დეზინფორმაცია, თითქოს უკრაინაში ხანდაზმულებისთვის ფრონტზე გასაწვევი ბუკლეტები რიგდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

395
VIEWS

29-30 ნოემბერს კრემლის პროპაგანდისტულმა მედიამ (1,2,3,4,5,6) მათ შორის Комсомолская Правда-მ, Царград-მა, Арегументы и Факты-მ გაავრცელეს ინფორმაცია, რომ უკრაინაში გამოჩნდა სააგიტაციო ბუკლეტები, რათა ხანდაზმულები წაახალისონ, ფრონტზე წავიდნენ. ბუკლეტებზე იკითხება სლოგანებიც “შენი წილი უკვე იცხოვრე – წადი ფრონტზე” (Ти вже пожив своє – йди на фронт!); “უკრაინის შეიარაღებულ ძალებში გაწევრიანება არასდროს არის გვიანი” (Ніколи не пізно записатися до ЗСУ), “ბედნიერი სიბერე შესაძლებელია, განაახლე მონაცემები ტერიტორიული დაკომპლექტების ცენტრებში” (Щаслива старість можлива. Оновлюй дані в ТЦК); “ასაკი მხოლოდ შენს გონებაშია, შეუერთდი უკრაინის შეარაღებულ ძალებს” (Вік тільки В твоїй голові. Вступай до лав ЗСУ!). ბუკლეტებზე ასევე ჩანს, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს გერბი.

იგივე ინფორმაცია და ლოზუნგები ბუკლეტების ფოტოებისა და ვიდეოების თანხლებით გაავრცელეს რუსულენოვანმა ფეისბუქ-ანგარიშებმაც (1,2,3,4,5).

Screenshot 2023 12 05 164925 დეზინფორმაცია, თითქოს უკრაინაში ხანდაზმულებისთვის ფრონტზე გასაწვევი ბუკლეტები რიგდება

ცნობები, თითქოს უკრაინაში ხანდაზმულთა ომში ჩართვის წასახალისებელი კამპანია მიმდინარეობს, დეზინფორმაციული შინაარსისაა. ბუკლეტების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უკრაინის დეზინფორმაციასთან ბრძოლის ცენტრი გამოეხმაურა და უარყო.

30 ოქტომბერს გავრცელებულ სააგიტაციო ბუკლეტების შესახებ გავრცელებულ ცნობებს უკრაინის დეზინფორმაციასთან ბრძოლის ცენტრი გამოეხმაურა. ცენტრი უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს ინიციატივით ჩამოყალიბებული ორგანოა. უწყების განცხადებაში აღნიშნულია, ბუკლეტები კრემლის დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილია.

“ე.წ ღია ბარათები პროპაგანდის მორიგი სიყალბეა, რომელიც უკრაინაში “ძალადობრივი მობილიზაციის” შესახებ ინფორმაციული კამპანიის ნაწილია. შესაბამისად, მსგავსი შინაარსის არანაირი ღია ბარათები დედაქალაქში არ ვრცელდება” – აღნიშნულია განცხადებაში.

Screenshot 2023 12 05 165026 დეზინფორმაცია, თითქოს უკრაინაში ხანდაზმულებისთვის ფრონტზე გასაწვევი ბუკლეტები რიგდება

დეზინფორმაციასთან ბრძოლის ცენტრი აღნიშნავს, რომ წარსულში ასევე ვრცელდებოდა ინფორმაცია ყალბ სააგიტაციო ბარათებზე უკრაინის პრეზიდენტის და შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის მოწოდებით, უკრაინელებს სწორი არჩევანი გაეკეთებინათ. 

დეზინფორმაცია, რომ უკრაინაში ხანდაზმულთა, პენსიონერთა მობილიზაცია სურთ სხვადასხვა დროს ვრცელდებოდა. უკრაინული ორგანიზაციის “დეტექტორ მედიას” ანგარიშში, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის პერიოდში სწორედ ხანდაზმული ადამიანებზე მიმართული დეზინფორმაციული და პროპაგანდისტული ნარატივებია გამოკვეთილი, აღნიშნულია რომ უკრაინაში პენსიონერების მობილიზაციის თემა ერთ-ერთია კრემლის დეზინფორმაციულ გზავნილებს შორის და 2022 წლიდან სხვადასხვა სოციალურ ქსელებში სხვადასხვა დროს ვრცელდება. ანგარიშში მოყვანილია შესაბამისი მაგალითებიც, მაგალითად 2022 წელს გავრცელდა ინფორმაცია პენსიონერების მობილიზაციის შესახებ. რუსული პროპაგანდა მანიპულირებდა სადაზვერვო სამსახურის ყოფილი მეთაურის მიკოლა მალომუჟის სიტყვებით, რომელიც რეზერვების გაძლიერების საჭიროებაზე საუბრობდა, თუმცა პენსიონერებს არსად ახსენებდა. 2023 წელს რუსულმა მედია РЕН-ТВ-მ საყოველთაო მობილიზაციაზე სიუჟეტში, რომელშიც პენსიონერების ფრონტზე გაწვევაზეც იყო საუბარი, პენსიონერების გაწვევის ერთ-ერთ მაგალითად უკრაინელი იუმორისტი ბლოგერის “ბაბუა ტოლიას” ვიდეო აჩვენა. 2023 წლის შემოდგომაზე კი სხვადასხვა ტელეგრამ-არხებზე გავრცელდა დეზინფორმაცია, უკრაინული სოციალური სამსახურები საგანგებოდ აგროვებენ ინფორმაციას ხანდაზმულ ადამიანებზე, რათა მონაცემები შემდეგ სამხედრო კომისარიატებს გადასცენ.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

ქვეყანა/ორგანიზაცია: უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist