Მოხდება თუ არა  6G ტექნოლოგიით “ხელოვნურ ინტელექტზე ადამიანის დაერთება”?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

61
VIEWS

2022 წლის 2 ოქტომბერს ფეისბუკ პროფილმა “ბოლო ჟამის ქრისტიანები”  კომპანია ჰუავეის ვიდეო  შემდეგი აღწერით გამოაქვეყნა: “კომპანია HUAWEI-ს 6G (მეექვსე თაობის) ვიდეო რგოლი გვამცნობს, რომ ადამიანების დაერთება ხელოვნურ ინტელექტზე მოხდება 2030 წლისთვის 6G-ქსელის და (თქვენ იცით რისიც) საშუალებით.” ჰუავეის რეკლამაში 6G ტექნოლოგიის შესახებაა საუბარი.

Screenshot 14 2 Მოხდება თუ არა  6G ტექნოლოგიით “ხელოვნურ ინტელექტზე ადამიანის დაერთება”?

მტკიცება, თითქოს 2030 წლისთვის 6G-ის საშუალებით ადამიანების ხელოვნურ ინტელექტზე დაერთება მოხდება, მანიპულაციურია. ჰუავეის ვიდეოში ნამდვილად ახსენებენ, რომ 6G მომავალში შესაძლოა  ხელოვნურ ინტელექტსაც მოიცავდეს, მაგრამ ეს ტექნოლოგია არა ადამიანების “ხელოვნურ ინტელექტზე დაერთებას,” არამედ ტექნოლოგიების განვითარებასა და მათი გამოყენების გამარტივებას მოიცავს.   

ჰუავეიმ 6G ქსელში ინვესტირება 2017 წლიდან დაიწყო. გავრცელებული ვიდეო კი კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე 2021 წლის ნოემბერში გამოქვეყნებული სტატიის ნაწილია. 2030 წლისთვის კომპანია ხელოვნური ინტელექტის  ადამიანებზე დაერთებას არ აპირებს და აღნიშნული მტკიცება პოსტის ავტორის მცდარი ინტეპრეტაციაა. ვიდეოსა და სტატიის მიხედვით, შესაძლოა 6G ტექნოლოგიის გამოყენება 2030 წელს დაიწყოს, ეს კი ნიშნავს, რომ  ამ დროს ამ ტექნოლოგიის გამოყენებით ვიდეოში ნაჩვენებ ვირტუალური რეალობის მოწყობილობებთან კონტაქტის დამყარება ხელოვნური ინტელექტის დახმარებით უფრო მარტივი იქნება, რაც მომხმარებელს უკეთესი გამოცდილების მიღების შანსს მისცემს. 

ჰუავეის მიხედვით, 6G ქსელი უფრო მეტი იქნება ვიდრე უბრალო კომუნიკაცია. ის აღჭურვილი იქნება ხელოვნური ინტელექტით, სენსორებით და სხვა კომპონენტებით, რაც ისეთი ქსელის შექმნას გახდის შესაძლებელს, რომელიც  ციფრული, ფიზიკური და ბიოლოგიური სამყაროს გაერთიანებას შეძლებს.

6G ტექნოლოგიის ვრცელი ტექნოლოგიური ინფორმაცია კომპანია Ericsson-ის კვლევაშია მოცემული.  მასალის მიხედვით, ხელოვნური ინტელექტის არსებობა ახალი თაობის ქსელში საკვანძო მნიშვნელობისაა, რათა ქსელის შესაძლებლობების ოპტიმატიზაცია და ოპერაციების განვითარება ადამიანების ჩარევისა და ზედამხედეველობის გარეშე მოხდეს, რაც ქსელის მოქმედების ეფექტიანობას გაზრდის. დიდი რაოდენობის სენსორები  მთელი მსოფლიოს მასშტაბით იქნება გაბნეული, რისი საშუალებითაც ქსელი  ინფორმაციას მუდმივ რეჟიმში მიიღებს და მასზე რეაგირებას მოახდენს. ეს ყველაფერი კი საშუალებას მოგვცემს გამოვიყენოთ ქსელი ისეთ სფეროებში, როგორიცაა ლაივ 4D რუკის შექმნა, სატრანსპორტო მოძრაობის დარეგულირება, წყლის და გათბობის მენეჯმენტი, რესურსების ეფექტიანობის ზრდა და ა.შ. ამასთან, 6G-ის საშუალებით ვირტუალური რეალობის ახალ დონეზე აყვანა და ციფრული სამყაროს ბევრად უფრო რეალისტურად წარმოჩენა უფრო ხელმისაწვდომი გახდება, ეს პროცესი კი ისეთი დამხმარე ხელსაწყოების გამოყენებით წარიმართება, როგორებიცაა ჭკვიანი ხელთათმანები, კანის სენსორები და სხვა.

6G ტექნოლოგიის შესახებ ინფორმაციის გამოჩენამდე, გასულ წლებში 5G-ის შესახებ არაერთი დეზინფორმაცია და კონსპირაცია ვრცელდებოდა,  ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:


“სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზერომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.”  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist