ვიდეომანიპულაციები, თითქოს 5G მოწყობილობები საფრთხისშემცველია

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

380
VIEWS

2023 წლის იანვარში Facebook-ის ქართულენოვანმა მომხმარებლებმა (1, 2, 3), რომლებიც კონსპირაციულ და მცდარ ამბებს რეგულარულად აზიარებენ, 5G მოწყობილობების შესახებ გაავრცელეს ინფორმაცია. პოსტების მიხედვით, აშშ-ში ხალხს 5G ანტენების არსებობას უმალავენ, ვინაიდან ისინი ადამიანების ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს. გავრცელებული პოსტებიდან ერთ-ერთი, აღწერით “5G სიხშირეებიდან მომავალი საფრთხე ახალ მსოფლიო წესრიგში” იმ უარყოფით ეფექტებს ასახელებს, რომლებიც 5G მოწყობილობებს აქვთ ადამიანებზე. მეორე პოსტი კი აშშ-ში გადაღებულ ვიდეოს ასახავს, რომელშიც ჩანს ადამიანი, რომელიც ყალბ კაკტუსს იკვლევს. პოსტის ავტორები ვიდეოს იმ ფაქტის საილუსტრაციოდ იყენებენ, რომ აშშ-ში 5G მოწყობილობებს ადამიანებს უმალავენ.

5g ვიდეომანიპულაციები, თითქოს 5G მოწყობილობები საფრთხისშემცველია

მტკიცება, თითქოს 5G მოწყობილობები ადამიანების ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის და ისინი “ახალი მსოფლიო წესრიგის” დასამყარებლად გამოიყენება, შეთქმულების თეორიაა. აშშ-ში 5G მოწყობილობებს მოსახლეობისგან ფარულად არ ამონტაჟებენ – სატელეფონო ანძები და გადამცემი მოწყობილობები, ესთეტიკური მიზეზებიდან გამომდინარე, ხშირად სხვადახვა ბუნებრივ ობიექტებს წააგავს, მათ შორის ხეებსა და კაქტუსებს.  აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) და აშშ-ს საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია 5G-ს უსაფრთხოდ მიიჩნევს.  

გამოქვეყნებული პოსტებიდან ერთ-ერთი ქართულ ენაზე გახმოვანებულ გრძელ ვიდეოს წარმოადგენს, რომელიც 5G-ის ისეთ სავარაუდო უარყოფით ეფექტებს ასახელებს, როგორიცაა  კანის დაზიანება, არტერიული წნევის პრობლემები, ოფლიანობა, სტრესი, ნევროლოგიური დარღვევები, მამაკაცებში უნაყოფობას და კიბოს გაზრდის რისკი. ვიდეოში ასევე ნათქვამია, რომ 5G განსაკუთრებით საზიანოა ბავშვებისა და ფრინველებისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მეცნიერი 5G-ის დანერგვისას საზოგადოებას სიფრთხილისკენ მოუწოდებს, ჯანმო-მ და FDA-მ 5G ტექნოლოგია უსაფრთხოდ აღიარეს. ნიუ-იორკის უნივერსიტეტის რადიოლოგიის პროფესორის, დოქტორი  კრისტოფერ კოლინზის, Forbes-ის ინტერვიუს მიხედვით,  სიხშირე, რომლის დროსაც ელექტრომაგნიტური გამოსხივება იწყებს იონიზაციას და ხდება საშიში, დაახლოებით 3 მილიონი გიგაჰერცია (გჰც). 5G ორ სიხშირეზე მუშაობს, რომელთაგან ყველაზე მაღალი 24,25 გჰც-დან 52,6 გჰც-მდე მერყეობს, რაც ნიშნავს, რომ ის საფრთხის წერტილთან ახლოსაც არ არის. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ფიზიკოსი და მკვლევარი დევიდ რობერტ გრაიმსის მიხედვით, არაიონიზირებულ რადიოტალღებს, რომლებიც მობილური ტელეფონის ქსელებისთვისაა გამოყენებული, არ გააჩნიათ „საკმარისი ენერგია დნმ-ის დასაშლელად და უჯრედული დაზიანების გამოწვევისთვის.“ მტკიცება, თითქოს 5G განსაკუთრებით საზიანოა ფრინველებისთვის, ასევე არაერთხელ იქნა გადამოწმებული Reuters-ის, Audubon Society-ისა და “მითების დეტექტორის” მიერ. ვრცლად, იხილეთ:

ვიდეოში რამდენიმე სავარაუდო ექსპერტის ციტატაც გვხვდება. მათ შორისაა ოლგა შიანი, რომელიც ვიდეოს მიხედვით, ჯანმო-ს ყოფილი თანამშრომელია. მისი და დოქტორი რონალდ პაუელის თქმით, 5G მავნე გამოსხივებას იწვევს.

5g 1 ვიდეომანიპულაციები, თითქოს 5G მოწყობილობები საფრთხისშემცველია
სქრინი ვიდეოდან

ოლგა შიანს 5G-ს წინააღმდეგ არაერთი ტექსტი და ვიდეო აქვს გამოქვეყნებული, სადაც ამტკიცებს, რომ ჯანმო შეთქმულებას ამზადებს. თუმცა, მას არანაირი კავშირი არ აქვს ჯანმო-სთან. (Alprazolam) მას სტატიები აქვს გამოქვეყნებული ისეთ თემებზე, როგორებიცაა ინტუიციური და ენერგიული განკურნება, რეალობის ბუნების აღქმა და ა.შ. რონალდ პაუელის ციტატა, როგორც ჩანს, მომდინარეობს შეთქმულების თეორიების საიტიდან სახელწოდებით radiationdangers.com, რომელიც ამტკიცებს, რომ საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის 5G-ს საფრთხეზე გამოქვეყნებული სტატია აშშ-ს პრეზიდენტის ყოფილ მრჩეველს, რონ პაუელს ეკუთვნის. თუმცა, წყარო, რომელიც სტატიაშია მითითებული, წაშლილია. გარდა ამისა, სტატიაში ნათქვამია, რომ რონ პაუელი შეერთებული შტატების პრეზიდენტის ოფისში, ეროვნულ სამეცნიერო ფონდში და სტანდარტებისა და ტექნოლოგიების ეროვნულ ინსტიტუტში მუშაობდა, თუმცა, სახელი რონ(ალდ) პაუელი მხოლოდ მსგავს კონსპირაციულ საიტებზე იძებნება და მას აშშ-ის ოფიციალურ საიტებზე ვერ ვხვდებით.

ვიდეო ასევე ახსენებს მკვლევარ მარკ სტილს, რომელმაც, ვიდეოს მიხედვით, აღმოაჩინა, რომ 5G ფართე რადიუსის იარაღს წარმოადგენს, რომელიც 11 სექტემბრის ტერაქტში და სხვადასხვა დანაშაულების დროს გამოიყენებოდა. მისი თქმით, 5G  არა როგორც ტელეკომუნიკაციის საშუალება, არამედ ხელოვნური ინტელექტის მოწყობილობებისთვის უნდა იყოს გამოყენებული.

5g 2 ვიდეომანიპულაციები, თითქოს 5G მოწყობილობები საფრთხისშემცველია
სქრინი ვიდეოდან

მარკ სტილი ცნობილი შეთქმულების თეორიების ცნობილი გამავრცელებელია, რომელიც ამტკიცებს, რომ 5G, WiFi და სხვა საკომუნიკაციო ქსელები გავრცელებული  შეიარაღების სისტემის ნაწილია. მან ამ შეთქმულების ხარჯზე, ათასობით ფუნტი შეაგროვა.

საბოლოოდ, ვიდეოში ნახსენებია არტურ ფრისტენბერგი, რომელმაც, ვიდეოს მიხედვით, 2002 წელს გამოაქვეყნა კვლევა 5G ტექნოლოგიის საშიშროების შესახებ. ამ კვლევის მიხედვით, 5G ელექტრო იმპულსები იქცევა ანტენებად, რომლებიც ადამიანებში მავნე გამოსხივებას იწვევს.

5g 3 ვიდეომანიპულაციები, თითქოს 5G მოწყობილობები საფრთხისშემცველია
სქრინი ვიდეოდან

მიუხედავად იმისა, რომ ფრისტენბერგი ამტკიცებს, რომ ის ექსპერტი ელექტრომაგნიტური გამოსხივებისა და ჯანმრთელობის საკითხების ექსპერტია, მას სამედიცინო განათლება არ მიუღია და არერთი შეთქმულების თეორიის გავრცელებაში იყო ჩართული. მაგალითად, ის ამტკიცებდა, რომ COVID-19 პანდემია 5G-მა გამოიწვია. მოცემული კონსპირაცია არაერთხელ იქნა გადამოწმებული, მათ შორის “მითების დეტექტორის” მიერ. ვრცლად, იხილეთ:

გავრცელებული სხვა პოსტები ასახავს ვიდეოს, რომელიც სავარაუდოდ 2022 წლის 21 ივლისს სკოტსდეილთან, არიზონას მახლობლადაა გადაღებული. ვიდეოში ნაჩვენებია 5G მობილური ტელეფონის კოშკი, რომელსაც  კაქტუსის ვიზუალი აქვს. ორწუთიან ვიდეოში მამაკაცი კაქტუსს ახლო ხედით გვაჩვენებს და ხსნის, თუ როგორ არის იგი მოხატული, რათა ირგვლივ ლანდშაფტს შეერწყას. Facebook მომხმარებლები ამტკიცებენ, რომ მოცემული ხრიკი ამერიკელი მოქალაქეებისგან 5G-ის დასამალად გამოიყენება. სინამდვილეში, მოცემული პრაქტიკა საკმაოდ გავრცელებულია და ათწლეულებია გამოიყენება, რათა მახინჯი ინფრასტრუქტურა უფრო მისაღები და ესთეტიურად მიმზიდველი გახდეს ფართო მოსახლეობისთვის.

მაგალითისთვის, კალიფორნიაში ასობით მობილური ტელეფონის კოშკი შენიღბულია როგორც პალმები. დამალვის ეს მეთოდი პოპულარული სატელეკომუნიკაციო კანონმდებლობის თავისებურების გამო გახდა: მუნიციპალიტეტებს, როგორც წესი, არ შეუძლიათ უარი თქვან ფიჭური ოპერატორის მოთხოვნაზე ახალი ანძის განთავსების შესახებ, თუმცა მათ მისი დამალვის მოთხოვნა შეუძლიათ. მაგალითად, ქალაქი ლოს-ანჯელესი მოითხოვს, რომ უსადენო სატელეკომუნიკაციო ობიექტებს ჰქონდეთ „მინიმალური ვიზუალური ზემოქმედება გარემოზე“ და ავალდებულებს მწარმოებლებს, რომ კოშკები იყოს დაპროექტებული ისეთი ტექნიკით,  რომ ისინი წააგავდეს ხელოვნური წყლის კოშკებს, კლდოვანი წარმონაქმნებს, ქარის წისქვილებსა და ხეებს. არიზონაში კაქტუსების ვიზუალი ადგილობრივი კაქტუსების რაოდენობის გამო შეირჩა.

მიუხედავად იმისა, რომ ტელეფონების ანძებს უსაფრთხოების მიზეზებიც გამოც მალავენ – მაგალითად, დიდ ბრიტანეთში ზოგიერთმა ჯგუფმა ქუჩის 5G  განათება ჯანმრთელობის რისკების შესახებ შიშისა და შეთქმულების თეორიების გამო დააზიანა ,- მათი დამალვის მთავარი მიზეზი მაინც ესთეტიკაა.

მეტი ინფორმაციისთცვის 5G ტექნოლოგიებისა და მათ შესახებ გავრცელებული დეზინფორმაციის შესახებ, იხილეთ “მითების დეტექტორის” სტატიები:


ალექსანდრა კუენინგი

ერასმუს CEERES პროგრამის სტუდენტი, მითების დეტექტორის სტაჟიორი


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist