე მორგოშია, რომელიც ლევან ვასაძის რადიკალურ-ექსტრემისტულ დაჯგუფებასთან და ტვ  ალტ-ინფოსთან არის დაკავშირებული, 2019 წელს ორგანიზაცია “ალტერნატივა საქართველოსთვის” დაარეგისტრირა. “ალტერნატივა საქართველოსთვის” დამფუძნებელთა შორის მასთან ერთად “ალტ-ინფოს” წამყვანები შოთა მარტინენკო და რუსეთის მოქალაქე გიორგი ქარდავაა, ასევე მარტინენკოს საცხოვრებელ მისამართზე რეგისტრირებული ირაკლი ყიზილაშვილი.  

2021 წლის 5 ივლისის მოვლენების დროს, როდესაც თბილისი პრაიდის კონტრაქციის მონაწილეებმა 53 ჟურნალისტზე იძალადეს და პრაიდის ორგანიზატორებს ოფისებში უვარდებოდნენ, სამოქალაქო მოძრაობა სირცხვილიას ოფისში შეჭრას, პირადად მორგოშია ხელმძღვანელობდა.

ადრე კონსტანტინე მორგოშია ჯერ პრო-რუსული პოლიტიკური პარტია “პატრიოტთა ალიანსის” წევრი იყო და 2016 წელს ის მცხეთის მაჟორიტარად იყრიდა კენჭს, შემდეგ კი ის “ქართული მარშს” შეუერთდა და მისი ერთ-ერთი ლიდერი გახდა. 2018 წლის 11-13 მაისის მოვლენების დროს მორგოშია “ქართულ მარშთან” ერთად კონტრაქციების ორგანიზატორი იყო. ამ მოვლენების დროს ულტრა-ნაციონალისტურმა და პრო-რუსულმა ჯგუფებმა “ქართული მარშის” ქოლგის ქვეშ მოიყარეს თავი და შეადგინეს ე.წ. “ეროვნულ ძალთა შეთანხმება”. შეთანხმებას შეუერთდა დიმიტრი ლორთქიფანიძეც – ნინო ბურჯანაძის პარტია “გაერთანებული დემოკრატიული მოძრაობის” ყოფილი წევრი და ამჟამად თბილისის პრიმაკოვის ფონდის ხელმძღვანელი.

Ifact-ის თანახმად, კონსტანტინე მორგოშია რამდენიმე კომპანიის მეწილე, მენეჯერი და დამფუძნებელია (შპს “გრანდე გრუპ ჯორჯია,” ააიპ კავკასიონი, ა(ა)იპ “ალტერნატივა საქართველოსთვის,” შპს “კემ კონსტრაქშენი” და შპს “მაგნუს დიზაინი.” Ifact-თან თავად მორგოშია აღნიშნავს, რომ ის “ქეის მენეჯერია” და 5-6 კომპანიასთან თანამშრომლობს, სადაც მისი პარტნიორები დსთ-ს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენები და მათთან დაკავშირებული უცხოელი პარტნიორები არიან. Ifact-ის გამოძიების მიხედვით, მორგოშიამ და მასთან დაკავშირებულმა პირმა მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ქონება სიმბოლურ ფასად – 1 ლარად მიიღეს.

ასევე დაგაინტერესებს

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist