ვინ შეადარა ზელენსკი შავ ხვრელს – რუსულმა თუ ამერიკულმა მედიამ?

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

223
VIEWS

რუსულ მედიაში რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების დღიდან ვოლოდიმირ ზელენსკის დისკრედიტაციის კამპანია მიმდინარეობს. იგი სხვადასხვა ვიზუალური მანიპულაციის სამიზნე არაერთხელ გამხდარა.  უახლესი ვიდეომანიპულაცია, რომელიც “მითების დეტექტორმა” გადაამოწმა 14 თებერვალს რუსულ პროპაგადისტულ მედიასა და ფეისბუკ-ანგარიშებზე გავრცელდა. მონტაჟში ამერიკული არხის ტელეწამყვანები ზელენსკის გაღიზიანებულ ძაღლად მოიხსენიებდნენ, თუმცა გადაცემა, რეალურად, 2017 წლის იყო და უცნაურ ოჰაიოელ ძაღლს ეხებოდა.

2022 წლის ოქტომბერში კი კრემლის პროპაგანდისტული მედია (rg.ru, life.ru, pravda.ru, 360tv.ru) და რუსულენოვანი ფეისბუკ-ანგარიშები (1, 2, 3) ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ ამერიკულ არხზე – WDIV Local 4 ვოლოდიმირ ზელენსკი შავ ხვრელს შეადარეს. გამოქვეყნებულ ვიდეოებში ტელეწამყვანები NASA-ს მიერ გავრცელებულ შავი ხვრელის ხმების ვიდეოზე საუბრობდნენ, ეთერში ამ ფაქტის ამსახველი კადრების ნაცვლად კი ვოლოდიმირ ზელენსკის კადრი გამოჩნდა. ვიდეო იმავე აღწერით კრემლის პროპაგანდისტმა ჟურნალისტმა – ოლგა სკაბაევამ საკუთარ ტელეგრამ-არხზე გამოაქვეყნა.

Screenshot 1 8 ვინ შეადარა ზელენსკი შავ ხვრელს - რუსულმა თუ ამერიკულმა მედიამ?

გარდა ამისა, 2022 წლის ნოემბერში  პროპაგანდისტულ მედიაში (ren.tv, osnmedia, news.rambler.ru, iz.ru) კიდევ ერთი ვიდეო შემდეგი აღწერით ვრცელდებოდა: “ზელენსკი შავი ხვრელია.” თანდართული ტექსტების მიხედვით, ვიდეო აშშ-ის ბუნების ისტორიის მუზეუმის სარეკლამო რგოლია და ნიუ-იორკში, Times Square-ის ეკრანზე გავიდა. “მარსი შოკოლადი არ არის, მილკი ვეი შოკოლადი არ არის, შავი ხვრელი ეს ერთი უკრაინელი ბიჭია” – აღნიშნულია რეკლამის ტექსტში, რომლის ბოლოშიც ზელენსკის ფოტო შავი ხვრელის ფოტოსთან ერთად ჩნდება. ვიდეო იმავე აღწერით ბანგლადეშში რუსეთის საელჩოს ოფიციალურ ფეისბუკ-გვერდზეც გამოქვეყნდა.

Screenshot 2 9 ვინ შეადარა ზელენსკი შავ ხვრელს - რუსულმა თუ ამერიკულმა მედიამ?

ორივე ვიდეო, რომელშიც ზელენსკის შავ ხვრელს ადარებენ პროგრამულადაა დამუშავებული. 1. WDIV Local 4-ის ვიდეოს ორიგინალ ვერსიაში წამყვანები არა ზელენსკის, არამედ NASA-ს მიერ გავრცელებულ შავი ხვრელის ხმოვან კადრებს აჩვენებენ. 2. France 24-ის თანახმად, ვიდეო, რომელიც ამერიკის ბუნების ისტორიის მუზეუმის სახელით გავრცელდა, გაყალბებულია. ზელენსკის შავ ხვრელად წარმოჩენა კრემლის იმ პროპაგანდისტული ნარატივის ნაწილია, რომლის მიხედვითაც, უკრაინის პრეზიდენტი დასავლეთის დახმარებას იღებს, მდიდრდება და ომს ამის გამო აწარმოებს. 

  • ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკულ ტელეარხზე შავი ხვრელისთვის არ შეუდარებიათ

გავრცელებული ვიდეოს ორიგინალი ვერსია ინტერნეტში 2022 წლის 25 აგვისტოდან იძებნება. ორიგინალ ვიდეოში ჩანს, რომ წამყვანები შესავლის შემდეგ NASA-ს მიერ გავრცელებულ შავი ხვრელის ხმების ვიდეოს აჩვენებენ და  შემდეგ სწორედ ამ კადრებზე იცინიან. აღნიშნული ინფორმაცია ყაზახურმა ფაქტების გადამოწმების პლატფორმა – factcheck.kz – მა და გამოცემა provereno.media – მ გადაამოწმეს.

Screenshot 3 9 ვინ შეადარა ზელენსკი შავ ხვრელს - რუსულმა თუ ამერიკულმა მედიამ?

ცნობები, შავი ხვრელის ხმების შესახებ 21 აგვისტოს NASA-ს ოფიციალურ Twitter-ის ანგარიშზე გამოქვეყნდა

  • ზელენსკისა და შავი ხვრელის ფოტოები ერთად “თაიმ სქვერის” ეკრანზე არ გასულა

ინფორმაცია, თითქოს “თაიმ სქვერზე” სარეკლამო რგოლი გავიდა, რომელშიც ზელენსკი შავ ხვრელს შეადარეს France 24 Observers -მა გადაამოწმა. France 24 Observers-ის რედაქცია აშშ-ის ბუნების ისტორიის მუზეუმის პრეს ცენტრს დაუკავშირდა. მუზეუმი განმარტავს, რომ თაიმ სკვერზე მათი რეკლამა არ გასულა და მეტიც, მათი თქმით, ეს არის მუზეუმის ლოგოსა და იდენტობის არავტორიზებული და დაუშვებელი გამოყენება.Times Square-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე იძებნება რეკლამის განმთავსებლების სია, რომლებიც სხვადასხვა ბილბორდზე არიან პასუხისმგებელნი. France 24 Observers კომპანია Silver Cast-ის თანადამფუძნებელს გარი გროსმანს ესაუბრა, ის ბილბორდებზეა პასუხისმგებელი, მან დაადასტურა, რომ ვიდეო გაყალბებულია. აქედან გამომდინარე, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება,  რომ ეს რეკლამა Times Square -ის ეკრანზე მართლაც გავიდა.

  • “ზელენსკი შავი ხვრელია” ესპანური სატირული ჟურნალის გაყალბებულ გარეკანზე

აღსანიშნავია, რომ რეკლამა “ზელენსკი შავი ხვრელია” მოგვიანებით რუსულ წყაროებში  ესპანური სატირული ჟურნალის El jueves-ის გარეკანის ილუსტრაციის სახით ვრცელდებოდა.  ეს კარიკატურაც ფოტომანიპულაციის შედეგია. გარეკანი მსგავსი ვიზუალით ჟურნალის  El jueves -ს  არცერთ პლატფორმაზე (ვებ-გვერდი, Instagram, twitter) არ იძებნება. აღნიშნული ინფორმაცია უკრაინულმა ფაქტების გადამოწმების პლატფორმა VOX-მა გადაამოწმა. გავრცელებული ფოტოს ჟურნალის შტრიხკოდზე ნომერი 02365 არის მითითებული.  აღნიშნული ნომრის მქონე ჟურნალის რეალური გარეკანი განსხვავებულად გამოიყურება. 

Screenshot 4 7 ვინ შეადარა ზელენსკი შავ ხვრელს - რუსულმა თუ ამერიკულმა მედიამ?

ზელენსკის სხვა გაყალბებული კარიკატურა, რომელსაც ჟურნალ El jueves-ს მიაწერდნენ, წარსულში “მითების დეტექტორმაც” გადაამოწმა. 

  • ზელენსკის გაყალბებული გრაფიტები ევროპის სხხვადასხვა ქალაქებში 

რუსულ მედიასა და ფეისბუკზე აქტიურად ვრცელდებოდა ევროპის სხვადასხვა ქალაქში გადაღებული ვოლოდიმირ ზელენსკის გრაფიტის ფოტოები. ყველა ფოტოში იკითხებოდა შინაარსი, რომ ზელენსკი დასავლეთის ფულს ისრუტავს და “ჭამს.”   გრაფიტების ფოტოები “მითების დეტექტორმა” წარსულში გადაამოწმა და ყველა მათგანი გაყალბებული იყო, პირველწყაროს კი ინსტაგრამ-ანგარიში  Typicaloptical წარმოადგენდა.

Screenshot 5 6 ვინ შეადარა ზელენსკი შავ ხვრელს - რუსულმა თუ ამერიკულმა მედიამ?
მადრიდი, Plaza de las Corte
გაყალბებული ფოტოები, რომლებიც Typicaloptical-მა გაავრცელა იმავე ქუჩების რეალური ფოტოები
111 ვინ შეადარა ზელენსკი შავ ხვრელს - რუსულმა თუ ამერიკულმა მედიამ? 22 ვინ შეადარა ზელენსკი შავ ხვრელს - რუსულმა თუ ამერიკულმა მედიამ?
ვარშავა, ზოლოტაიას ქუჩისა და იოანე-პავლე II-ის ქუჩის კვეთა. წყარო: Укринформ
33 ვინ შეადარა ზელენსკი შავ ხვრელს - რუსულმა თუ ამერიკულმა მედიამ? 44 ვინ შეადარა ზელენსკი შავ ხვრელს - რუსულმა თუ ამერიკულმა მედიამ?
პარიზი, გალიენის ქუჩა, მეტროსადგურ Saint-Mande-ს შესასვლელი. წყარო: მითების დეტექტორი
Screenshot 7 3 ვინ შეადარა ზელენსკი შავ ხვრელს - რუსულმა თუ ამერიკულმა მედიამ?
ნიო-იორკი, Central Drive

ინფორმაცია ზელენსკის გაყალბებული გრაფიტების შესახებ ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” სტატიებში:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, ესპანეთი, რუსეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist