საიდან იღებს სათავეს კონსპირაცია 5G-ისა და ფრინველების შესახებ?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

სდს
1.9k
VIEWS

გაზეთ ,,ასავალ-დასავალის” 13-19 ივლისის ნომერში დაიბეჭდა ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის ინტერვიუ, რომელშიც ის 5G ინტერნეტის მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობს. მიხეილ ცაგარელის მტკიცებით, 5G ინტერნეტს შეუძლია დაავადებების ზრდა  და იმუნიტეტის დაქვეიტება გამოიწვიოს. ის მოსალოდნელი საფრთხის შესახებ აზრს იმით ამყარებს, თითქოს 5G ინტერნეტის სატესტო რეჟიმში ჩართვის დროს უამრავი ფრინველი დაიხოცა.

Მიხეილ ცაგარელი, ასტროლოგი: „დავიჯერო, ხალხმა დაივიწყა, როგორ დაიხოცა ჩიტები 5G ინტერნეტის ტესტურ რეჟიმში გაშვებისას? აი, ინტენსიურად რომ ჩაირთვება ეს სიხშირე, მერე ნახეთ, როგორ გაიზრდება დაავადებათა რაოდენობა და როგორც მოიმატებს აგრესია ადამიანებში! 5G-ის  ვიბრაციული მუხტი ხელს უშლის ჰემოგლობინის უჯრედთან დაკავშირებას, რის გამოც ორგანიზმში მკვეთრად ეცემა იმუნიტეტი.”

მიხეილ ცაგარელის განცხადება, თითქოს 5G ინტერნეტმა ჩიტების დახოცვა გამოიწვია და ის ჯანმრთელობისთვის სახიფათოა, კერძოდ იმუნიტეტის დაქვეითებას იწვევს, ტყუილია. 5G ინტერნეტის რადიოტალღები მცირე სიხშირისაა და შეუძლებელია სიკვდილი, ჯანმრთელობისთვის საშიში პროცესი ან იმუნიტეტის დაქვეითება გამოიწვიოს. 5G ინტერნეტი ჩიტების მასობრივი დახოცვის მიზეზი არ არის, ეს სხვადახვა ქვეყანაში გავრცელებული კონსპირაციაა. 

5G ინტერნეტის რადიოტალღები მცირე სიხშირისაა და შეუძლებელია სიკვდილი, ჯანმრთელობისთვის საშიში პროცესი ან იმუნიტეტის დაქვეითება გამოიწვიოს

5G ინტერნეტის პრაქტიკაში დანერგვამდე ჯანმრთელობაზე მისი გავლენის შესახებ სხვადასხვა კვლევები ჩატარდა. 5G ტექნოლოგია უსაფრთხოდ არის გამოცხადებული Radiation watchdog-ის მიერ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, 5G ინტერნეტს ადამიანის ჯანმრთელობაზე გავლენა არ აქვს. ასევე  ევროპარლამენტის ანგარიშის თანახმად, ის  ჯანმრთელობისათვის სახიფათო არ არის.

5G ქსელით ისეთი ტალღების გავრცელება ხდება, რომელიც ადამიანისთვის საფრთხის შემცველი არ არის. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ცნობით 5G-ის გამოსხივების სიხშირე 3,5 გიგაჰერცია, რაც მოქმედი მობილური ტელეფონების სადგურების გამოსხივების სიხშირის იდენტურია.”  “არა-იონიზირებული რადიაციისაგან დაცვის საერთაშორისო კომისიის” თანახმად ადამიანის ჯანრმთელობისათვის სახიფათო 6 გიგაჰერცზე მეტი სიხშირის გამოსხივებაა. ამ ორგანიზაციის მითითებებსა და რეკომენდაციებს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია და სხვადასხვა სახელმწიფოები ეყრდნობიან.

შესაბამისად, 5G ქსელის არამაიონიზირებელი, დაბალი სიხშირის  რადიოტალღები უჯრედების დნმ-ში ქიმიური ბმების გაწყვეტას და იმუნური სისტემის დაზიანებას არ იწვევენ.

5G ქსელის მიერ გამოსხივებული რადიოტალღები მაღალი შეღწევადობის მქონე გამოსხივებებთან შედარებით ბევრად ნაკლები სიხშირისაა და სხვა მოწყობილობების (მიკროტალღური ღუმელი, რადიო) გამოსხივების მსგავსია.  5G ქსელისგან განსხვავებით მაღალი შეღწევადობის მქონე გამოსხივებები (მზის ულტრაიისფერ სხივები, რენდგენის და გამა ტალაღები) ცოცხალი ორგანიზმების უჯრედებში არსებული ატომების იონიზაციას და დასხივების დიდი დოზების შეთხვევაში, სერიოზულ დაზიანებებს იწვევენ.

"
წყარო:bbc.com

5G ინტერნეტს ჩიტების დახოცვა არ გამოუწვევია და ეს სხვადასხვა ქვეყანაში გავრცელებული კონპირაციაა. ჩიტების მასობრივი დახოცვის ფენომენი 5G ტექნოლოგიამდეც ფიქსირდებოდა

5G-ისა და ჩიტების სიკვდილის შესახებ  კონსპირაციის თეორია 2018 წლის ნოემბრიდან ვრცელდება და რამდენიმე ქვეყანა მოიცვა. კონსპირაცია დაიწყო ჯონ კულსის (John Kuhles) პოსტით, რომელიც ამტკიცებდა, რომ ნიდერლანდებში შოშიების მასობრივ სიკვდილს სწორედ 5G ანტენების დატესტვა იწვევდა. როგორც Snopes აღნიშნავს, ჯონ კულსი რამდენიმე კონსპირაციული ვებ-საიტისა და სოციალური ქსელების ანგარიშების ადმინისტრატორია. მან დააარსა ფეისბუკ ჯგუფი “stop 5G”, რომელშიც 20 000-ზე მეტი მომხმარებელია გაწევრიანებული და 5G-სთან დაკავშირებულ კონსპირაციებს ავრცელებს.

სინამდვილეში, ნიდერლანდებში 5G ინტერნეტის ტესტირება ჩიტების მასობრივი დახოცვიდან რამენიმე თვის შემდეგ განხორციელდა და ის ამ მოვლენის მიზეზი ვერ გახდებოდა.

Unicef-ის  თანახმად, 2018 წლის ოქტომბერ-ნოემბერში ჰააგაში (ნიდერლანდები) რამდენიმე ასეული ჩიტის დახოცვის  მიზეზი ნიდერლანდების ველური ბუნების ჯანმრთელობის  ცენტრმა (Dutch Wildlife Health Centre), ერაზმუსის უნივერსიტეტმა და გენტის უნივერსიტეტმა გამოიკვლიეს, რომ ჩიტების სიკვდილის მიზეზი მოწამვლა იყო და არა  5G ინტერნეტი.

ფრინველების მასობრივი სიკვდილი არ არის ახალი ფენომენი და სხვადასხვა დადგენილი ან უცნობი მიზეზებით მსგავსი ფაქტები 5G-ის ტექნოლოგიამდეც ხდებოდა.

2011 წელს იტალიაში რამდენიმე ასეული ფრინველი დაიხოცა. Მეცნიერების აზრით ამის მიზეზი  ფრინველებისთვის მანამდე უცხო მარცვლის ჭამა, შესაძლოა  მზესუმზირაც კი ყოფილიყო.

ფრინველებზე გავრცელებული კონსპირაციები სხვადასხვა დროს Reuters-მა და APNews-მაც გადაამოწმეს.

ვინ ავრცელებდა იდენტურ კონსპირაციას 5G ინტენეტისა ფრიველების შესახებ საქართველოში?

5G ინტერნეტის ფრინველებზე ზემოქმედების შესახებ კონსპირაცია საქართველოში ივნისის დასაწყისშიც ვრცელდებოდა. “ასავალ-დასავალის” მტკიცებით, კლინიკის მედპერსონალი ლუკა თვალიაშვილი აცხადებდა, რომ 5G გადამცემებს შეუძლიათ ფრინველებში ნერვული აშლილობის გამოწვევა და პეკინზე ყვავის ადამიანებზე თავდასხმას სწორედ ამ ფაქტს უკავშირებდა.

“მითების დეტექტორი” ინფორმაციის გადასამოწმებლად ნიუ ჰოსპიტალსის კლინიკის ადმინისტრაციას დაუკავშირდა, სადაც განმარტეს, რომ 5G-სა და ფრინველებს შორის შესაძლო კავშირზე განცხადება არ წარმოადგენს კლინიკის ოფიციალურ პოზიციას, ხოლო ლუკა თვალიაშვილი არა კლინიკის ექიმი, არამედ ტექნიკური პერსონალია.

ფრინველებსა და 5G ინტერნეტის შესახებ ადრე გავრცელებული კონსპირაციის შესახებ ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მომზადებულ მასალაში:

5G ქსელის და მის ირგვლივ გავრცელებულ მითებზე  ვრცლად იხილეთ  “მითების დეტექტორის” სტატიაში:

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist