ტერენტი გლდანელი, Pravda.ru და Ura.ru ზელენსკიზე გაყალბებულ ვიდეოს ავრცელებენ

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

5k
VIEWS

14 თებერვალს  ანონიმურმა სახელისუფლებო ფეისბუქ გვერდმა და ანგარიშმა ტერენტი გლდანელი ვიდეოები შემდეგი აღწერით გამოაქვეყნა: “ზელენსკის უკვე ამერიკაშიც დასცინიან.” ვიდეოში ინგლისურ ენაზე მოსაუბრე ტელეწამყვანი ამბობს: “შიანურ ცხოველებზე საუბრისას, შეიძლება ყველა მოუთმენლები ვიყოთ, მაგრამ ერთი გაღიზიანებული ოჰაიოელი ლეკვი ეროვნულ ყურადღებას იპყრობს.” ამ შესავლის შემდეგ ვიდეოში დიდ ბრიტანეთში ვიზიტის დროს გადაღებული უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ის კადრი ჩნდება, სადაც ის სიტყვით გამოსვლას იწყებს. შემდეგ კადრში ორი ტელეწამყვანი იცინის და ერთ-ერთი მათგანი ამბობს: “აი, ამიტომ არ უნდა ვაჩვენოთ ვიდეო შინაურ ცხოველებზე.” ვიდეო რუსულმა პროპაგანდისტულმა გამოცემებმა Pravda.ru-მ და Ura.ru-მაც გამოაქვეყნეს. 

Screenshot 9 3 ტერენტი გლდანელი, Pravda.ru და Ura.ru ზელენსკიზე გაყალბებულ ვიდეოს ავრცელებენ

ვიდეო დამონტაჟებულია. რეალურად, ის 2017 წელსაა გადაღებული და მასში ტელეკომპანია KCCI-ს წამყვანები  არა ვოლოდიმირ ზელენსკის, არამედ ოჰაიოელი ძაღლის კადრებს აჩვენებენ. 

გავრცელებული ვიდეოს ორიგინალი ვერსია ინტერნეტში 2017 წლიდან იძებნება. 

Screenshot 5 4 ტერენტი გლდანელი, Pravda.ru და Ura.ru ზელენსკიზე გაყალბებულ ვიდეოს ავრცელებენ

აშშ-ს ოჰაიოს შტატის ტელევიზიის KCCI-ს წამყვანები გადაცემის ამ მონაკვეთში იმ ძაღლზე საუბრობენ, რომელიც მანქანიდან პატრონს უსიგნალებდა. ოჰაიოელი ძაღლის ეს ვიდეო სოციალურ ქსელში 2017 წლის თებერვალში ფართოდ გავრცელდა. 

Screenshot 6 3 ტერენტი გლდანელი, Pravda.ru და Ura.ru ზელენსკიზე გაყალბებულ ვიდეოს ავრცელებენ

ტელეწამყვანი ლორა ტერელი ასეთ შესავალს სწორედ ძაღლის ვიდეოს უკეთებს, მისი ჩვენების შემდეგ კი ტელეწამყვან ტოდ მეიჯელთან ერთად იცინის. 

აღსანიშნავია, რომ ვიდეო, რომელიც ტერენტი გლდანელმა ქართული სუბტიტრებით გამოაქვეყნა, უფრო ადრე ტვიტერზე გავრცელდა. 

Screenshot 7 2 ტერენტი გლდანელი, Pravda.ru და Ura.ru ზელენსკიზე გაყალბებულ ვიდეოს ავრცელებენ

თუმცა ტვიტის კომენტარებში თავად ავტორმა რეალური ვიდეოც ატვირთა. 

Screenshot 8 2 ტერენტი გლდანელი, Pravda.ru და Ura.ru ზელენსკიზე გაყალბებულ ვიდეოს ავრცელებენ

“ტერენტი გლდანელის” ფეისბუქ ანგარიშები ამერიკის ელჩის, დასავლეთის და უკრაინის, ოპოზიციის წინააღმდეგ კამპანიებში სისტემატიურად არიან ჩართული, ისინი ხელისუფლების ოპონენტებზე ყალბ ამბებს და ვიდეო ფაბრიკაციას ადრეც ავრცელებდნენ, ვრცლად იხილეთ: 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist