მონტაჟდება თუ არა 5G გადამცემ ანძებში covid-19-ის ელექტრომოწყობილობა?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

9
VIEWS

snopes.com-ის მასალის მიხედვით

მაისში სოციალურ ქსელებში გავრცელდა კონსპირაციული ვიდეო, რომელიც თითქოს 5G ქსელის გადამცემი ანძებისა და Covid-19-ს კავშირს ადასტურებს. ვიდეოში ნაჩვენებია ანძასთან მდგომი  მამაკაცი, რომელსაც ხელში ელექტრომოწყობილობა, წარწერით “COV-19” უჭირავს და ამტკიცებს, რომ  ის 5G ანძაში უნდა ჩამონტაჟდეს.  15 მაისს ვიდეო გააზიარა ფეიბუკ გევრდმა “ახალგაზრდული” და სოციალური ქსელის რამდენიმე ქართველმა მოხმარებელმა.

""

"

ვიდეოს გადაამოწმების შედეგად Snopes.com-მა  დაადგინა, რომ ვიდეოში ნაჩვენები პატარა მოწყობილობა სინამდვილეში ძველი TV ბოქსის სამონტაჟო პლატაა და  5G ანძასთან კავშირი არ აქვს. პლატაზე გაკეთებული წარწერა “COV-19” ყალბია და სამონტაჟო პლატას სპეციალურად, კონსპირაციის თეორიის გასამყარებლად დააწერეს.

Snopes.com-ის მკვლევარებმა ვიდეოში გამოსახულ მოწყობილობაზე პლატის დამამზადებელი კომპანიის სახელი Hannstar ამოკითხეს.

'

Hannstar არ აწარმოებს 5G მოწყობილობებს. ეს ტაივანური კომპანია  ტელევიზორის ნაწილებსა და კომპიუტერის მონიტორებს ამზადებს.

Reuters-ის თანახმად, სამონტაჟო პლატა კომპანია Virgin Media-ს ძველი TV ბოქსიდან არის ამოღებული, რაც კომპანიამაც დაადასტურა და იქვე დასძინა, რომ პლატას არასოდეს ჰქონია წარწერა COV 19.

გარდა აღნიშნულისა, პლატაზე ჩანს ტელევიზიასთან დაკავშირებული პორტები, როგორიცაა  SCART შემაერთებელი, რომელიც აუდიოვიზუალური მოწყობილობების შესაერთებლად გამოიყენება.

'

მართალია, ვიდეოში გამოსახული მამაკაცი ამბობს, რომ თავადაც არ სჯერა შეთქმულების თეორიების, რეალურად, ეს ვიდეო კიდევ უფრო აძლიერებს იმ შეთქმულების თეორიებს, რომლებიც კორონავირუსისა და 5G ქსელის კავშირზე ვრცელდება. ადამიანები კორონავირუსის პანდემიამდე მრავალი წლით ადრეც შიშობდნენ მობილური ტექნოლოგიების მავნე გავლენაზე.  მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კვლევით, უკაბელო ტექნოლოგიები არ ახდენენ გავლენას ადამიანის ჯანმთელობაზე, 5G უკაბელო  ქსელის შესახებ შეთქმულების თეორია კორონავირუსის პანდემიის პერიოდში ახალი ძალით გავრცელდა.

ამავე თემაზე იხილეთ “მითების დეტექტორის” სტატიები:

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო
ასევე დაგაინტერესებს

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist