დეზინფორმაცია, თითქოს ფრანგი და პოლონელი ფერმერები რძეს კანალიზაციაში ღვრიან

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

37
VIEWS

29 მარტს ტელეკომპანია სეზონი ტვ-ის გადაცემაში “დღის შეჯამება ნიკოლოზ მჟავანაძესთან,” წამყვანმა განაცხადა, რომ რუსული ბაზარი საქართველოსთვის შეუცვლელია, რადგან ევროპულ ბაზარზე თავად ევროპულ ქვეყნებსაც კი არ ჰყოფნით ადგილები. ამის საილუსტრაციოდ მჟავანაძემ აღნიშნა, რომ დღეს ფრანგი და პოლონელი ფერმერები რძეს კანალიზაციაში ღვრიან, რადგან ბაზარი უკვე მთლიანად არის ათვისებული და მათ პროდუქცია გასაყიდად ვერ გააქვთ

rdze1 დეზინფორმაცია, თითქოს ფრანგი და პოლონელი ფერმერები რძეს კანალიზაციაში ღვრიან

მტკიცება, თითქოს ამჟამად ფრანგი და პოლონელი ფერმერები რძეს ღვრიან, რადგან ბაზარზე გასაყიდად ვერ გააქვთ, სიმართლეს არ შეესაბამება. მსგავსი ინფორმაცია არც ერთ მედიაში არ გავრცელებულა. საფრანგეთი წარმოებული რძის რაოდენობით ევროპაში მეორე, მსოფლიოში კი მეშვიდე ადგილს იკავებს. ბოლო ოფიციალური მონაცემებით, 2022 წელს რძის ნაწარმის ექსპორტიორებს შორის საფრანგეთი მეექვსე  პოლონეთი კი მერვე ადგილს იკავებდა და ორივე შემთხვევაში პროდუქტის უმეტესი ნაწილი ევროკავშირის სხვა ქვეყნებში იყიდებოდა. 

საფრანგეთის რძის ინდუსტრია

საფრანგეთი რძის სექტორში მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა და წარმოების მიხედვით მსოფლიოში მეშვიდე ადგილს იკავებს, ევროპაში კი მხოლოდ გერმანიას ჩამორჩება. რძის ექსპორტის მაჩვენებლით, ქვეყანა 2022 წელს მეექვსე ადგილს იკავებდა და ფრანგული რძის ნაწარმის ექსპორტის ძირითადი ნაწილი ევროკავშირის ქვეყნებზე მოდიოდა. რაც შეეხება კონკრეტულად ფრანგულ გადაუმუშავებელ რძეს, ყველაზე დიდი რაოდენობის იმპორტს ჩინეთი ახდენდა, თუმცა, ამ შემთხვევაშიც, ამ პროდუქტის ექსპორტის ნახევარზე მეტი ევროკავშირის ბაზარზე გადის. 

rdze2 დეზინფორმაცია, თითქოს ფრანგი და პოლონელი ფერმერები რძეს კანალიზაციაში ღვრიან
რძის ყველაზე დიდი ექსპორტიორები მსოფლიო 2022 წლის მონაცემებით. წყარო: statista 

რძის ნაწარმიდან ყველაზე დიდ შემოსავალს საფრანგეთი ყველის ექსპორტიდან იღებს. ამ მაჩვენებლით ($3.76 მილიარდი) ის 2022 წელს მეოთხე ადგილს იკავებდა მსოფლიოში და მისი ძირითადი ნაწილი, კერძოდ 21.8%, გერმანიაში გადიოდა.

rdze3 დეზინფორმაცია, თითქოს ფრანგი და პოლონელი ფერმერები რძეს კანალიზაციაში ღვრიან
წყარო: OEC

მიუხედავად, იმისა, რომ საფრანგეთი ამ სფეროში მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი სახელმწიფოა, სექტორს მაინც არაერთი პრობლემა აქვს, რაც ბოლო წლებში წარმოებული რძის რაოდენობის შემცირებას განაპირობებს. ამის მთავარ მიზეზებად, წარმოების გაზრდილ ხარჯებთან ერთად ის ფაქტი სახელდება, რომ რძის მიწოდების ბიზნესის წილის ნახევარზე მეტი 3 კომპანიაზე მოდის, რის გამოც ინდივიდუალური ფერმერები საღი კონკურენციის გაწევას ვერ ახერხებენ. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ კონკრეტულად ძროხის რძის შემთხვევაში, 2024 წლის იანვარში 2023 წლის იანვართან შედარებით მხოლოდ 0.3%-იანი კლება დაფიქსირდა, როცა წინა წლებში ანალოგიური მაჩვენებელი -1.2%-ს შეადგენდა.

rdze4 დეზინფორმაცია, თითქოს ფრანგი და პოლონელი ფერმერები რძეს კანალიზაციაში ღვრიან
წლიური ცვლილება მოპოვებული ძროხის რძის რაოდენობაში. ასახულია პროცენტულად და რაოდენობრივად. წყარო: ევროკომისია

მიუხედავად პრობლემებისა, უკანასკნელ პერიოდში რძის მასიური გადაღვრის შემთხვევები საფრანგეთში არ დაფიქსირებულა. მსგავსი ფაქტები 2009 წელს მოხდა, როდესაც არამხოლოდ ფრანგმა, არამედ ევროკავშირის წევრი სხვა ქვეყნების ფერმერებმაც მილიონობით ლიტრი რძე მინდვრებსა და ქუჩებში გადაღვარეს, თუმცა ეს იყო მათ მიერ გამოხატული პროტესტის ნაწილი ევროკავშირის ახალი კანონების წინააღმდეგ, რაც, მათი აზრით, პროდუქტის ფასს შეამცირებდა. შესაბამისად, ამ შემთხვევას ნიკოლოზ მჟავანაძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან კავშირი არ ქონია. 

პოლონეთის რძის ინდუსტრია 

რძის წარმოების მაჩვენებლებით პოლონეთი საფრანგეთს მკვეთრად ჩამორჩება, თუმცა მაინც მსოფლიოს ერთ-ერთი მოწინავე სახელმწიფოა და რძის ექსპორტში მერვე, გადაუმუშავებელი რძის ექსპორტში კი მეექვსე ადგილს იკავებს, რომლის 56.7% 2022 წელს გერმანიაში გაიყიდა. როგორც 2020, ისე 2021 და 2022 წლებში პოლონური რძის ნაწარმის ექსპორტში პირველ სამ ადგილს გერმანია, ჩეხეთის რესპუბლიკა და იტალია იკავებდნენ. აღსანიშნია, რომ საფრანგეთისგან განსხვავებით, უკანასკნელ წლებში ძროხისგან მიღებული რძის რაოდენობა პოლონეთში ყოველწლიურად იზრდება და 2024 წლის იანვარში ზრდამ წინა წელთან შედარებით 2.8%-ს მიაღწია. ამან დადებითთან ერთად უარყოფითი შედეგებიც მოიტანა, რადგან დაიწყო რძის ფასების დაცემა, იმ დროს როდესაც ხარჯები საკმაოდ გაზრდილია. თუმცა, ამას ოპოლის მესაქონლეთა ასოციაციის თავმჯდომარე მარტინ ჟიაია პანდემიას უკავშირებს. მისი აზრით, ლოქდაუნის დროს ადამიანის ჩვევა შეიცვალა და ისინი ბევრად მეტ რძესა და რძის პროდუქტს მოიხმარდნენ, რის გამოც გაიზარდა პროდუქტის მიწოდებაც. პანდემიის დასრულების შემდეგ კი ხალხი კვლავ ძველებური ცხოვრების სტილს უბრუნდება და შედეგად რძეზე მოთხოვნა იკლებს, მიწოდება კი კვლავ მაღალი რჩება. 

2022 წელს რძის გადამამუშავებელი კომპანიები ჯერ კიდევ იხდიდნენ მაღალ ფასს რძეში, თუმცა, 2023 წელს მათ გადაწყვიტეს შეეცვალათ ეს პოლიტიკა, რის გამოც ნედლი რძის ფასი ზოგჯერ მისი წარმოების ხარჯებსაც კი ვერ ფარავს. მარტინის აზრით, ამ პრობლემას ისიც ამძაფრებს, რომ ქვეყანა წლების მანძილზე ცდილობდა წაეხალისებინა პატარა კოოპერატივების შექმნა, რაც არასოწორი მიდგომაა, რადგან მსგავს პატარა კომპანიებს არ შეუძლიათ ეკონომიკურ შტორმებთან გამკლავება. ჟიაია ფიქრობს, რომ პრობლემის გადაწყვეტის მთავარი გზა წარმოების შემცირება და მოთხოვნა-მიწოდების გათანაბრებაა. 

აღსანიშნია, რომ წარმოების მაღალი ხარჯებისა და პროდუქტის ფასის კლების მიუხედავად, უკანასკნელ წლებში არც პოლონეთში დაფიქსირებულა რძის მასიური გადაღვრა ფერმერების მიერ, იმის გამო, რომ ისინი ვერ ახერხებენ პროდუქციის რეალიზაციას. 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: ეკონომიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ევროკავშირი, პოლონეთი, საფრანგეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist