უცხოეთში მყოფი უკრაინელების მობილიზაციაზე ცნობები გაყალბებულ დოკუმენტზე დაყრდნობით ვრცელდება

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

467
VIEWS

7 იანვარს ფეისბუქ-მომხმარებელმა მალხაზ ხაბაზმა გამოაქვეყნა პოსტი, რომლის თანახმადაც უკრაინაში საიდუმლო ბრძანება გაიცა რომელიც 18-დან 60 წლამდე კაცებს ეხება, მათ შორის მათ ვინც ომში გაწვევისთვის თავის არიდების მიზნით ქვეყანა დატოვა. პოსტის მიხედვით, მათ უკრაინაში დასაბრუნებლად 15 დღე ეძლევათ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მოქალაქეობას და საზღვარგარეთის პასპორტებს გაუუქმებენ და ასევე წაუყენებენ სამოქალაქო კოდექსის მუხლს, რომელიც 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ინფორმაციის წყაროდ ხაბაზი უკრაინელ ბლოგერს ასახელებს. პოსტს ასევე თანდართული აქვს ორი ფოტო, კიმ ჩენ ინის და სავარაუდოდ უკრაინელი ბლოგერის კოლაჟი და კადრი, რომელშიც ჩანს დოკუმენტი და წარწერა СЕКРЕТНЫЙ ПРИКАЗ: МУЖЧИНЫ 18-60. АННУЛИРОВАНИЕ ЗАГРАНПАСПОРТОВ – საიდუმლო ბრძანება: კაცები 18-60. უცხოეთის პასპორტების ანულირება.

უკრაინელი ბლოგერი, რომელსაც მალხაზ ხაბაზი ეყრდნობა, ადვოკატი ტარას ნიკიფორჩუკია, რომელმაც თავის იუთუბ-არხზე  ვიდეო 7 იანვარს გამოაქვეყნა. მისი ვიდეო ფეისბუქზეც გავრცელდა.

ნიკიფორჩუკი დოკუმენტს, რომელიც ომში გაწვევას და უცხოეთის პასპორტების გაუქმებას ეხება, ვიდეოშიც აჩვენებს და თავის ტელეგრამ-არხზეც გამოაქვეყნა.

jarshi gatsveva უცხოეთში მყოფი უკრაინელების მობილიზაციაზე ცნობები გაყალბებულ დოკუმენტზე დაყრდნობით ვრცელდება

დოკუმენტი, რომელზე დაყრდნობითაც უკრაინელი ბლოგერი საზღვარგარეთ მყოფი უკრაინის მოქალაქე კაცებისთვის პასპორტის ანულირებაზე და სავალდებულო სამხედრო სამსახურისთვის ავტომატურ აღრიცხვაზე ინფორმაციას ავრცელებს, ყალბია. გავრცელებული მტკიცებები უკრაინის დეზინფორმაციასთან ბრძოლის ცენტრმა და სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრმა უარყვეს. 

დოკუმენტის გავრცელების შემდეგ, ინფორმაციას უკრაინის დეზინფორმაციასთან ბრძოლის ცენტრი და სტრატეგიული კომუნიკაციის ცენტრი გამოეხმაურნენ.

დოკუმენტის თანახმად, პასპორტის სამსახური უკრაინის თავდაცვის სამინისტროს გადასცემს 1960-2006 წლებში დაბადებული უკრაინის იმ მოქალაქე კაცების მონაცემებს, რომლებიც საზღვარგარეთ უკრაინის პასპორტის მიღების მოთხოვნაზე შეიტანენ განცხადებას პასპორტის სამსახურის წარმომადგენლობებში; ისინი მიიღებენ არა პასპორტებს, არამედ დროებით დოკუმენტს უკრაინაში 2024 წლის 2 იანვრიდან დაბრუნებისთვის; ამ პირების მონაცემები ავტომატურად შევა სამხედრო ვალდებულ პირთა სიაში და გადამოწმებისთვის  გადაეგზავნება შინაგან საქმეთა სამინისტროს და რეკრუტირებისა და სოციალური მხარდაჭერის ტერიტორიული ცენტრს (ТЦК), ხოლო პირები, რომლებმაც საზღვარგარეთ პასპორტზე განცხადება შეიტანეს და რომლებიც შსს-ს და ТЦК-ს ძებნაში არიან, მოქალაქეობა ჩამოერთმევათ.

აღსანიშნავია, რომ გავრცელებულ დოკუმენტში არაფერია ნათქვამი დაკავებაზე და 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთაზე, მალხაზ ხაბაზის ეს მტკიცებები უკრაინელი ბლოგერის მიერ დოკუმენტის ინტერპრეტაციას უკავშირდება.

დეზინფორმაციასთან ბრძოლის ცენტრის და სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრის განცხადებებში ვკითხულობთ, რომ დოკუმენტი ყალბია. უწყებები აღნიშნავენ, რომ დოკუმენტს ხელს აწერს ვლადიმირ შვაჩკო, რომელიც პასპორტის სამსახურის გენდირექტორის თანამდებობას ჩამოშორებული იყო 2023 წლის 26 დეკემბრიდან 2024 წლის 19 იანვრის ვადაში, სამსახურებრივი გამოძიების ჩატარების პერიოდში. შესაბამისად დოკუმენტზე, რომელიც 2024 წლის იანვრით არის გაფორმებული, მისი ხელმოწერა არ იქნებოდა დასმული და ამ პერიოდში ოფიციალურ დოკუმენტს მისი მოვალეობის შემსრულებელი მოაწერდა ხელს. ორივე უწყება ასევე აღნიშნავს, რომ დოკუმენტის ტექსტში დაშვებულია სტილისტური და მართლწერის შეცდომები. შეცდომაა військовозабов’язаних, უნდა იყოს військовозобов’язаних (სამხედრო ვალდებული). ასევე по мірі надходження – რუსული по мере поступления-ს კალკია.

jarshi gatsveva1 უცხოეთში მყოფი უკრაინელების მობილიზაციაზე ცნობები გაყალბებულ დოკუმენტზე დაყრდნობით ვრცელდება

გარდა ამისა სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრი კიდევ რამდენიმე შეუსაბამობაზე ამახვილებს ყურადღებას. პასპორტის სერვისს არ აქვს უფლებამოსილება უკრაინაში დასაბრუნებლად დროებითი სამგზავრო დოკუმენტები გასცეს. ამ ტიპის დოკუმენტაციას დიპლომატიური წარმომადგენლობები ან საკონსულოები გასცემენ.

ასევე 1960 წელს დაბადებულები ამჟამად 63-64 წლის არიან, ხოლო 2006 წელს კი 17-18, ხოლო მობილიზაციას ამჟამად 27-იდან 60 წლამდე კაცები ექვემდებარებიან.

იგულისხმება, რომ 27 წლიდან შესაძლებელია უნარიანი კაცების მობილიზება, რომლებსაც სამხედრო სამსახური არ აქვთ გავლილი. 27 წელს ქვემოთ მობილიზება ხდება იმ შემთხვევებში თუ ადამიანს სამხედრო სამსახური აქვს გავლილი. ჯარში საკონტრაქტო სამსახური 18 წლიდან არის დაშვებული. ზოგადად აღსანიშნავია, რომ გაწვევის ბარათი არსებითად ნებისმიერ სრულწლოვან კაცს შეიძლება მიუვიდეს, თუმცა ეს ფრონტზე მობილიზებას არ ნიშნავს და წვევამდელებზე მონაცემთა ბაზის განახლებისთვის არის საჭირო.

ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა, ამ ასაკის 25 წლამდე დაწევაზე, თუმცა კანონი ჯერ ძალაში არ შესულა.

უკრაინაში მობილიზაციის თემა ხშირად ხდება დეზინფორმაციის სამიზნე. ამ თემასთან დაკავშირებული სხვადასხვა ყალბი ინფორმაცია, “მითების დეტექტორმა” წარსულშიც გადაამოწმა:

წყაროს შესახებ:

ფეისბუქ-მომხმარებელი მალხაზ ხაბაზი ანტიდასავლური და ანტიუკრაინული შინაარსის მცდარ ინფორმაციას და კონსპირაციულ თეორიებს რეგულარულად ავრცელებს. მის მიერ გავრცელებული ყალბი ამბები “მითების დეტექტორის” წარსულშიც არაერთხელ გადაუმოწმებია.

არქივის ბმულები: მალხაზ ხაბაზის პოსტი; ტარას ნიკიფორჩუკის პოსტები 1,2.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist