არსებობს თუ არა ნანოჩიპირებულების დისტანციურად მართვის პატენტი?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

373
VIEWS

17 ივლისს  ფეისბუქ მომხმარებელმა Николай Благий დოკუმენტის ამსახველი ფოტო, შემდეგი სათაურით გამოაქვეყნა: 5G-ის საშუალებით  ნანო-ჩიპირებული ადამიანი-პოკემონების დისტანციურად მართვის პატენტი”. დოკუმენტში ნათქვამია, რომ პატენტი ფაიზერს ეკუთვნის და ის 5G სიხშირის საშუალებით  ვაქცინირებული ადამიანების დისტანციურად მართვას გეგმავს.

Screenshot 22 1 არსებობს თუ არა ნანოჩიპირებულების დისტანციურად მართვის პატენტი?

პოსტში წარმოდგენილი პატენტი არა “ფაიზერს,” არამედ ისრაელში დაფუძნებული ერთ-ერთი კომპანიის Ehrlich Group-ის დირექტორს ეკუთვნის. თავად დოკუმენტი აღწერს არა ვაქცინირებული ადამიანების მართვის მექანიზმს, არამედ ინფიცირებული ადამიანის კონტაქტების მოკვლევის სისტემას, რომელიც  მომავალი პანდემიის შემთხვევაში გამოსაყენებლად შეიქმნა. 

სოციალურ ქსელში გავრცელებულ პატენტის ფოტოს თან ახლავს ნომერი: US 11,107,588 B2, რაც დოკუმენტის ღია წყაროებში მოვძებნის საშუალებას გვაძლევს. დოკუმენტი მართლაც ხელმისაწვდომია ვებ-საიტზე patents.google.com და მისი ნახვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

Screenshot 23 1 არსებობს თუ არა ნანოჩიპირებულების დისტანციურად მართვის პატენტი?

დოკუმენტის წაკითხვის შემდეგ ცხადი ხდება, რომ განაცხადი პატენტის შესახებ Ehrlich Group-ის დამფუძნებელმა გალ ერლიხმა შეიტანა. აღსანიშნავია, რომ დოკუმენტში Pfizer-თან რაიმე ტიპის კავშირი ნახსენები არ არის. თავად პატენტი აღწერს არა ვაქცინირებული ადამიანების მართვის მექანიზმს, არამედ ინფიცირებულის კონტაქტების მოკვლევის სისტემას, რომელიც მომავალი პანდემიის შემთხვევაში შეიძლება სასარგებლო იყოს. სისტემა  პორტატული მოწყობილობის ტარებას ითვალისწინებს. მოწყობილობა მისი მფლობელის შესახებ სრულ სამედიცინო ინფორმაციას უნდა შეიცავდეს და სხვა მსგავსი მოწყობილობის მიახლოებისას სიგნალებს გამოსცემს. ამის შემდეგ მიღებული მონაცემები სერვერს გადაეგზავნება, რაც  გადატვირთული ადგილების განსაზღვრის შესაძლებლობას შექმნის, რაც თავის მხრივ დაავადების გავრცელების პროგნოზირებისა და თავიდან აცილების შანრსს გააჩენს.

პატენტის ტექსტში არაფერია ნათქვამი იმაზე, რომ მხოლოდ ვაქცინირებული ადამიანები შეძლებენ ამ სისტემით სარგებლობას ან რომ ტექნელოგია მხოლოდ 5G ქსელების მეშვეობით იმუშავებს.

აღსანიშნავია, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია პატენტის შესახებ “როიტერსის” ფაქტების გადამმოწმებელმა პლატფორმამაც შეისწავლა. პატენტის ავტორმა,  გალ ერლიხმა “როიტერსს” სატელეფონო ზარით დაუდასტურა, რომ პატენტს არაფერი აქვს საერთო ვაქცინასთან და გავრცელებულ მტკიცებებს ყალბი უწოდა.

5G-ს ტექნელოგიის შესახებ გავრცელებული არაერთი დეზინფორმაცია “მითების დეტექტორმა” წარსულშიც გადაამოწმა, ვრცლად იხილეთ:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist