უკრაინაში მობილიზაციაზე “დოიჩე ველეს” სახელით გაყალბებული სტატია ვრცელდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

1.7k
VIEWS

5-6 თებერვალს რუსულენოვანმა ფეისბუქ-ანგარიშმა და ტელეგრამ-არხებმა (1;2;3) გაავრცელეს “დოიჩე ველეს” რუსულენოვანი სტატიის სქრინშოტი, რომელზეც ვკითხულობთ, რომ “იძულებითი მობილიზაცია კიევის მიერ კონტროლირებად რეგიონებში, შესაძლოა, კრემლის სპეცოპერაცია იყოს”. იგივე სქრინშოტი სოციალურ ქსელში 2023 წლის 1 სექტემბერსაც გავრცელდა.  

doichevele1 უკრაინაში მობილიზაციაზე “დოიჩე ველეს” სახელით გაყალბებული სტატია ვრცელდებაdoichevele2 უკრაინაში მობილიზაციაზე “დოიჩე ველეს” სახელით გაყალბებული სტატია ვრცელდება“დოიჩე ველეს” სახელით გავრცელებული სტატიის სქრინშოტი გაყალბებულია. რეალურად, მედიას მსგავსი შინაარსის ინფორმაცია არასოდეს გამოუქვეყნებია.  

სქრინშოტი, რომელიც “დოიჩე ველეს” სახელით ვრცელდება, გაყალბებულია. მსგავსი სათაურით სტატია მედიის არც ინგლისურ და არც რუსულენოვან ვებ-საიტებზე არ იძებნება (1;2). 

აღსანიშნავია, რომ სტატიის ავტორის ველში მითითებულია ჟურნალისტი ოლესია გალკინა, თუმცა, მსგავსი სახელისა და გვარის ავტორი “დოიჩე ველეს” რუსულენოვან ვებ-საიტზე არ იძებნება. 

Deutsche Welle-ს უკრაინაში მობილიზაციასა და მოქალაქეების უკმაყოფილებასთან დაკავშირებით სტატია 2024 წლის 4 იანვარს აქვს გამოქვეყნებული. სტატიაში განხილულია, რომ უკრაინელები სკეპტიკურად უყურებენ იძულებით მობილიზაციას. თუმცა, აღნიშნულ სტატიაში, რომლის ავტორიც ლილია რჟეუცკაიაა, მობილიზაცია “კრემლის სპეცოპერაციასთან” დაკავშირებული არ არის.

გავრცელებული სქრინშოტი ფაქტების გადამმოწმებელმა ორგანიზაცია StopFake-მაც გადაამოწმა. მათი ინფორმაციით, ჟურნალისტ ოლესია გალკინაზე ინფორმაცია ღია წყაროებით არ იძებნება და სახელი და გვარი, სავარაუდოდ, გამოგონილია. მათივე ცნობით, სქრინშოტს პრორუსულად განწყობილი ინტერნეტ მომხმარებლები ყველაზე ადრე 2023 წლის თებერვლიდან ავრცელებდნენ.   

უკრაინაში მობილიზაციასთან დაკავშირებით რუსული პროპაგანდისტული წყაროები სისტემატურად ავრცელებენ დეზინფორმაციას. “მითების დეტექტორმა” წარსულში გადაამოწმა არაერთი მტკიცება, რომლებიც უცხოეთში მყოფი უკრაინელების, არასრულწლოვნებისა თუ ხანდაზმულების მობილიზაციას ეხებოდა. ვრცლად წაიკითხეთ მასალებში: 

რუსული პროპაგანდის ერთ-ერთი მეთოდი სწორედ უცხოური გამოცემების ლოგოების გამოყენებაა, რათა გავრცელებულ ინფორმაციას მეტი დამაჯერებლობა შესძინონ. ამ თემაზე წაიკითხეთ:

როგორ გამოიყენება დასავლური გამოცემების ლოგოები დეზინფორმაციის გასავრცელებლად

 წყაროს შესახებ 

ფეისბუქ-მომხმარებელი Игорь Олегович Сарапкин ანტიუკრაინული შინაარსის ინფორმაციას სისტემატურად ავრცელებს. მისი პოსტები უცხოელი ფაქტების გადამმოწმებლების მიერ ყალბ ინფორმაციად არის მონიშნული.

doichevele3 უკრაინაში მობილიზაციაზე “დოიჩე ველეს” სახელით გაყალბებული სტატია ვრცელდებაარქივი (1;2;3;4;5)


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist