რა მიზეზით ჭრიან ხეებს რეალურად და ვინ ავრცელებს დეზინფორმაციას 5G რადიაციაზე?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

130
VIEWS

2022 წლის 25 ივლისს ფეისბუქ პროფილმა “Rau Al” 5G რადიაციის შესახებ რამდენიმე ვიდეო (1, 2, 3.) გამოაქვეყნა. კადრებში სხვადასხვა ლოკაციაზე ნაჩვენებია გამხმარი და მოჭრილი ხეები, რაზეც ვიდეოების აღწერებში ქართულ და რუსულ ენებზე მითითებულია, რომ ხეები 5G რადიაციამ გაახმო და სწორედ ამიტომ გახდა საჭირო მათი მოჭრა.

5 g რა მიზეზით ჭრიან ხეებს რეალურად და ვინ ავრცელებს დეზინფორმაციას 5G რადიაციაზე?

5 g1 რა მიზეზით ჭრიან ხეებს რეალურად და ვინ ავრცელებს დეზინფორმაციას 5G რადიაციაზე?

მტკიცება იმის შესახებ, რომ ხეების ხმობა 5G გამოსხივების ბრალია, საფუძველს მოკლებულია და არანაირი სამეცნიერო კვლევითა თუ არგუმენტებით არ არის გამყარებული. გარდა ამისა, ვიდეოებში ნაჩვენებია თბილისის ქუჩები, ხოლო ამ ეტაპზე 5G ქსელის ანტენები ან გამაძლიერებელი მოწყობილობები საქართველოს არც ერთ ქალაქში არ არის დამონტაჟებული. თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის განცხადებით, თბილისის მასშტაბით მთელი წლის მანძილზე სანიტარული ჭრები დაიგეგმა, რადგან ბოლო ათწლეულში ხეების ხმობა დაგეგმარების შეცდომებისა და მოუვლელობის გამო დაიწყო.

ვიდეოებში ნაჩვენები ქუჩის კადრების გეოლოკაციით დგინდება, რომ სამივე გადაღებულია თბილისში. პირველი ვიდეოში, ვხედავთ უნივერსიტეტის ქუჩაზე არსებულ საბავშვო ბაღ ABC LAND-ის შენობას. მეორე ვიდეოში ნაჩვენებია მარშალ არჩილ გელოვანის გამზირი და იქ მდებარე თბილისის პოლიციის დეპარტამენტი. მესამე ვიდეოში კი ჩანს დიდუბის ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორია.

gaerthianebuli 1 რა მიზეზით ჭრიან ხეებს რეალურად და ვინ ავრცელებს დეზინფორმაციას 5G რადიაციაზე?

gaerthianebuli 2 რა მიზეზით ჭრიან ხეებს რეალურად და ვინ ავრცელებს დეზინფორმაციას 5G რადიაციაზე?

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაცის მიხედვით, თბილისში ხეების, განსაკუთრებით ფიჭვების ხმობა უკვე წლებია მიმდინარეობს და ხმობის მიზეზებად ფიჭვის მავნებლები, დარგვის პროცესში აგროტექნიკური ღონისძიებების დარღვევა, მოვლითი ჭრების განუხორციელება, ინტროდუცირებული სახეობები და კლიმატური ცვლილებები სახელდება. პრობლემის მოსაგვარებლად სხვა აქტივობებთან ერთად დაიგეგმა ხეების სანიტარული ჭრა, რომელიც მთელი წლის მანძილზე გაგრძელდება.

გარდა ამისა, ჟურნალ National Geographic-თან კომენტარში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა და „მწვანე ალტერნატივის“ კონსერვაციის პროგრამის კოორდინატორმა ირაკლი მაჭარაშვილმა დაასახელა მიზეზები, რის გამოც თბილისში ან მის შემოგარენში ხეები ხმება. მისი თქმით, იმისთვის რომ ფიჭვები ბუნებრივად განახლდნენ, მათ შორის დაშორება, სასურველია,  დაახლოებით 3-6 მეტრი იყოს, თუმცა თავის დროზე ხეები ძალიან მჭიდროდ დარგეს და არასწორმა განლაგებამ დააბრკოლა მათი ბუნებრივი განახლება. იგი ასევე აღნიშნავს, რომ, ბოლო წლების ძლიერი წვიმიანი გაზაფხული/ზაფხულის პირველი ნახევარი და მისი თანმდევი გვალვა და მაღალი ტემპერატურა უარყოფითად მოქმედებს მწვანე საფარის ჯანმრთელობაზე და ხელს უწყობს ყლორტის მავნებელი სოკოს გავრცელებას. 

“მითების დეტექტორი” ხეების ხმობის 5G ქსელთან კავშირზე გავრცელებულ დეზინფორმაციაზე ადრეც წერდა, ვრცლად იხილეთ:

რაც შეეხება მეორე ვიდეოს, გამხმარი ხეების გარდა ნაჩვენებია რუსი ფიზიკოსის ინტერვიუ, აღწერით: “5G გამოსხივების გავლენა ადამიანზე. ონკოლოგიის მიზეზი”. მეცნიერი მართლაც საუბრობს ანტენების გამოსხივებებზე, მაგრამ ის არ ახსენებს 5G ქსელს და საუბრობს სხვა ტიპის მოწყობილობებზე. შედეგად, ვიდეოს აღწერა არის შეუსაბამო. აგრეთვე, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ მაღალი სიხშირის მობილური ინტერნეტი იწვევს ჯანმრთელობის პრობლემებს, რადგან ამის თავიდან ასაცილებლად მიღებულია არაერთი შეზღუდვა და ინფრასტრუქტურის მიერ გამოყოფილი რადიაცია მისაღებ ნორმებზე ბევრად დაბალია. 

ასევე აღსანიშნავია, რომ 5G ქსელის დაკავშირება საქართველოში მიმდინარე ნებისმიერი სახის მოვლენებთან არარელევანტურია. მითების დეტექტორი დაუკავშირდა კომუნიკაციების კომისიას და მათი განცხადებით, ამ ეტაპზე საქართელოს არცერთ ქალაქში არ არის დამონტაჟებული მსგავსი ტიპის ანტენები ან გამაძლიერებლი მოწყობილობები და ჯერჯერობით არ გამოცხადებულა ტენდერი მისი ლიცენზიის მიღებაზე. 2020 წელს კომპანია მაგთიმ თბილისში დააყენა 5G გადამცემები, თუმცა ეს მოხდა ტესტირების მიზნით და მხოლოდ შეზღუდული დროით იქნა გამოყენებული.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist