შეაჩერეს თუ არა 5G ტექნოლოგია ევროპასა და ამერიკაში?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

Untitled-1
271
VIEWS

31 მაისს ფეისბუკ გვერდმა “Секрет гриффита Griffith’s secret გრიფით საიდუმლო“ ჯგუფში “შევაჩეროთ 5G საქართველოში” გამოაქვეყნა ინფორმაცია, თითქოს  მსოფლიოს მასშტაბით 11 ქვეყანასა და ქალაქში 5G ტექნოლოგია შეაჩერეს.  ჩამონათვალი  მოიცავს ბრიუსელს, შვედეთს, გლასტონბერის (დიდი ბრიტანეთი), იტალიის 14 ქალაქს რომის ჩათვლით, კვიპროსს, მალტას, შვეიცარიას, ირლანდიას, საფრანგეთს, პაპუა გვინეას და ლუიზიანას შტატს. გვერდი  წყაროდ ესპანურენოვან ვებ-გვერდს უთითებს, სახელწოდებით “plataforma ciudadana para la investigación judicial del sector energético” (მოქალაქეთა პლატფორმა ენერგეტიკული სექტორის სამართლებრივი გამოძიებისთვის). ვებ-გვერდზე ძირითადად 5G-ის საწინააღმდეგო სტატიები და შეთქმულების თეორიები ქვეყნდება.

"

ინფორმაცია, თითქოს დასახელებულ ქვეყნებსა და ქალაქებში 5G ტექნოლოგია შეაჩერეს, მანიპულაციური და შეცდომაში შემყვანია. სინამდვილეში 5G  ტექნოლოგიის შეჩერების შესახებ განცხადება 11 მათგანიდან  მხოლოდ 2-ში,  პაპუა ახალ გვინეასა და ბრიტანეთის ქალაქ გლასტონბერიში გაკეთდა. დასახელებული 11 ადგილიდან 6-ში კი 5G ტექნოლოგია უკვე ხელმისაწვდომია, მათ შორის არის შვედეთი, რომი და იტალიის რამდენიმე ქალაქი ქალაქი, შვეიცარია, ირლანდია, საფრანგეთი და ლუიზიანას შტატი (აშშ). ბრიუსელში 5 G-ის ტესტირება მიმდინარეობს, მალტასა და კვიპროსში კი ტენდერები ჯერ არ დასრულებულა. 

5G ტექნილოგია ევროპასა და ლუიზიანაში

ევროკავშირის მხარდაჭერით შექმნილი ოფიციალური  ვებ-გვერდის 5gobservatory.eu-ს თანახმად  5G ტექნოლოგია უკვე ხელმისაწვდომია  შვედეთში, იტალიის ქალაქებსა და რომში, შვეიცარიაში, ირლანდიასა და საფრანგეთში.

24 მაისიდან 5G ქსელი შვედეთის ქალაქებში სტოკჰოლმში, მალმოსა და გოტენბურგში ამოქმედდა. 5G ირლანდიის 19 ქალაქში, მათ შორის დუბლინში ფუნქციონირებს. იტალიის 5 ქალაქში 2019 წლის ივნისიდან 5G ინტერნეტი მომხმარებლებს მიეწოდება, ფარავს რომსაც, გეგმის მიხედვით კი 2021 წლისთვის იტალიის 120  ქალაქს დაფარავს. შვეიცარიის მოსახლეობის 90%-ისთვის 5G ხელმისაწვდომია. ასევე, საფრანგეთის დიდ ქალაქებში პარზში, ლიონში, ტულუზში და ნანტში 5G-ით უკვე სარგებლობენ.

ბრიუსელში კი 5G-ი ტესტირების რეჟიმში ფუნქციონირებს, მალტაში 5G ჯერ არ არის ხელმისაწვდმი, მაგრამ არა იმიტომ, რომ ის სახელმწიფომ შეაჩერა. კომპანიებმა არ გამოხატეს ინტერესი სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში მიეღოთ მონაწილეობა და ტენდერი ხელახლა გამოცხადდა. კვიპროსში ტენდერი ჯერ კიდევ არ დასრულებულა, მასში რამდენიმე კომპანია იღებს მონაწილეობას და პროცესის დასრულება 2020 წლისთვის არის მოსალოდნელი. კვიპროის ეროვნული ელექტრონული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელის განცხადებით, ქვეყანაში ახალლი სერვისი 2021 წლიდან იქნება ხელმისაწვდომი.

'
წყარო: https://www.nperf.com/en/map/5g

2020 წლის 29 იანვარს ევროპულმა კომისიამ წევრ სახელმწიფოებთან შეთანხმებით 5G-ის შესახებ სახელმძღვანელო დოკუმენტი შეიმუშავა, სადაც მთავარ რისკად კიბერთავდასხმაა დასახელებული და რეკომენდაციებსაც ამ მიმართულებით შეიცავს. ევროკავშირის გადაწყვეტილებით, 5G 2020 წლის ბოლოს ევროკავშირის წევრ ყველა ქვეყნის მინიმუმ ერთ ქალაქში მაინც უნდა იყოს ხელმისაწვდომი.

digitaltrends.com-ის  თანახმად ლუიზიანას ქალაქ ნიუ-ორლეანში 5G ინტერნეტი ხელმისაწვდომია.

'
წყარო: digitaltrends.com

5G პაპუა ახალ გვინეასა და გლასტონბერიში

პაპუა ახალი გვინეის საინფორმაციო და ტექნოლოგიური კომუნიკაციების სააგენტომ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ქვეყანაში 5G ტექნოლოგიის განთავსება არ იგეგმება, თუმცა განმარტა,  რომ ამ ფაქტს კოვიდ-19-სა და 5G-ის შესახებ შეთქმულების თეორიასთან კავშირი არ აქვს.

BBC-ის ცნობით, ბრიტანეთის პატარა ქალაქ გლასტონბერიში მართლაც შეაჩერეს 5G ტექნოლოგია. ქალაქის საბჭომ სპეციალური კომიტეტი შექმნა, რომელმაც გავრცელებული დეზინფორმაციის გავლენით ეს ტექნოლოგია ჯანმრთელობისთვის სახიფათოდ მიიჩნია. ამ დასკვნის შემდეგ 4-მა ექსპერტმა პროტესტის ნიშნად კომიტეტი დატოვა.

წყაროს შესახებ

ფეისბუკ გვერდი  Секрет гриффита Griffith’s secret გრიფით საიდუმლო 2020 წლის 17 აპრილს შეიქმნა. მას 794 გამომწერი ჰყავს (22 მაისის მონაცემებით). ის სხვადასხვა შეთქმულების თეორიებს ავრცელებს 5G ინტერნეტისა და კორონავირუსის, ბილ გეითსისა და კრონონავირუსის  კავშირის,  ასევე, მასონების და კუ-კლუქს-კლანის შესახებ. გამოირჩევა ანტიდასავლური, ჰომობობიური და ანტი-ფემინისტური პოსტებით.

 

თემატიკა: სხვა
დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist