URA.RU ზელენსკიზე მორიგ გაყალბებულ ვიდეოს ავრცელებს

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

282
VIEWS

28 მარტს რუსულ პროპაგანდისტულ მედიაში Ura.ru, ასევე ფეისბუკის რუსულენოვან ანგარიშზე ამერიკული არხის CBS – ის დილის გადაცემის ფრაგმენტი გავიდა, რომელშიც რეპორტიორი ახალი დახრილი უნიტაზის შესახებ საუბრობს, რომელზეც მისი სპეციფიკური ფორმის გამო ადამიანები დიდ დროს ვერ გაატარებენ. თემის წარდგენის შემდეგ, ვიდეოში უნიტაზების ნაცვლად ზელენსკის კადრები შემოდის, რაზეც წამყვანი სიცილს იწყებს. რუსული მედიის თანახმად, ამ ეპიზოდით ამერიკულმა არხმა აჩვენა, რომ ქვეყანა უნიტაზებზე აკეთებს ეკონომიას, ზელენსკიზე კი წელიწადში მილიონობით დოლარს ხარჯავს.

Screenshot 1 URA.RU ზელენსკიზე მორიგ გაყალბებულ ვიდეოს ავრცელებს

ვიდეო პროგრამულადაა დამუშავებული. ორიგინალ ვერსიაში ზელენსკის კადრები არ არის, უნიტაზსს აჩვენებენ,  წამყვანი კი იმ  ფაქტის გაჟღერების შემდეგ იცინის, რომლის მიხედვით,  ახალი უნიტაზები ადამიანებს მილიონობით დოლარის ეკონომიას გაუწევს.

ვიდეოს ორიგინალი ვერსია ამერიკულ არხზე CBS News Boston 2019 წლის 19 დეკემბერს გავიდა და ორიგილ ვერსიაში ზელენსკის კადრები არ არის.

გადაცემაში წამყვანი დაიანა კინგ ჰოლი ახალი, ინოვაციური უნიტაზების შესახებ საუბრობს, რომელზეც ადამიანები მისი სპეციფიკური, დახრილი ფორმის გამო დიდ დროს არ გაატარებენ, ეს კი მათ ბევრ დროს დაუზოგავს. მწაროებელი კომპანია ამბობს, რომ  ადამიანები საპირფარეშოში საჭიროზე 25 %-ით მეტ დროს ატარებენ, ამოწმებენ სოციალურ მედიას და ა.შ. კომპანიის აზრით, ახალი უნიტაზების მეშვეობით, ადამიანებს მასზე აღარ დაყოვნდებიან, რაც მათ მილიონობით დოლარის ეკონომიას მოუტანს. წამყვანი სწორედ ამ ამაზე იცინის. კადრში კი უნიტაზს აჩვენებენ. 

Screenshot 2 URA.RU ზელენსკიზე მორიგ გაყალბებულ ვიდეოს ავრცელებს

აღსანიშნავია, რომ რუსულ პროპაგანდისტულ მედიაში წარსულშიც არაერთხელ გავრცელდა პროგრამულად დამუშავებული კადრები, რომლის მიხედვით სხვადასხვა ამერიკულ არხებზე ზელენსკის ხან შავ ხვრელს, ხან კი ძაღლს ადარებდნენ. ეს ვიდეოები “მითების დეტექტორმა” წარსულში გადაამოწმა. ვრცლად, იხილეთ:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist