ვიდეომანიპულაცია, თითქოს ევროკავშირი საოკუპაციო ხაზთან მდგომარეობას ხელოვნურად ძაბავს

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

81
VIEWS

ფეისბუქზე ვრცელდება 9 სექტემბერს გამოქვეყნებული მოკლე ვიდეო (reel), რომლის თანახმადაც ევროკავშირი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა, ხელოვნურად ძაბავს გარემოს და “მეორე ფრონტის” გახსნის საშიშროება იქმნება. ვიდეოზე კომენტარების ნაწილი ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაშია დაწერილი, რაც მეტყველებს, რომ ვიდეო ბოლო პერიოდშიც აქტიურად ზიარდება.

ფეისბუქზე გამოქვეყნებული ვიდეო თავდაპირველად, 8 სექტემბერს სოციალურ ქსელ ტიკ-ტოკზე გამოქვეყნდა.

evrokavshiri saukopatsio khazthan ვიდეომანიპულაცია, თითქოს ევროკავშირი საოკუპაციო ხაზთან მდგომარეობას ხელოვნურად ძაბავს

ვიდეო საქართველოში ჯოზეფ ბორელის ვიზიტის დროს არის გადაღებული და მანიპულაციურად ვრცელდება. სხვადასხვა ქვეყნების ლიდერები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები საქართველოში ვიზიტის დროს საოკუპაციო ხაზთან ხშირად ჩადიან.  გარდა ამისა ევროკავშირის სამოქალაქო სადამკვირვებლო მისია საქართველოში 2008 წლიდან მუშაობს და მიზნად რეგიონში სტაბილურობის ხელშეწყობას ისახავს. 

გავრცელებული კადრები საქართველოში საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის სფეროში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის ვიზიტის დროს არის გადაღებული.

ბორელი საქართველოში 2023 წლის 7 სექტემბერს ორდღიანი ვიზიტით ჩამოვიდა. 8 სექტემბერს ის ცხინვალის საოკუპაციო ხაზთან, ხურვალეთის საიხლოვეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან ერთად ჩავიდა. იგივე კადრები, რაც ფეისბუქზე გავრცელებულ ვიდეოში ჩანს და ვიდეოზე არსებული ლოგოს მიხედვით Georgian Times-ის ეთერში იყო, ტელეკომპანია “მთავარის” ეთერშიც გავიდა.

კადრები ფეისბუქზე გავრცელებული ვიდეოდან კადრები ბორელის საოკუპაციო ხაზთან ჩასვლაზე მთავარის სიუჟეტიდან
evrokavshiri saukopatsio khazthan1 ვიდეომანიპულაცია, თითქოს ევროკავშირი საოკუპაციო ხაზთან მდგომარეობას ხელოვნურად ძაბავს evrokavshiri saukopatsio khazthan2 ვიდეომანიპულაცია, თითქოს ევროკავშირი საოკუპაციო ხაზთან მდგომარეობას ხელოვნურად ძაბავს
evrokavshiri saukopatsio khazthan3 ვიდეომანიპულაცია, თითქოს ევროკავშირი საოკუპაციო ხაზთან მდგომარეობას ხელოვნურად ძაბავს evrokavshiri saukopatsio khazthan6 ვიდეომანიპულაცია, თითქოს ევროკავშირი საოკუპაციო ხაზთან მდგომარეობას ხელოვნურად ძაბავს
evrokavshiri saukopatsio khazthan4 ვიდეომანიპულაცია, თითქოს ევროკავშირი საოკუპაციო ხაზთან მდგომარეობას ხელოვნურად ძაბავს evrokavshiri saukopatsio khazthan5 ვიდეომანიპულაცია, თითქოს ევროკავშირი საოკუპაციო ხაზთან მდგომარეობას ხელოვნურად ძაბავს

მტკიცება, თითქოს ბორელის ან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საოკუპაციო ხაზთან ჩასვლა ხელოვნურად მდგომარეობის დაძაბვას უწყობს ხელს, მანიპულაციურია. საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია 2008 წლის 1 ოქტომბერს დაიწყო. მისიის მთავარი მიზანი საქართველოსა და უფრო ფართო რეგიონში გრძელვადიანი სტაბილურობის ხელშეწყობაა. მისია შეიქმნა, რათა დაჰკვირვებოდა რუსეთ-საქართველოს ომის დასრულებისთვის მიღწეული შეთანხმების შესრულებას. მისიის წარმომადგენლები ოკუპირებულ ტერიტორიებთან, საოკუპაციო ხაზზე მუდმივ რეჟიმში პატრულირებენ და აღრიცხავენ უკანონო ბორდერიზაციის პროცესს. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის და ეუთოს თავმჯდომარეობით ეწყობა ერგნეთის ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმი შეხვედრები, რომლებიც საქართველოს, რუსეთის და დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებების წარმომადგენლებს დიალოგის შესაძლებლობას აძლევს. 

საქართველოს პარტნიორი სახელმწიფოების ლიდერები და წარმომადგენლები საქართველოში ვიზიტისას ხშირად ჩადიან საოკუპაციო ხაზთან და ეცნობიან ადგილზე არსებულ ვითარებას. საოკუპაციო ხაზთან ჩასვლა პარტნიორების მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობას და სუვერენიტეტის მხარდაჭერას უსვამს ხაზს. მაგალითად ბოლო წლებში საქართველოში ვიზიტების ფარგლებში საოკუპაციო ხაზი მოინახულეს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა, ავსტრიის, რუმინეთისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ამერიკელმა სენატორებმა ჯინ შაჰინმა და რობერტ პორტმანმა, გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა.

6 ნოემბერს სოფელ კირბალთან, ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს ერთი მოქალაქე მოკლეს და ერთი უკანონოდ დააკავეს. აღნიშნული ინციდენტის შემდეგ, საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოითხოვეს ტექნიკური შეხვედრის გამართვა 6 ნოემბერს რუსეთის საოკუპაციო ძალების, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლების მონაწილეობით. საქართველოს მოქალაქის მკვლელობას გამოეხმაურა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაც, მათ დაგმეს ძალის გამოყენება და მიუსამძიმრეს გარდაცვლილის ოჯახს.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
ქვეყანა/ორგანიზაცია: ევროკავშირი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist